მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესო დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია, და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად.
ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა, მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რა-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ?
ვითარ იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რთმელთა არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?
ანუ არა აღმოგიკითხავსა სჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან?
ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროს არს აქა.
უკეთუმცა გეცნა, რა არს: წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი, -- არამცა დასაჯენით უბრალონი.
უფალ არს ძე კაცისა შაბათისაცა.
და წარმოვიდა მიერ იესო და მოვიდა შესაკრებელსა მათსა.
და პოვა მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნება? -- რაჲთამცა შეასმინეს იგი.
ხოლო იესო ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არამე უპყრასა და აღმოიქუას იგი?
რაოდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვარისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე.
მაშინ ჰრქუა იესო კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! -- და მან განირთხა ჴელი და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი.
ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი.
ხოლო იესო გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი.
და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
რაჲთა აღესრულოს თქმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისა, რომელსა იტყჳს:
აჰა, ესერა, ძე ჩემი, რომელი მე სათნო ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდვა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას,
არა ჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ჴმა მისი.
ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბრდჳნვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი.
და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ.
მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმა და ყრუ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუ იგი და ბრმა ხედვიდა და იტყოდა.
და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი?
ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთათა.
იცოდნა იესო ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფება, რომელი განევლთა თავსა თჳსსა, მოოჴრდის. და ყოველი ქალაქი, გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს.
და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა თჳსსა განევლთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფება მისი?
და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყუნენ.
უკეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.
ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, უკეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს?
რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს და, რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობა არა მიეტეოს კაცთა.
და რომელმან თქუას სიტყუა ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეის მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას.
ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ, ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ, რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს.
ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ, რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳს.
კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რამეთუ ყოველი სიტყვა უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუა მისთჳს დღესა მას სასჯელისასა,
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.
მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად.
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისა.
რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისა გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე.
კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დაშჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონასსა, და, აჰა, ესერა,
დედოფალი იგი სამხრისა აღდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისათ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და, აჰა, ესერა, უფროს სოლომონისსა არს აქა.
ხოლო რაჟამს სული იგი არა წმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის.
მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაცა გამოვედ; და მო-რა-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული.
მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხვანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკანასკნელი კაცისა მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკეთურსა.
და იყო, ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა, ესერა, დედა მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად.
მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა, დედა შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რამე სიტყვად შენდა.
ხოლო იესო მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედა ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?
და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა, დედა ჩემი და ძმანი ჩემნი!
რამეთუ რომელმან ყოს ნება მამისა ჩემისა ზეცათასა, იგი არს ძმა და დაჲ და დედა ჩემი.