რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათა კაცსა, სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა.
და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა.
და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად,
და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ.
ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე.
ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ იქა დღე ყოველ უქმად?
ხოლო მათ ჰრქუეს მას: ვითარმედ არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა, და რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ.
და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოსმოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკანასკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე.
მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითო დრაჰკანი.
მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროსი მიიღონ;
და მიიღეს მათცა თითო დრაჰკანი. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს
და იტყოდეს, ვითარმედ: უკანასკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყვენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე.
ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არა რას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ?
მიიღე შენი და ვიდოდე! ხოლო მე მნებავს უკანასკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ.
ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ.
ესრეთ იყვნენ წინანი უკანა და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი -- რჩეულ.
და ვითარცა აღვიდოდა იესო იერუსალჱმად, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ:
აჰა, ესერა, აღვალთ იერუსალჱმად, და ძე კაცისა მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად.
და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს.
მაშინ მოუჴდა იესოს დედა ძეთა ზებედესთა ძეთა მისთა თანა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასამე მისგან.
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მას: თქუ, რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა სასუფეველსა შენსა.
მიუგო იესო და ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ, ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულვების შესუმად, ანუ ნათლის-ღება, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც.
ჰრქუა მათ იესო: სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღება, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, ხოლო დაჯდომა მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა.
ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს.
ხოლო იესო მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ ზედა?
ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ-ყოფა, იყავნ თქუენდა მსახურ;
და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფა, იყოს იგი თქუენდა მონა.
ვითარცა ძე კაცისა არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს.
და ვითარცა გამოვიდოდეს იგინი იერიქოთ, მისდევდა მას ერი მრავალი.
და, აჰა, ესერა, ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა და ვითარცა ესმა, ვითარმედ იესო წარმოვალს, ჴმობდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო!
ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი უფროს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო!
და დადგა იესო, მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და გიყო თქუენ?
ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თვალნი ჩუენნი.
შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და მეყსეულად აღეხილნეს და შეუდგეს მას.