TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 78
Previous part

Chapter: 10 


Verse: 1  Link to ntkpl   ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი.


Verse: 2  Link to ntkpl   
ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ.


Verse: 3  Link to ntkpl   
ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი.

Verse: 3V    
ცხოვარრთა K; იგინი ] იგი QHIK.


Verse: 4  Link to ntkpl   
და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი.


Verse: 5  Link to ntkpl   
ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის.


Verse: 6  Link to ntkpl   
ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისჴმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ.


Verse: 7  Link to ntkpl   
ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ.


Verse: 8  Link to ntkpl   
ყოველნი რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა.


Verse: 9  Link to ntkpl   
მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.

Verse: 9V    
პოოს QK.


Verse: 10  Link to ntkpl   
ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს.


Verse: 11  Link to ntkpl   
მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს.


Verse: 12  Link to ntkpl   
ხოლო სასყიდლითდადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის.

Verse: 12V    
და (1) -- Q.


Verse: 13  Link to ntkpl   
რამეთუ სასყიდლითდადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს.


Verse: 14  Link to ntkpl   
მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.


Verse: 15  Link to ntkpl   
ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს.


Verse: 16  Link to ntkpl   
და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.


Verse: 17  Link to ntkpl   
ამისთჳს უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი.


Verse: 18  Link to ntkpl   
არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ჴელ-მეწიფების დადებად მისა და ჴელ-მეწიფების კუალად მიღებად მისა. ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისა ჩემისაგან.

Verse: 18V    
მისსა K.


Verse: 19  Link to ntkpl   
და იყო განწვალებაჲ კუალად ჰურიათა მათ შორის ამის სიტყჳსათჳს.


Verse: 20  Link to ntkpl   
და იტყოდეს მრავალნი მათგანნი: ეშმაკეულ არს და ცბის. რაჲსა ისმენთ მისსა?

Verse: 20V    
რასა K; მისა QHI.


Verse: 21  Link to ntkpl   
და სხუანი იტყოდეს: ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფების ბრმისა თუალთა ახილვად?

Verse: 21V    
ნუუკუჱ QHI.


Verse: 22  Link to ntkpl   
და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს; ზამთარი იყო.

Verse: 22V    
ი̃ჱლმს HI, ი̃ჱლიმს K.


Verse: 23  Link to ntkpl   
და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოასა სოლომონისსა.

Verse: 23V    
სტოვასა K.


Verse: 24  Link to ntkpl   
გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტჱ, გჳთხარ ჩუენ განცხადებულად.

Verse: 24V    
ქრისტე HIK.


Verse: 25  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა: გარქუ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს.


Verse: 26  Link to ntkpl   
და თქუენ არა გრწამს ჩემი, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი, ვითარცა გარქუ თქუენ.

Verse: 26V    
თქუჱნ H.


Verse: 27  Link to ntkpl   
ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინიან, და მე ვიცი იგინი, და მომდევენ მე.


Verse: 28  Link to ntkpl   
და მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა წარწყმდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა.


Verse: 29  Link to ntkpl   
მამაჲ ჩემი, რომელმან მომცნა იგინი, უფროჲს ყოველთასა არს, და არავის ჴელ-ეწიფების მიტაცებად მათა ჴელთაგან მამისა ჩემისათა.

Verse: 29V    
ყოველთაჲსა K; მათდა K.


Verse: 30  Link to ntkpl   
მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ.


Verse: 31  Link to ntkpl   
აქუნდა კუალად ქვები ჰურიათა მათ, რამთამცა დაჰკრიბეს მას.


Verse: 32  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მრავალი საქმჱ კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა მათგანისა საქმისათჳს ქვასა დამკრებთ მე?

Verse: 32V    
საქმე HIK; გიჩუჱნე HK.


Verse: 33  Link to ntkpl   
მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ.


Verse: 34  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა წერილ არსა შჯულსა, ვითარმედ: მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ?

Verse: 34V    
სჯულსა K.


Verse: 35  Link to ntkpl   
უკუეთუ იგინი თქუნა ღმრთად, რომელთა მიმართ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, და ვერ ჴელ-ეწიფების დაჴსნად წერილი.

Verse: 35V    
უკუჱთუ K.


Verse: 36  Link to ntkpl   
და რომელი-იგი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: გმობს, -- რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე.


Verse: 37  Link to ntkpl   
უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი.


Verse: 38  Link to ntkpl   
უკუეთუ ვიქმ, დაღაცათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენედ, რაჲთა სცნათ და უწყოდით, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს, და მე მამისა თანა.

Verse: 38V    
უკუჱთუ H.


Verse: 39  Link to ntkpl   
ეძიებდეს კუალად შეპყრობად მას, და განვიდა ჴელთაგან მათთა.


Verse: 40  Link to ntkpl   
და წიაღჴდა მიერ იორდანესა, ადგილსა მას, სადა ნათელ-სცემდა პირველად იოვანე, და დაადგრა მუნ.


Verse: 41  Link to ntkpl   
და მრავალნი მოვიდოდეს მისა და იტყოდეს, ვითარმედ: იოვანე სასწაული არარაჲ ქმნა; ხოლო ყოველი, რომელი თქუა იოვანე ამისთჳს, ჭეშმარიტი იყო.

Verse: 41V    
მისსა K.


Verse: 42  Link to ntkpl   
და მრავალთა ჰრწმენა მისი მუნ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.