ხოლო იესოს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა, მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალემად და იტყოდეს:
სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათა? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა.
ვითარცა ესმა ესე ჰეროდეს მეფესა, შეძრწუნდა და ყოველი იერუსალიმი მის თანა.
და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა უკუე შობად არს ქრისტე?
ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინაწარმეტყუელისა მიერ.
და შენ, ბეთლემ, ქვეყანა ეგე იუდასი, არა სადა უმრწმეს ხარ მთავართა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამივიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი.
მაშინ ჰერთდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი გამოჩინებულისა მის ვარსკულავისა.
და წარავლინნა იგინი ბეთლემად და ჰრქუა: მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთჳს; და, რაჟამს ჰპოოთ იგი, მითხართ მე, რათა მეცა მივიდე და თაყუანის-ვსცე მას.
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და, აჰა, ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ; ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმა იგი.
ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულაეი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად.
და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმა იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანი-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
და მოიღეს ბრძანება ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა.
და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმა ეგე და დედა მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწყმედად ეგე.
ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმა იგი და დედა მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმდე ჰეროდესა.
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, თქუმული წინაწარმეტყუელისა მიერ: ვგჳპტით უწოდე ძესა ჩემსა.
მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად. წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგან და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან.
მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისა, რომელსა იტყჳს:
ჴმაჲ ჰრამათ ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისა მრავალი; რაქაელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა არიან.
ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგჳპტეს.
და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმა ეგე და დედა მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა.
ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმა იგი და დედა მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა.
და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თჳსისა, შეეშინა მოსლვად მუნ და ბრძანება მოიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეასათა.
და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს.