მაშინ მოიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი.
და ერისაგანთა მათ შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას.
და მოვიდიან მისა და ეტყჳედ მას: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! -- და სცემდეს ყურიმალსა.
გამოვიდა უკუე კუალად გარე პილატე და ჰრქუა მათ: აჰა, გამოვიყვანო იგი გარე თქუენდა, რაჲთა სცნათ, რამეთუ მის თანა არცა ერთი ბრალი ვპოე.
გამოვიდა იესუ გარე, და ედგა ეკლისა იგი გჳრგჳნი და ძოწეული სამოსელი. და ჰრქუა მათ პილატე: აჰა, კაცი იგი!
და ვითარცა იხილეს იგი მღდელთმოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღად-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარ-აცუ ეგე! -- ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოებ.
მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ შჯული გუაქუს, და შჯულისა ჩუენისაებრ თანააც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.
ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე პილატეს, უფროჲს შეეშინა.
და შევიდა კუალად მუნვე ტაძრად და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ შენ? -- ხოლო იესუ სიტყუაჲ არა მიუგო მას.
ჰრქუა მას პილატე: მე არას მეტყჳა? ანუ არა უწყია, რამეთუ ჴელმწიფებაჲ მაქუს ჯუარ-ცუმად შენდა და ჴელმწიფებაჲ მაქუს განტევებად შენდა?
ჰრქუა მას იესუ: არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისთჳს მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს.
ამის გამო პილატეს უნდა განტევებაჲ მისი, ხოლო ჰურიანი იგი ღაღადებდეს და იტყოდეს: უკუეთუ ეგე განუტეო, არა ხარ მოყუარე კეისრისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყჳნ თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებნ კეისარსა.
ხოლო პილატეს რაჲ ესმა სიტყუაჲ ესე, გამოიყვანა იესუ გარე და დაჯდა იგი საყდართა ზედა, ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან ქვაფენილ, ხოლო ებრაელებრ კაპპათა.
და იყო პარასკევი პასქაჲსაჲ, და ჟამი იყო მეექუსჱ. ჰრქუა პილატე ჰურიათა მათ: აჰა, მეუფჱ თქუენი!
ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე! -- ჰრქუა მათ პილატე: მეუფჱ თქუენი მე ჯუარს-ვაცუაა? მიუგეს მღდელთმოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გჳვის ჩუენ მეუფჱ, გარნა კეისარი.
მაშინ მისცა იგი მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. ხოლო მათ წარიყვანეს იესუ.
და ეკიდა თჳთ ჯუარი თჳსი, და განვიდა ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ გოლგოთა.
და მუნ ჯუარს-აცუეს იგი და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ და შორის იესუ.
და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფჱ ჰურიათაჲ.
ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი, სადა ჯუარს-აცუეს იესუ. და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლ.
ეტყოდეს უკუე პილატეს მღდელთმოძღუარნი იგი ჰურიათანი: ნუ დასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ ვითარმედ მან თქუა: მეუფჱ ჰურიათაჲ ვარი მე.
ჰრქუა მათ პილატე: რომელი დავწერე, დავწერე.
და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რამეთუ იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად,
-- თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე. არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, -- რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს.
ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი და დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი და მარიამ მაგდალენელი.
ხოლო იესუ ვითარცა იხილა დედაჲ თჳსი და მოწაფჱ იგი, რომელ უყუარდა, წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა თჳსსა: დედაკაცო, აჰა, ძჱ შენი!
და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა, დედაჲ შენი! -- და მიერითგან წარიყვანა იგი მოწაფემან მან თჳსთა თანა.
ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს, და რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის.
დგა მუნ ჭურჭელი ძმრითა სავსჱ. და მათ ღრუბელი აღავსეს ძმრითა მით უსუპსა თანა და დაადგეს ლერწამი და მიუპყრეს პირსა მისსა.
და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესუ, თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს. -- და მიიდრიკა თავი და განუტევა სული.
ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა დაადგრეს გუამი მისი ჯუარსა ზედა შაბათადმდე, რამეთუ იყო დიდ დღჱ იგი შაბათისაჲ მის, ჰკითხეს პილატეს, რაჲთა წჳვნი მათნი განუტეხნენ და გარდამოიხუნენ.
მოვიდეს ერისაგანნი იგი და პირველისანი მის განუტეხნეს წჳვნი, და ერთისაჲ მის ეგრეთვე, რომელნი ჯუარცუმულ იყვნეს მის თანა.
ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იესუჲსა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წჳვნი მისნი,
არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი.
და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტსა იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს.
რამეთუ იყო ესე, რაჲთა წერილი აღესრულოს, ვითარმედ: ძუალი მისი არა შეიმუსროს.
და სხუაჲ წერილი იტყჳს: იხილონ, რომელსა-იგი უგუმირეს.
ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ, რომელი იყო არიმათიაჲთ, რამეთუ იყო იგი მოწაფჱ იესუჲსი ფარულად შიშისათჳს ჰურიათაჲსა, რაჲთა აღიღოს გუამი იესუჲსი. და უბრძანა მას პილატე, მოვიდა და აღიღო გუამი მისი.
მოვიდა ნიკოდიმოსცა, რომელი-იგი მოსრულ იყო იესუჲსა ღამჱ პირველ, და მოიღო აღრეული მურისა და ალოჲსაჲ, ვითარ ასი ლიტრაჲ.
და მოიღეს გუამი იესუჲსი და შეგრაგნეს იგი ტილოებითა სულნელთა მათ თანა, ვითარცა ჩუეულებაჲ არს ჰურიათა დაფლვისაჲ.
იყო ადგილსა მას, სადა ჯუარს-ეცუა, მტილი, და მტილსა მას შინა საფლავი ახალი, რომელსა არავინ დადებულ იყო.
მუნ დადვეს გუამი იესუჲსი პარასკევისათჳს ჰურიათაჲსა, რამეთუ მახლობელ იყო საფლავი იგი.