მაშინ ეტყოდა იესო ერსა მას და მიწაფეთა თჳსთა,
და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი,
ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან.
რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი, და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი.
და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩუენებელად კაცთა; განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი;
უყვარს ზემოჯდომა სერსა ზედა და პირველდაჯდომა შესაკრებელთა შორის,
და მოკითხვა უბანთა ზედა, და რაჲთა ხადოდიან კაცნი: რაბი! რაბი!
ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი -- ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ.
და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამა თქუენი, რომელ არს ცათა შინა.
ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი -- ქრისტე.
ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ.
ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ შეჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს მიიღოთ უმეტესი საშჯელი.
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და შემავალთა უტევებთ არა შესლვად.
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორწილ თქუენსა.
ვაჲ თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქუთ, ვითარმედ: რომელმან ფუცოს ტაძარსა ამას, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს.
ცოფნო ღა ბრმანო, რომელი უფროს არს: ოქრო ანუ ტაძარი, რომელი განსწმედს ოქროსა მას?
და სთქუათ: რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა, ჯერ-არს.
ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს: შესაწირავი, ანუ საკურთხეველი, რომელი განსწმენდს შესაწირავსა მას?
რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და ყოველსა, რომელი არს მას ზედა.
და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა.
და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და რომელი ზის მას ზედა.
ვაჲ თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისა: სამართალი და წყალობა და სარწმუნოება ესე ჯერ-იყო საქმედ და იგი არა დატევებად.
წინამძღუარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო აქლემსა შთანსთქამთ.
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა და პინაკისასა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა.
ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისა და პაროფსიდისა, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდაჲ.
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართათა და ყოვლითა არაწმინდებითა.
ეგრეცა თქუენ გარეშე ჰშჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა.
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა.
და იტყჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა.
ვინაცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი.
და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთა.
გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარმე განერნეთ საშჯელსა მას გეჰენიისასა?
ამისთჳს, აჰა, ესერა, მე მოვავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი ტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად.
რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისათ ვიდრე სისხლადმდე ზაქარიასა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა.
ამინ გეტყჳ თქუენ: რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა.
იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინარმეტყუელნი და ქვა დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენგზის ვინებე შეკრება შვილთა შენთა, ვითარცასახედ შეიკრიბნის მფრიველმან მართუენი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ!
აჰა, ესერა, დაუტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად.
რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.