და შევიდა კუალად კაპერნაუმად შემდგომად მცირედთა დღეთა; და ესმა, რამეთუ სახლსა შინა არს.
და მეყსეულად შეკრბა მუნ სიმრავლე ერისა, ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართა მათ, და ეტყოდა მათ სიტყუასა.
და მოვიდეს მისა და მოაქუნდა განრღუეული, ზეკიდებული ოთხთაგან.
და ვითარ ვერ შეუძლეს მიახლებად მისა ერისა მისგან, აღძარცუეს სართული სახლისა მის, სადა იგი იყო, და აღიღეს და გარდაუტევეს ცხედარი იგი, რომელსა ზედა იდვა განრღუეული იგი.
და იხილა იესო სარწმუნოება იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!
ხოლო იყვნეს ვინმე მუნ მსხდომარენი მწიგნობართაგანნი და ზრახვიდეს გულთა შინა მათთა და იტყოდეს,
ვითარმედ: ესე გმობასა იტყჳს; ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?
ხოლო იესო მეყსეულად გულისხმა-ყო სულითა, რამეთუ ესრეთ ზრახვენ გულთა შინა მათთა, და ჰრქუა მათ: რაჲსა მაგას ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?
რაჲ უადვილეს არს სიტყუად განრღუეულისა ამის: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ თქუმად: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?
ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფება აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, -- და ჰრქუა განრღუეულსა მას:
შენ გეტყჳ: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!
და მეყსეულად აღდგა იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და გამოვიდა წინაშე ყოველთასა, ვითარმედ განუკჳრდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ესრეთ ვიხილეთ.
და კუალად განვიდა ზღჳსკიდესა, და ყოველი ერი მოვიდოდა მისა, და მუნ ასწავებდა მათ.
და წარვიდოდა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე! -- და აღდგა და მისდევდა მას.
და იყო, ვითარცა ინაჴით-ჯდა იგი სახლსა შინა მისსა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი სხდეს იესოს თანა და მოწაფეთა მისთა თანა, რამეთუ იყვნეს მუნ მრავალნი და მისდევდეს მას.
და მწიგნობართა მათ და ფარისეველთა ვითარცა იხილეს იგი, რამეთუ მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს, ეტყოდეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს და სუამს?
და ესმა ესე იესოს, და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა -- სინანულად.
და იყვნეს მოწაფენი იოანესნი და ფარისეველნი მარხვასა შინა, და მოვიდეს მისა და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოანესნი და ფარისეველთანი იმარხვენ, და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
ჰრქუა მათ იესო: ვერ ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე მათ თანა არს, მარხვად.
არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან, და მაშინ იმარხვიდენ, მას დღესა შინა.
არა ვინ სადგმელი ახალი დაადგის სამოსელსა ძუელსა, უკუეთუ არა, მოაპის მისგან ცოცხალიცა იგი ახალმან მან ძუელისა მის, და უძჳრესად განიპის.
და არა ვინ შთაასხის ღჳნო ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნო დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ; არამედ ღჳნო ახალი თხიერთა ახალთა შთაასხიან.
და იყო, ვითარ-იგი თანაწარჰვიდოდა შაბათსა ყანებისაგან, და მოწაფეთა მისთა იწყეს გზასა სლვად და მუსრვად თავსა ჴუვილისასა.
ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს მას: იხილე, რასა ზმენ მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად!
ხოლო იესო ჰრქუა მათ: არასადა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, რაჟამს-იგი უჴმდა და შეემშია მას და მისთანათა?
ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთმოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთა არა ჯერ-არს ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო.
და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს.
ვინაცა უფალ არს ძე კაცისა შაბათისაცა.