და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმად და მოვიდეს ბეთბაგედ, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესო ორნი მოწაფეთა მისთაგანნი
და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი!
და უკეთუ ვინმე გრქუას რამე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი.
ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუა იგი წინაწარმეტყუელისა, რომელ თქუა:
არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა, ესერა, მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზეზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა.
ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესო.
და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა.
ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.
და ერი იგი, რომელი წინაუვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანნა ძესა დავითისასა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანნა, რომელი ხარ მაღალთა შინა!
და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმად, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე?
ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყველი იესო ნაზარეთით გალილეასათ.
და შევიდა იესო ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთა მათ დაამჴუა და დასასხდომელები იგი ტრედისმოფარდულთა დაუქცია.
და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.
და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი.
და ვითარცა იხილეს მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელ-იგი ქმნნა სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდეს ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისასა! --
განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა ესე იტყჳან? ხოლო იესო ჰრქუა მათ: ჰე, არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართათა დაამტკიცე ქება?
დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ.
და განთიად, მო-რა-ვიდოდა ქალაქად, შეემშია.
და იხილა ლეღჳ გზასა ზედა და მოვიდა მისა და არა რა პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! -- და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად.
ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი!
მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ამინ გეტყჳ თქუენ: უკეთუ გაქუნდეს სარწმუნოება და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსა ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ თუ მთასა ამას: აღიფხვარ ამიერ და შთავარდი ზღუასა! -- იყოს ეგე.
და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ.
და მო-რა-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფება ესე?
მიუგო იესო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუა ერთი; რომელი უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.
ნათლის-ცემა იოანესი ვინა იყო: ზეცით, ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდენ თჳსაგან და იტყოდეს: უკეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, -- გურქუას ჩუენ: რასათჳს უკუე არა გრწმენა მისი?
და უკეთუ ვთქვათ: კაცთაგან, -- გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთავე, ვითარცა წინაწარმეტყუელი უპყრიეს იოვანე.
და მიუგეს იესოს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებით ვიქმ ამას.
აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; მოვიდა პირველისა მის და ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა ჩემსა!
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს, ხოლო უკანასკნელ შეინანა და წარვიდა.
და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე, უფალო, -- და არა წარვიდა.
ვინ ორთა მათგანმან ყო ნება მამისა თჳსისა? ჰრქუეს მას: პირველმან მან. ჰრქუა მათ იესო: ამინ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინაგიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა.
რამეთუ მოვიდა თქუენდა ზედა იოვანე გზითა სიმართლისათა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკანასკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი.
სხუა იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.
და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთა, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა.
და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთმე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე ქვა დაჰკრიბეს.
კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს.
უკანასკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შე-ხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა?
ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი, და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი.
და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენაჴისა მის და მოკლეს.
რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისა მის, რაჲმე უყოს ქუეყანისმოქედთა მათ?
ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქვეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცეს მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა.
ჰრქუა მათ იესო: არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა? უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ვითარმედ მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისა და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა.
და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს, და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი.
და ესმნეს რა მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუნა,
და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ, ვითარცა წინაწარმეტყუელი, აქუნდა მათ იგი.