წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.
აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;
ხოლო იუდა შვა ფაარეზ და ზარა თამარისგან; ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ;
არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ;
სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე;
დავით მეფემან შვა სოლომონ ურიის ცოლისაგან;
სოლომონ შვა რობუამ; რობუამ შვა აბია; აბია შვა ასა;
ასა შვა იოსაფატ იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია;
ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია.
ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია;
იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა.
შვმდგომად ტყუეობისა მის ბიბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ;
ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ელიაკიმ შვა აზორ;
აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ელიუდ;
ელიუდ შვა ელიაზარ; ელიაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;
იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი რომლისაგან იშვა იესო, რომელსა რქჳან ქრისტე.
ყოველი ნათესავი აბრაჰმისითგან ვიდრე დავითისადმდე ნათესავი ათოთხმეტ და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ, და ტყუენვითგან ბაბილოვნისათა ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
ხოლო იესო ქრისტეს შობა ესრეთ იყო: რამეთუ თხოილ იყო დედა მისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა.
ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილება მისი, იზრახა ფარულად განტევება მისი.
და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყუანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი-იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს.
შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი იესო, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან.
ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყვა იგი უფლისაჲ პირითა წინაწარმეტყუელისათა თქუმული.
აჰა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანოელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი.
განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და იყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი.
და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშო, და უწოდა სახელი მისი იესო.