TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 17
Previous part

Chapter: 17 
Verse: 1  Link to ntkpl   და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესო პეტრე და იაკობ და იოანე, ძმა მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან.

Verse: 2  Link to ntkpl   
და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი.

Verse: 3  Link to ntkpl   
და, აჰა, ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს.

Verse: 4  Link to ntkpl   
მიუგო პეტრე და ჰრქუა იესოს: უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა და თუ გნებავს, ვქმნეთ იქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, და ერთი მოსესა და ერთი ელიასა?

Verse: 5  Link to ntkpl   
და ვიდრეღა იგი ამის იტყოდა, აჰა. ესერა, ღრუბელი ნათლისა აგრილობდა მათ. და, აჰა, ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. მაგისი ისმინეთ!

Verse: 6  Link to ntkpl   
და ესმა რა ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და შეეშინა ფრიად.

Verse: 7  Link to ntkpl   
და მოუჴდა მათ იესო, შეახო ჴელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ!

Verse: 8  Link to ntkpl   
და აღ-რა-იხილნეს თუალნი მათნი, არა ვინ იხილეს, გარნა იესო ხოლო მარტო.

Verse: 9  Link to ntkpl   
და გარდამო-რა-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესო და ჰრქუა: ნუ ვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცისა მკუდრეთით აღდგეს.

Verse: 10  Link to ntkpl   
და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა, და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ ელიასი ჯერ-არს პირველად მოსლვა?

Verse: 11  Link to ntkpl   
ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალადაგოს ყოველი.

Verse: 12  Link to ntkpl   
ხოლო გეტყჳ თქვენ: რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან.

Verse: 13  Link to ntkpl   
მაშინ გულისხმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ.

Verse: 14  Link to ntkpl   
და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე და ეტყოდა:

Verse: 15  Link to ntkpl   
უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალგზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალგზის -- წყალსა.

Verse: 16  Link to ntkpl   
და მოჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა.

Verse: 17  Link to ntkpl   
მიუგო იესო და რქუა მას: ნათესავი ურწმუნო და გულარძნილი! ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა, ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!

Verse: 18  Link to ntkpl   
და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესო, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი. და განიკურნა ყრმა იგი მიერ ჟამითგან.

Verse: 19  Link to ntkpl   
მაშინ მოუჴდეს იესოს მოწაფენი თჳსაგან და ჰრქუეს: რასათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განჴდად მისა?

Verse: 20  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჰრქუა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათჳს. ამინ გეტყჳ თქუენ: უკეთუ გაქუნდეს სარწმუნოება, ვითარცა მარცუალი მდოგჳსა, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი! -- და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ.

Verse: 21  Link to ntkpl   
ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

Verse: 22  Link to ntkpl   
და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესო, ვითარმედ: ეგულების ძესა კაცისასა მიცემად ჴელთა კაცთასა,

Verse: 23  Link to ntkpl   
და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად.

Verse: 24  Link to ntkpl   
და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმად, მოუჴდეს მას, რომელნი-იგი დიდრაქმასა შეჰკრებდეს, და ჰრქუეს პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი?

Verse: 25  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა: ჰე. და ვითარცა შევიდა იგი სახიდ, უსწრო მას იესო და ჰრქუა: რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა, ანუ ზუერსა, შვილთაგან, ანუ უცხოთაგან?

Verse: 26  Link to ntkpl   
ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მიუგო იესო და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი.

Verse: 27  Link to ntkpl   
ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და, რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოო მის შორის სტატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.