მას დღესა შინა გამოვიდა იესო სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღჳსკიდესა.
და შეკრბა მისა ერი მრავალი ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზდჳსკიდესა დგა.
და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა, გამოვიდა მთესვარი თესვად.
და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი.
და სხუა დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწა ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისა,
მზე რა აღმოჴდა, დასცხა, და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.
და სხუა იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა; რომელიმე ასსა, რომელიმე -- სამეოცსა, რომელიმე -- ოცდაათსა.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
და მოუჴდეს მოწაფენი და ჰქუეს მას: რასათჳს იგავით ეტყჳ მათ?
ხოლო იესო ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლო სასუფეველისა ცათასა, ხოლო მათდა არა მიცემულ არს.
რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას.
ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ, და არა ხედვენ, ესმის, და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან.
და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელება იგი ესაიასი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ხედვიდეთ და არა იხილოთ.
რამეთუ განზრქა გული ერისა ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი.
ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის.
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული უთქმიდა ხედვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი გესმის, და არა ესმა.
ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისა.
ყოველსა რომელსა ესმეს სიტყვა სასუფეველისა და არა გულისხმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული იგი გულისაგან მისისა: ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა.
ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუა იგი ისმინის და მეყსეულად სიხარულით მიიღის იგი.
ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თჳსსა, არამედ საწუთო არნ. და რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნა სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაბრკოლდის იგი.
ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუა იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუა იგი, და უნაყოფო იქმნის.
ხოლო რომელ-იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუა იგი ისმინა და გულისხმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმანმე ასი, რომელმანმე -- სამეოცი, და რომელმანმე -- ოცდაათი.
სხუა იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა.
და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღვარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა.
ხოლო ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი.
მოვიდეს მონანი იგი, და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დასთესე აგარაკსა შენსა? ვინა აღმოსცენდა ღუარძლი?
ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავს, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი?
ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა.
აცადეთ იგი თანააღორძინებად ურთიერთას, ვიდრე ჟამადმდე მკისა, და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი, ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა.
სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათა მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა,
რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროს ყოველთა მხალთა არნ, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა.
მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფელი ცათა ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შერთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუვნა იგი ყოვლად.
ამას ყოველსა ეტყოდა იესო იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არა რას ეტყოდა მათ,
რაჲთა აღესრულოს სიტყუა იგი წინაწარმეტყუელისა მიერ თქმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისათა.
მაშინ დაუტევა იესო ერი იგი და მოვიდა სახლსა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გამოგვითარგმანე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისა და აგარაკისა.
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისა არს;
ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი.
ხოლო მტერი იგი, რომელმან დასთესა იგი, ეშმაკი არს; და მკა იგი არს აღსასრული ამის სოფლისა; და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი.
ვითარცა-იგი შეკრბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ ყოს აღსასრული ამის სოფლისა.
რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნენ სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უჯშულოებისანი.
და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა.
მაშინ მართალნი გამობრწყინდნენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
კვალად მსგავს არს სასუფეველი ცათა საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან, და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათა კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა.
და პოის რა ერთი მარგალიტი მრავალსასყიდლისა, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაცა ედვა, და მოიყიდა იგი.
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათა სათრომელსა ბადესა, რომელი სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის.
და ოდეს აღივსის, გამოიღიან იგი ზღჳსკიდესა, და დაასხიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარეგანსთხიიან.
ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისა; რამეთუ მოვიდენ ანგელოზნი და განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა
და შესთხინენ იგინი შორის საჴმილსა მას ცეცხლისასა, მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა.
ჰრქუა იესო მოწაფეთა თჳსთა: გულისხმა-ჰყავთა ეეე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი.
და იყო რაჟამს დაასრულნა იესო იგავნი ესე, წარვიდა მიერ.
და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინა არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი?
ანუ არა ესე არს ხუროსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ და ძმანი მისნი იაკობ და იოსე და სიმონ და იუდა?
და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინა უკუე არს ამისა ესე ყოველი?
და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. ხოლო იესო ჰრქუა მათ: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა.
და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.