და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთმოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესოსთჳს, რაჲთა მოკლან იგი.
და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა.
მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოცდაათი იგი ვეცხლი მღდელთმოძღუართა მიმართ და მოხუცებულთა
და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე!
და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა.
ხოლო მღდელთმოძღუართა მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისა არს.
და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისა საფლავად უცხოთა.
ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისა ვიდრე აქა დღედმდე.
მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისა, რომელსა იტყჳს: და მოვიღე ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი განსყიდულისა მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაჱლისათა,
და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან.
ხოლო იესო დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათა? ხოლო იესო ჰრქუა მას: შენ იტყჳ.
და შესმენასა მას მღდელთმოძღუართასა და მოხუცებულთასა არარა მიუგო.
მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ?
და არარა მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად.
ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი: და მიუტევის ერსა მას ერთი პყრობილი, რომელიცა უნებნ მათ.
ხოლო ჰყვა ვინმე მაშინ პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ბარაბა.
და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ: ბარაბა, ანუ იესო, რომელსა ჰრქჳან ქრისტე?
რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი.
და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: არარა ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისა! რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს.
ხოლო მღდელთმოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რამეთუ გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესო წარწყმიდონ.
მიუგო მთავარმან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა.
ჰრქუა მათ პილატე: რა უკუე უყო იესოს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცუნ!
ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რა ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტესად ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცუნ!
ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არას არგებს, არამედ უფროსღა შფოთი იქმნების, მოითხოა წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისისა, თქუენ იხილეთ.
და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა.
მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესოს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას.
მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი.
და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შემოსეს მას.
და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გუაკურთხენ, მეუფეო ჰურიათაო!
და ჰნერწუყვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა.
და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქლამინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან.
და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი.
და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი.
და მისცეს მას ძმარი, ნავღლითა აღზავებული, და გემო რა იხილა, არა უნდა სუმის.
და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
და სხდეს მუნ და სცვიდეს მას.
და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესო, მეუფე ჰურიათა.
მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი -- მარჯუენით მისა და ერთი -- მარცხენით.
ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა
და ეტყოდეს: რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ თავი თჳსი; უკეთუ ძე ხარ ღმრთისა, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით!
ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და ფარისეველთა ღა იტყოდეს:
სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად. უკუეთუ მეუფე ისრაჱლისა არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი.
უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარ მე.
ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცმულნი, აყუედრებდეს მას.
ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესო ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი, ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათჳს დამიტევე მე?
და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ვითარმედ: ელიას უჴმობს ესე.
და მეყსეულად მირბოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძრმითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა მას.
ხოლო სხუანი ეტყოდეს: აცადეთ, და ვიხილოთ, უკუეთუ ელია მოვიდეს ჴსნად მისა.
ხოლო იესო კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული.
და, აჰა, კრეტსაბმელი იგი ტაძრისა მის განიპო ორად ზეითგან ვიდრე ქუემდე, და ქუეყანა შეიძრა, და კლდენი განსქდეს,
და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს.
და გამოვიდეს საფლავით მათით და შემდგომად ადგომისა მისისა შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა.
ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესოს, იხილეს რაჲ ძრვა იგი და რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე.
იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესუს გალილეათ და ჰმსხრებდეს მას.
რომელთა თანა იყო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობისი და იესოს დედა და დედა ძეთა ზებედესთა.
და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიათ, სახელით იოსებ, რომელ-იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესოსა.
ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესოჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი.
და მოიღო გამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმიდასა
და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა.
იყო მუნ მარიამ მაგდანელი და სხუა იგი მარიამ, და სხდეს წინაშე საფლავსა მას.
ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა,
და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო.
აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით და იყოს უკანასკნელი საცთური უძჳრეს პირველისა.
ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით.
ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა.