მაშინ მოუჴდეს იესოს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს:
რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ.
ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲსათჳს თქუენცა გარდახვალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა?
რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან თქუას ბოროტი მამისათჳს, გინა დედისა, სიკუდილით მოკუედინ.
ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან ჰრქუას მამასა თჳსსა, გინა დედასა თჳსსა: ნიჭი, რომელი ჩემგან სარგებელ გეყო, -- და არა პატივ-სცეს მამასა, ანუ დედასა თჳსსა, --
ესევითართა დაუმტკიცებელ-ჰყავთ მცნება ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა.
ორგულნო, კეთილად წინაწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა:
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან,
ამაოდ მმსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა.
და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისხმა-ყავთ.
არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა.
მაშინ მოუჴდეს იესოს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რა ესმა სიტყუა იგი, დაჰბრკოლდეს?
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას,
უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი, ხოლო ბრმა ბრმასა, თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან.
მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი ესე.
ხოლო იესო ჰრქუა მას: თქუენცა უგულისხმოვე ხართა?
და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი, რომელი შევალს პირით, მუცლად შევალს და განსავალით განვალს?
ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა.
რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულისსიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი.
ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამა არა შეაგინებს კაცსა.
და წარვიდა მიერ იესო და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა.
და, აჰა, ესერა, დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.
ხოლო იესო არა მიუგო მას სიტყვა და მოუჴდეს მოწაფენი იესოს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგეს ჩუენ.
ჰრქუა მათ იესო: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
ხოლო იგი მოუჴდა და თაყვანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დადებად ძაღლთა.
ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოსცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთასა.
მაშინ მიუგო იესო და ჰრქუა მას: დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოება ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. -- და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
და წარვიდა მიერ იესო და მოვიდა ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ.
და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვა მათ თანა მკელობლები, ბრმები, ყრუნი, ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი თითოსახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერჴთა თანა მისთა, და განკურნნა იგინი.
ვიდრე უკჳრდაცა ერსა მას, ხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ხედვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა.
ხოლო იესო მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ, აჰა, ესერა, სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევება მათი უზმათა არა მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა.
ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესოდენი?
ჰრქუა მათ იესო: რაოდენი პური გაქუს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შჳდი პური და მცირედ თევზი.
და უბრძანა ერსა მას დასხდომა ქუეყანასა ზედა.
და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას.
ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფირიდი სავსე.
ხოლო რომელთა ჭამეს, იყუნეს ოთხ ათას მამანი ხოლო, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.
და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესო ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალოჲსათა.