Verse: 11მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცსა რომელსა ჰრქჳან იესუ, თიჴაჲ შექმნა და მცხო თუალთა ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მივედ და დავიბანე და აღვიხილენ.
Verse: 12ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა უწყი.
Verse: 13იყო შაბათი, ოდეს-იგი თიჴაჲ შექმნა იესუ და აღუხილნა თუალნი მისნი.
Verse: 14მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელ-იგი პირველად ბრმაჲ იყო.
Verse: 15კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და აწ ვხედავ.
Verse: 16იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს. -- სხუანი იტყოდეს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა სასწაულისა საქმედ? -- და ცილობაჲ იყო მათ შორის.
Verse: 17ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაწარმეტყუელი არს.
Verse: 41ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან.
This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).
Copyright TITUS Project,
Frankfurt a/M, 16.2.2022.
No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.