და იყო ვითარცა დაასრულნა იესო სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეათ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ იორდანესა.
და მისდევდა მას ერი მრავალი, და განჰკურნნა იგინი მუნ.
მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევება ცოლისა თჳსისა ყოვლისათჳს ბრალისა?
ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადნა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი?
და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამა თჳსი და დედა თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც.
ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს.
ხოლო მათ ჰრქუეს მას: რასათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისა მიცემად და განტევებად?
მიუგო იესო და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევება ცოლთა თქუენთა, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუა შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს.
ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისა დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინება.
ჰრქუა მათ იესო: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუა ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს.
რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისათ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათასა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ.
მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი. ხოლო მოწაფენი ჰრისხვიდეს მათ.
ხოლო იესო ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართა არს სასუფეველი ცათა.
და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ,
აჰა, მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორება საუკუნო?
ხოლო იესო ჰრქუა მას: რასა მეტყჳ მე სახიერით? არა ვინ არს სახიერი, გარნა მხოლო ღმერთი. ხოლო უკეთუ გნებავს ცხორებასა შესლვა, დაიმარხენ მცნებანი.
ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესო ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო,
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუსი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან, რაღა მაკლს მე?
ჰრქუა მას იესო: უკეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, და მოვედ და შემომიდეგ მე.
და ვითარცა ესმა სიტყუა ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად.
ხოლო იესო ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამინ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა.
და მერმე გეტყჳ თქვენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემსისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა.
ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვისმე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად?
მიხედა იესო და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს.
მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა, ესერა, ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ: რამე იყოს ჩვენდა?
ხოლო იესო ჰრქუა მათ: ამინ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განშჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა.
და ყოველმან რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამა, ანუ დედა, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ასწილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკჳდროს.
ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკანანი -- წინა.