TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 76
Previous part

Chapter: 8 


Verse: 1  Link to ntkpl   ხოლო იესუ წარვიდა მთასა მას ზეთისხილთასა.


Verse: 2  Link to ntkpl   
და განთიად კუალად მოვიდა ტაძრად, და ყოველი ერი მოვიდოდა მისა მიმართ, და დაჯდა და ასწავებდა მათ.

Verse: 2V    
მისსა K.


Verse: 3  Link to ntkpl   
ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელი ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა, და დაადგინეს იგი შორის

Verse: 3V    
მისსა K.


Verse: 4  Link to ntkpl   
და ჰრქუეს მას, რამეთუ გამოსცდიდეს: მოძღუარ, ესე დედაკაცი ცხადად მრუშებასა დაეპყრა.


Verse: 5  Link to ntkpl   
და მოსე ამცნო შჯულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაჲ. შენ უკუე რასა იტყჳ?

Verse: 5V    
მოსჱ Q; სჯულსა K; უკუჱ QHIK.


Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაჲთა აქუნდეს შესმენად მისა. ხოლო იესუ ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა.

Verse: 6V    
თქუჱს I; მისსა K.


Verse: 7  Link to ntkpl   
და ვითარ მყოვარ დგეს და ჰკითხვიდეს მას, აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა.


Verse: 8  Link to ntkpl   
და კუალად ქუედადრკა და წერდა ქუეყანასა.

Verse: 8V    
ქუჱდადრკა QHI.


Verse: 9  Link to ntkpl   
ხოლო მათ ვითარცა ესმა, მხილებულნი სჳნიდისისაგან, გამნვიდოდეს თითოჲ: იწყეს მოხუცებულითგან, ვიდრემდის დაშთა თავადი მარტოჲ, და დედაკაცი იგი დგა შორის.


Verse: 10  Link to ntkpl   
ხოლო იესუ აღემართა და არავინ იხილა, გარნა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ?

Verse: 10V    
იგი -- K.


Verse: 11  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა: არავინ, უფალო! -- ხოლო იესუ ჰრქუა მას: არცა მე განგიკითხავ შენ; წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ.


Verse: 12  Link to ntkpl   
მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ,


Verse: 13  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას ფარისეველთა შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ.


Verse: 14  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: დაღაცათუ მე ვწამო თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე მივალ, ხოლო თქუენ არა იცით, ვინაჲ მოვედ და ვიდრე ვალ.


Verse: 15  Link to ntkpl   
თქუენ ჴორცთაებრ შჯით, ხოლო მე არავის ვშჯი.

Verse: 15V    
შჯით HI; ვსჯი K.


Verse: 16  Link to ntkpl   
უკუეთუ ვშჯიდე მე, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ.

Verse: 16V    
ვსჯიდე K; სასჯელი K.


Verse: 17  Link to ntkpl   
რამეთუ შჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს.

Verse: 17V    
შჯულსაცა HI.


Verse: 18  Link to ntkpl   
მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ.


Verse: 19  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: სადა არს მამაჲ შენი? -- მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ.

Verse: 19V    
უკუჱთუმცა H.


Verse: 20  Link to ntkpl   
ამას სიტყუასა ეტყოდა ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა, და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი.


Verse: 21  Link to ntkpl   
მერმე ჰრქუა მათ იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და არა მპოოთ და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად.


Verse: 22  Link to ntkpl   
იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად.

Verse: 22V    
ნუუკუჱ HIK; ვიდრე Q.


Verse: 23  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ იესუ: თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ.


Verse: 24  Link to ntkpl   
გარქუ თქუენ, ვითარმედ: მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა. უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა.


Verse: 25  Link to ntkpl   
ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? -- ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ:


Verse: 26  Link to ntkpl   
მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად, არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა.


Verse: 27  Link to ntkpl   
ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ.


Verse: 28  Link to ntkpl   
მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ. მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ.

Verse: 28V    
ძე HIK.


Verse: 29  Link to ntkpl   
და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის.


Verse: 30  Link to ntkpl   
ამას რაჲ ეტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.


Verse: 31  Link to ntkpl   
და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ.


Verse: 32  Link to ntkpl   
და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.


Verse: 33  Link to ntkpl   
მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით. ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ?


Verse: 34  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ.


Verse: 35  Link to ntkpl   
და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე.


Verse: 36  Link to ntkpl   
უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.

Verse: 36V    
უკუჱთუ H.


Verse: 37  Link to ntkpl   
უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისანი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის.


Verse: 38  Link to ntkpl   
მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყჳ; და თქუენ რომელი იხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ.


Verse: 39  Link to ntkpl   
მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. -- მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ.


Verse: 40  Link to ntkpl   
ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა.


Verse: 41  Link to ntkpl   
ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა. -- ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით არა შობილ ვართ, ერთი მამაჲ ვიცით -- ღმერთი.


Verse: 42  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე.

Verse: 42V    
უკუჱთუმცა H.


Verse: 43  Link to ntkpl   
რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად.


Verse: 44  Link to ntkpl   
თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცისმკლველი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳნ ტყუვილსა, თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს.


Verse: 45  Link to ntkpl   
ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, და არა გრწამს ჩემი.


Verse: 46  Link to ntkpl   
ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რაჲსათჳს არა გრწამს ჩემი?


Verse: 47  Link to ntkpl   
რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს; ამისთჳს არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან.


Verse: 48  Link to ntkpl   
მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?


Verse: 49  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე.

Verse: 49V    
პატივსცემ Q; ჩემსა -- Q; მაგინებ I.


Verse: 50  Link to ntkpl   
ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელი ეძიებს და შჯის.

Verse: 50V    
სჯის K.


Verse: 51  Link to ntkpl   
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.

Verse: 51V    
უკუჱთუ H.


Verse: 52  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას ჰურიათა: აწ გჳცნობიეს, რამეთუ ეშმაკეულ ხარ: აბრაჰამ მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა, და შენ იტყჳ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე.

Verse: 52V    
უკ̃ჱ Q.


Verse: 53  Link to ntkpl   
ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა, რომელი მოკუდა, და წინაწარმეტყუელნი მოწყდეს? შენ ვის ჰყოფ თავსა შენსა?

Verse: 53V    
ნუუკუჱ QH; აბრაჰამისსა K; მოსწყდეს QHIK.


Verse: 54  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს; არამედ არს მამაჲ ჩემი, რომელი მადიდებს მე, რომელ თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ღმერთი ჩუენი არს იგი.


Verse: 55  Link to ntkpl   
და არა იცით იგი, ხოლო მე ვიცი იგი, და უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ არა ვიცი იგი, ვიყო მეცა მსგავს თქუენდა მტყუვარ, არამედ ვიცი იგი და სიტყუასა მისსა ვიმარხავ.


Verse: 56  Link to ntkpl   
აბრაჰამს, მამასა თქუენსა, უხაროდა, რაჲთა იხილოს დღე ესე ჩემი, იხილა და განიხარა.


Verse: 57  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წლის არღა ხარ და შენ აბრაჰამი გიხილავსა?


Verse: 58  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ ანრაჰამის ყოფადმდე მე ვარ.


Verse: 59  Link to ntkpl   
აღიღეს ქვები ჰურიათა მათ, რაჲთა დაჰკრიბონ მას. ხოლო იესუ დაეფარა და განვიდა ტაძრით, განვლო შორის მათსა და წარვიდა ესრეთ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.