TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 74
Previous part

Chapter: 6 


Verse: 1  Link to ntkpl   ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ წიაღ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიაჲსაჲ.

Verse: 1V    
ამისსა K.


Verse: 2  Link to ntkpl   
და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა.


Verse: 3  Link to ntkpl   
და აღვიდა იესუ მთასა და მუნ დაჯდა მოწფითურთ თჳსით.

Verse: 3V    
მოწ̃ფითურთ HIK.


Verse: 4  Link to ntkpl   
და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული იგი ჰურიათაჲ.


Verse: 5  Link to ntkpl   
აღიხილნა თუალნი თჳსნი იესუ და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: ვინაჲ ვიყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ ამათ?

Verse: 5V    
ახილნა K; მისსა K.


Verse: 6  Link to ntkpl   
ამას რაჲ ეტყოდა, გამოსცდიდა მას, ხოლო თჳთ უწყოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად.


Verse: 7  Link to ntkpl   
ჰრქუა ფილიპე: ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაჲთა კაცად-კაცადმან მცირედ რაჲმე მიიღოს.

Verse: 7V    
ამათდა K.


Verse: 8  Link to ntkpl   
ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრეა, ძმამან სიმონ-პეტრესმან:


Verse: 9  Link to ntkpl   
არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესოდენთა წინაშე?


Verse: 10  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: დასხით კაცები ესე! -- და იყო თივაჲ ფრიად ადგილსა მას, და დასხდა კაცები იგი, რიცხჳთ ვითარ ხუთ ათას ოდენ.


Verse: 11  Link to ntkpl   
და მოიხუნა იესუ პურნი იგი და ჰმადლობდა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას, რომელნი-იგი დასხდეს; ეგრეცა თევზთა მათგანი, რაოდენი-იგი უნდა მათ.


Verse: 12  Link to ntkpl   
და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაჲთა ნუმცა რაჲ წარწყმდების.


Verse: 13  Link to ntkpl   
ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი ნამუსრევითა ხუთთა მათ პურთაგან ქრთილისათა, რომელ-იგი დაუშთა მათ, რომელთა-იგი ჭამეს.


Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესუ, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად.


Verse: 15  Link to ntkpl   
ხოლო იესუ გულისჴმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოჲ.

Verse: 15V    
მეფჱ Q.


Verse: 16  Link to ntkpl   
და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად.


Verse: 17  Link to ntkpl   
და შევიდეს ნავსა და მოვიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაპერნაუმდ. და ვითარ შე-ოდენ-რიჟუდებოდა, და არღა მოსრულ იყო მათა იესუ,


Verse: 18  Link to ntkpl   
და ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღძრვოდა.


Verse: 19  Link to ntkpl   
და შე-ოდენ-სრულ იყვნეს ვითარ ოცდახუთ უტევან, გინა ოცდაათ, იხილეს იესუ, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა; და მოეახლა რაჲ ნავსა მას, შეეშინა მათ.


Verse: 20  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ვარ, ნუ გეშინინ!


Verse: 21  Link to ntkpl   
უნდა მათ, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას. და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს.


Verse: 22  Link to ntkpl   
ხვალისაგან ერი იგი რომელ დგა წიაღ ზღუასა მას, უწყოდეს, რამეთუ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, გარნა ერთი იგი ხოლო, რომელსა შესრულ იყვნეს მოწაფენი იესუჲსნი, და რამეთუ არა შევიდა იესუ მოწაფეთა თანა ნავსა მას, არამედ მოწაფენი ხოლო მისნი შევიდეს.

Verse: 22V    
რომელი HI.


Verse: 23  Link to ntkpl   
მოვიდეს უკუე სხუანიცა ნავნი ტიბერიით, მახლობელად ადგილსა მას, სადა-იგი ჭამეს პური, რომელი-იგი აკურთხა უფალმან და ჰმადლობდა.

Verse: 23V    
უკუჱ QHIK; პური ] -- K.


Verse: 24  Link to ntkpl   
ვითარცა იხილა ერმან მან, ვითარმედ იესუ არა მუნ არს, არცა მოწაფენი მისნი, მოადგინეს მათ ნავები იგი და მოვიდეს კაპერნაუმდ და ეძიებდეს იესუს.


Verse: 25  Link to ntkpl   
და პოვეს იგი წიაღ ზღუასა მას და ჰრქუეს მას: რაბი, ოდეს მოხუედ აქა?

Verse: 25V    
მოხუჱდ HI.


Verse: 26  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ შჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით.

Verse: 26V    
სჭამეთ K.


Verse: 27  Link to ntkpl   
იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა, ღმერთმან.


Verse: 28  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა?


Verse: 29  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმჱ ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა.

Verse: 29V    
საქმე HIK.


