და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალიქად.
მაშინ მოართუეს მას განრღუეული ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესო სარწმუნოება მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.
და, აჰა, ესერა, მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს.
იცნოდა იესო ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რასა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?
რა უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე?
ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფება აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, -- მაშინ ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!
და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახიდ თჳსა.
იხილა რა ესე ერმან მან, დაუკვირდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფება კაცთა.
და წარვიდოდა მიერ იესო, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, -- მატთეოს სახელი მისი, -- და ჰრქუა მას: მომდევდი მე! და აღდგა და მისდევდა მას.
და იყო, ჯდა რა იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანასხდეს ინაჴით იესოს თანა და მოწაფეთა მისთა თანა.
და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რასათჳს მეზუერთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქუენი?
ხოლო იესოს ვითარცა ესმა, ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა.
ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ და რა არს: წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.
მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რასათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
ჰრქუა მათ იესო: ჴვლ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ.
არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი სამოსელსა ძუელსა, რამეთუ აღიღის სავსება სამოსლისა მისგან, და უფროსი განხეთქილება იქმნის.
არცა შთაასხიან ღჳნო ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი და ღჳნო დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღჳნო ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან.
და ვითარცა იგი ამას ეტყოდა მათ, მაშინ მოუჴდა მას მთავარი ერთი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აწღა აღესრულა; არამედ მოვედ და დასდევ ჴელი შენი მას ზედა, და ცხონდეს.
და აღდგა იესო და შეუდგა მას, და მოწაფენი მისნი მის თანა.
და, აჰა, ესერა, დედაკაცი ვინმე, რომელი იყო სისხლისა დინებასა ათორმეტ წელ, მოუჴდა ზურგით და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა.
რამეთუ იტყოდა გულსა თჳსსა, ვითარმედ: შე-ხოლო თუ-ვეხო სამოსელსა მისსა, ვცხონდე.
ხოლო იესო მიექცა, იხილა იგი და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იგი მიერ ჟამითგან.
და მოვიდა იესო სახლსა მის მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი
და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს ეგე, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას.
და რაჟამს გამოასხა ერი იგი, შევიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა ქალი იგი.
და განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა მას ქუეყანასა.
და წარმო-რა-ვიდოდა მიერ იესო, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღადადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ, ძეო დავითისაო!
და ვითარცა შევიდა იესო სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ!
და მეყსეულად აღეხილნეს თუალნი მათნი. და შეჰრისხნა მათ იესო და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის.
ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა.
და ვითარცა იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოგვარეს მას კაცი ყრუ და ეშმაკეული.
და ვითარცა განჴდა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუ იგი. და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს, ვითარმედ: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა.
ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავართა ეშმაკთათა განასხამს ეშმაკთა.
და მოვლიდა იესო ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათსა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განკურნრებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის.
და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.
მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი -- მცირედ.
ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა.