დასაბამი სახარებისა იესო ქრისტესი, ძისა ღმრთისა.
ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა, ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
ჴმაჲ ღაღაღებისა უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი.
იყო იოანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.
და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისა და იერუსალჱმელნი და ნათელს-იღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა.
ხოლო ემოსა იოანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისა წელთა მისთა, და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველურსა.
ქადაგებდა და იტყოდა: ესერა, მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა.
მე ნათელ-გცვმ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმინდითა.
და იყო, მათ დღეთა შინა მოვიდა იესო ნაზარეთით გალილესათ და ნათელ-იღო იოანესგან იორდანესა.
და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა.
და ჴმა იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.
ღა მეყსეულად სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ.
და იყო მუნ ორმეოც დღე და გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და იყო მჴეცთა თანა, და ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას.
და შემდგომად მიცემისა იოანესა მოვიდა იესო გალილეად, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისა ღმრთისასა
და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა.
ხოლო ვიდოდა რა ზღჳსკიდესა მას გალილეასა, იხილნა სიმონ და ანდრეა, ძმა მისი, ითხევლიდეს რა ზღუასა მას ზედა, რამეთუ იყვნეს, იგინი მესათხევლე.
და ჰრქუა მათ იესო: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.
ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას.
და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა.
და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამა მათი, ნავსა შინა მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას.
და შევიდეს კაპერნაუმად და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ.
და განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურება იგი მისი, რამეთუ ასწავებდა მათ, ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელმწიფება, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი.
და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, ღაღატ-ყო
და თქუა: ეჰა, რა არს ჩუენი და შენი, იესო ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.
შერისხნა მას და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან!
და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან.
და დაუკჳრდებოდა ყოველთა, ვიდრე გამოძიებადმდე ურთიერთას, და იტყოდეს: რამე არს მოძღურება ესე ახალი, რამეთუ ჴელმწიფებით სულთაცა არაწმიდათა უბრძანებს, და ერჩიან მას?
და განჴდა ჰანბავი მისი ყოველსა მას სოფლებსა გალილეასასა.
და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სიმონისსა და ანდრიასსა იოანეს და იაკობის თანა.
ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს იესოს მისთჳს.
და მოვიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი; და მეყსეულად დაუტევა იგი მჴურვალებამან მან და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.
და ვითარ შემწუხრდებოდა, და მზე დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი.
და ყოველი ქალაქი შეკრებილ იყო წინაშე კართა.
და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითოსახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.
და განთიად რიჟურაჟუს ოდენ აღდგა და გამოვიდა მიერ და განვიდა უდაბნოსა ადგილსა და მუნ ილოცვიდა.
და მისდევდეს მას სიმონ და მისთანანი.
და პოვეს იგი და ჰრქუეს მას, ვითარმედ: ყოველნი გეძიებენ შენ.
ხოლო იესო ჰრქუა მათ: მოვედით და წარვიდეთ მახლობელსა დაბნებსა და ქალაქებსა, რაჲთა მუნ უქადაგოთ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.
და ქადაგებდა შესაკრებელთა მათთა და ყოველსა გალილეასა და ეშმაკთა განასხმიდა.
მაშინ მოუჴდა მას ერთი განკეთროვნებული, ევედრებოდა მას და მუჴლნი დაიდგნა და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედად ჩემდა.
ხოლო იესოს შეეწყალა იგი განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი.
და ვითარცა ესე თქუა, მეყსეულად განეყარა მას კეთროვნება იგი, და განწმიდნა იგი,
და შვჰრისხნა მას და მეყსეულად გამოაძო იგი,
და ჰრქუა მას: იხილე, ნუ ვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, რომელი-იგი ბრძანა მოსე საწამებელად მათა.
ხოლო იგი გამოვიდა მიერ და იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადებად სიტყჳსა მის, ვითარმედ ვერღარა ჴელ-ეწიფა მას ცხადად ქალაქად შესლვად, არამედ გარე უდაბნოთა ადგილთა იყოფვოდა. და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო.