TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 14
Previous part

Chapter: 14 
Verse: 1  Link to ntkpl   მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესოჲსი.

Verse: 2  Link to ntkpl   
და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლისმცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა.

Verse: 3  Link to ntkpl   
რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე, და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიასთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა.

Verse: 4  Link to ntkpl   
რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად.

Verse: 5  Link to ntkpl   
და უნდა ღათუ მისი მოკლვა, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი.

Verse: 6  Link to ntkpl   
და ვითარცა შობისა დღენი იყუნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიჲსი შორის და სთნდა ჰეროდეს როკვა იგი მისი,

Verse: 7  Link to ntkpl   
რომლისათჳს ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაცა ითხოვოს.

Verse: 8  Link to ntkpl   
ხოლო იგი წინასწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლისმცემელისა.

Verse: 9  Link to ntkpl   
და შე-ღათუ-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა, ბრძანა მიცემად იგი მას.

Verse: 10  Link to ntkpl   
და მიავლინა, და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა.

Verse: 11  Link to ntkpl   
ღა მოართუეს თავი მისი ლაკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა.

Verse: 12  Link to ntkpl   
და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი. და მოვიდეს და უთხრეს იესოს.

Verse: 13  Link to ntkpl   
ხოლო ესმა რაჲ ესე იესოს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრხლ ქალაქებისაგან.

Verse: 14  Link to ntkpl   
და გამოვიდა იესო და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნნა სნეულნი მათნი.

Verse: 15  Link to ntkpl   
და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდეს გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი.

Verse: 16  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვა; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი.

Verse: 17  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.

Verse: 18  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესო: მომართჳთ მე იგი აქა! და უბრძანა ერსა მას დასხდომა თივასა ზედა.

Verse: 19  Link to ntkpl   
და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცნა პური იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას.

Verse: 20  Link to ntkpl   
და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე.

Verse: 21  Link to ntkpl   
ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამნეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.

Verse: 22  Link to ntkpl   
და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინაწარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი.

Verse: 23  Link to ntkpl   
და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რა-მწუხრდა, მარტო იყო მუნ.

Verse: 24  Link to ntkpl   
ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო.

Verse: 25  Link to ntkpl   
და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესო სლვით ზღუასა მას ზედა.

Verse: 26  Link to ntkpl   
ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რა ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს, ვითარმედ: საოცარ რამე არს, -- და შიშისაგან ღაღატ-ყვეს.

Verse: 27  Link to ntkpl   
მეყსეულად ეტყოდა მათ იესო და ჰრქუა: კადნიერ იყვენით! მე ვარ, ნუ გეშინინ!

Verse: 28  Link to ntkpl   
მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა.

Verse: 29  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესოჲსა.

Verse: 30  Link to ntkpl   
და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად ღაღატ-ყო და თქუა: უფალო, მიჴსენ მე!

Verse: 31  Link to ntkpl   
და მეყსეულად განყო ჴელი იესო, უპყრა მას და ჰრქუა: მცირედმორწმუნეო, რასა შეორგულდი?

Verse: 32  Link to ntkpl   
და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას, დასცხრა ქარი იგი.

Verse: 33  Link to ntkpl   
ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ.

Verse: 34  Link to ntkpl   
და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა.

Verse: 35  Link to ntkpl   
და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული.

Verse: 36  Link to ntkpl   
და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.