და მერმე შევიდა შესაკრებელსა. და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა.
და უმზირდეს მას, უკეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი.
და მას ჟამსა ჰრქუა იესო კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის!
და ჰრქუა მათ იესო: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე, ანუ ბოროტისა? სულისა ცხოვნება, ანუ მოკლვა? ხოლო იგინი დუმნეს.
და მიმოიხილა მათა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთასა და ჰრქუა კაცსა მას: განირათხ ჴელი შენი! -- და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი.
და ვითარცა გამოვიდეს მიერ ფარისეველნი იგი ჰეროდიანელთა თანა, ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი.
ხოლო იესო მოწაფითურთ განეშორა მათგან და მოვიდა ზღჳსკიდედ, და მრავალი ერი შეუდგა მას გალილეათ და ჰურიასტანით,
იერუსალჱმდ და იდუმიათ წიაღ იორდანით და ტჳროსით კერძო და სიდონით. ესმა მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოვიდეს მისა.
და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი განუმზადონ მას ერისა მისთჳს, რაჲთა არა შეაიწრონ იგი.
რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურება და შეეხნეს, განიკურნებოდეს.
და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ.
და ფრიად შეჰრისხნა მათ იესო, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთა უნდა მას; და მოვიდეს მისა.
და ყვნა ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა, და წარავლინნეს იგინი ქადაგებად.
და რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფება განსხმად ეშმაკთა.
და დასდვა სახელები: სიმონს პეტრე,
და იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა იაკობისი; და დასდვა მათ სახელები ბანერგეს, რომელ არს ძენი ქუხილისანი;
ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი
და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.
და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ ვერცაღა პურისა ჭამად.
და ესმა მის კერძოსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს.
და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
და მოუწოდა მათ და იგავით ეტყოდა: ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად?
და უკეთუ მეუფება მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფება იგი.
და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად.
და უკეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს.
და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს.
ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ;
ხოლო რომელმან თქუას გმობა სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევება უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოსა საშჯელსა.
რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა.
მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედა მისი, და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს.
და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა, დედა შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ,
მიუგო იესო და ჰრქუა: ვინ არს დედა ჩემი, ანუ ძმანი ჩემნი?
და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა, დედა ჩემი და ძმანი ჩემნი!
რამეთუ, რომელმან ყოს ნება ღმრთისაჲ, ესე არს ძმა ჩემი და დაჲ ჩემი და დედა ჩემი.