TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 16
Previous part

Chapter: 16 
Verse: 1  Link to ntkpl   და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ.

Verse: 2  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რა-მწუხრდის, სთქუთ: მყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცა.

Verse: 3  Link to ntkpl   
და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისა იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისხმის-ყოფად.

Verse: 4  Link to ntkpl   
ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყველისა. -- და დაუტევნა იგინი და წარვიდა.

Verse: 5  Link to ntkpl   
და მო-რა-ვიდეს მოწაფენი მისნი მიერ წიაღ და დაავიწყდა მათ პური მიღებად.

Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთასა და სადუკეველთასა.

Verse: 7  Link to ntkpl   
ხთლო იგინი განიზრახვიდეს გულსა თჳსსა და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა მოვიღეთ.

Verse: 8  Link to ntkpl   
გულისხმა-ყო იესო და ჰრქუა მათ: რასა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედმორწმუნვნო, რამეთუ პურნი არა მოიხუენით?

Verse: 9  Link to ntkpl   
არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ ხუთთა მათ პურთა და ხუთ ათასთა, და რაოდენი გოდორი აღიღეთ?

Verse: 10  Link to ntkpl   
და არცა შჳდთა მათ პურთა და ოთხ ათასთა მათ, და რაოდენი სფჳრიდი აღიღეთ?

Verse: 11  Link to ntkpl   
ვითარ არა გიცნობიეს, რამეთუ არა პურისათჳს გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთასა და სადუკეველთასა.

Verse: 12  Link to ntkpl   
მაშინ გულისხმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვა ცომისაგან პურისა, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთასა და სადუკეველთასა.

Verse: 13  Link to ntkpl   
მო-რა-ვიდა იესო ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან ჩემთჳს კაცთა? ძისა კაცისა ყოფად?

Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლისმცემელი, -- რომელთამე: ელია, -- და სხუათა იერემია, გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.

Verse: 15  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?

Verse: 16  Link to ntkpl   
მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა.

Verse: 17  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან.

Verse: 18  Link to ntkpl   
და მე გეტყჳ შენ: რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.

Verse: 19  Link to ntkpl   
და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათასანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.

Verse: 20  Link to ntkpl   
მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესო ქრისტე.

Verse: 21  Link to ntkpl   
მიერითგან იწყო იესო უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმად აღსლვა და ფრიად ვნება მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.

Verse: 22  Link to ntkpl   
და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე.

Verse: 23  Link to ntkpl   
ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.

Verse: 24  Link to ntkpl   
მაშინ ჰრქუა იესო მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯვარი თჳსი და შემომიდეგინ მე.

Verse: 25  Link to ntkpl   
რამეთუ, უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.

Verse: 26  Link to ntkpl   
რამეთუ რა სარგებელ ეყოს კაცსა, უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა?

Verse: 27  Link to ntkpl   
რამეთუ მოსლვად არს ძე კაცისა დიდებითა მამისა თჳსისათა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

Verse: 28  Link to ntkpl   
ამინ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემო სიკუდილისა, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისა, მომავალი სუფევითა თჳსითა. (სასუჱნი)

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.