Verse: 30  Link to ntkpl   
და მათ ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს შენი? რასა იქმ?


Verse: 31  Link to ntkpl   
მამანი ჩუენნი ჭამდეს მანანასა უდაბნოსა ზედა, ვითარცა წერილ არს: პური ზეცით მოსცა მათ ჭამად.


Verse: 32  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა მოსე მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით.

Verse: 32V    
მოსჱ Q.


Verse: 33  Link to ntkpl   
რამეთუ პური ღმრთისაჲ არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და მოსცა ცხორებაჲ სოფელსა.


Verse: 34  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას: უფალო, მარადის მომეც ჩუენ პური ესე!

Verse: 34V    
ესე ] ზეცით I.


Verse: 35  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის.

Verse: 35V    
ჰსწყუროდის HI.


Verse: 36  Link to ntkpl   
არამედ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწამს.


Verse: 37  Link to ntkpl   
ყოველი რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე.


Verse: 38  Link to ntkpl   
რამეთუ გარდამოვჴედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა მამისა ჩემისაჲ.


Verse: 39  Link to ntkpl   
ხოლო ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ, რაჲთა ყოველი, რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.


Verse: 40  Link to ntkpl   
რამეთუ ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.

Verse: 41V    
ძჱსა Q.


Verse: 41  Link to ntkpl   
დრტჳნვიდეს მისთჳს ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ, --


Verse: 42  Link to ntkpl   
და იტყოდეს: არა ესე არსა იესუ, ძჱ იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?

Verse: 42V    
ძე HIK; უკუჱ QHIK.


Verse: 43  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნუ სდრტჳნავთ ურთიერთას!


Verse: 44  Link to ntkpl   
ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.

Verse: 44V    
უკუჱთუ H.


Verse: 45  Link to ntkpl   
წერილ არს წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ: იყვნენ ყოველნი ღმრთივ სწავლულ. ყოველსა რომელსა ესმეს მამისა ჩემისაგან და ისწავოს, მოვიდეს ჩემდა.

Verse: 45V    
ესმას K; ისწაოს K.


Verse: 46  Link to ntkpl   
არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ.

Verse: 46V    
მამაჲ ] ღმერთი QHIK.


Verse: 47  Link to ntkpl   
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.


Verse: 48  Link to ntkpl   
მე ვარ პური ცხორებისაჲ.


Verse: 49  Link to ntkpl   
მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოწყდეს.

Verse: 49V    
მოსწყდეს QHIK.


Verse: 50  Link to ntkpl   
ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა; უკუთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს.


Verse: 51  Link to ntkpl   
მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა.

Verse: 51V    
ცხონდეს QHI; უკ̃ჱ K.


Verse: 52  Link to ntkpl   
ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარმე ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?


Verse: 53  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა.

Verse: 53V    
სჭამოთ K.


Verse: 54  Link to ntkpl   
ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა.


Verse: 55  Link to ntkpl   
რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს.


Verse: 56  Link to ntkpl   
და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა.


Verse: 57  Link to ntkpl   
ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ.


Verse: 58  Link to ntkpl   
რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე.

Verse: 58V    
მოსწყდეს QHIK.


Verse: 59  Link to ntkpl   
ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს.


Verse: 60  Link to ntkpl   
მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე. ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა?

Verse: 60V    
უკუჱ QHIK; მისსა K.


Verse: 61  Link to ntkpl   
იცოდა იესუ თავით თჳსით, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისთჳს, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებსა თქუენ?

Verse: 61V    
ამისთჳს ] მისთჳს Q.


Verse: 62  Link to ntkpl   
უკუეთუ იხილოთ ძჱ კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ?

Verse: 62V    
ძე HIK.


Verse: 63  Link to ntkpl   
სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება,


Verse: 64  Link to ntkpl   
არამედ არიან ვინმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს. -- რამეთუ იცოდა იესუ პირველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არს მიმცემელი მისი.


Verse: 65  Link to ntkpl   
და ეტყოდა: ამისთჳს გარქუ თქუენ: ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა მამისაგან ჩემისა.

Verse: 65V    
უკუჱთუ H; მისსა K.


Verse: 66  Link to ntkpl   
ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა.


Verse: 67  Link to ntkpl   
ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის?

Verse: 67V    
ნუუკუჱ QHI.


Verse: 68  Link to ntkpl   
მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ.

Verse: 68V    
ვისსა QHIK.


Verse: 69  Link to ntkpl   
და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ.

Verse: 69V    
ქრისტე HIK; ძე HIK.


Verse: 70  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არამე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს.


Verse: 71  Link to ntkpl   
ხოლო იტყოდა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა, რომელი იყო ერთი ათორმეტთაგანი, რამეთუ ამას ეგულებოდა მიცემაჲ მისი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.