Verse: 3ხოლო იუდა წარიყვანა ერი და მღდელთმოძღუართა და ფარისეველთაგან მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და საჭურველითა.
Verse: 4ხოლო იესუ იცოდა ყოველი იგი მომავალი მის ზედა, გამოვიდა და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ?
Verse: 5მიუგეს და ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. -- ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. -- დგა იუდაცა, მიმცემელი იგი მისი, მათ თანა.
Verse: 6და ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, -- გარეუკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა.
Verse: 7მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? -- და მათ ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა.
Verse: 8ჰრქუა მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკუეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ,
Verse: 9რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი.
Verse: 10ხოლო სიმონ-პეტრეს აქუნდა მახჳლი, აღმოიჴადა იგი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე. ხოლო იყო სახელი მონისაჲ მის მალქოზ.
Verse: 14ხოლო ესე კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათჳს.
Verse: 15მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო მოწაფჱ იგი ერთი მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა მღდელთმოძღურისასა.
Verse: 16ხოლო პეტრე დგა კარსა თანა გარეშე. განვიდა ერთი იგი მოწაფჱ, რომელი იყო მეცნიერ მღდელთმოძღურისა, და ჰრქუა მეკარესა მას დედაკაცსა და შეიყვანა პეტრე.
Verse: 19ხოლო მღდელთმოძღუარმან მან ჰკითხა იესუს მოწაფეთა მისთათჳს და მოძღურებისა მისისათჳს.
Verse: 20მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა და მე მარადის ვასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას ვეტყოდე.
Verse: 21რაჲსა მკითხავ მე? ჰკითხე მათ, რომელთა ესმოდა, რასა ვასწავებდ მათ. აჰა, ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ.
Verse: 26ჰრქუა მას ერთმან მან მონათაგანმან მღდელთმოძღურისამან, -- ნათესავი იყო მისი, რომელსა-იგი პეტრე წარჰკუეთა ყური, -- არა მე გიხილეა მტილსა მას შინა მის თანა?
Verse: 36მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით.
Verse: 37ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ? -- ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, რამეთუ მეუფე ვარ მე. მე ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ.
This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).
Copyright TITUS Project,
Frankfurt a/M, 16.2.2022.
No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.