TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 72
Previous part

Chapter: 4 


Verse: 1  Link to ntkpl   ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოვანეს,


Verse: 2  Link to ntkpl   
რამეთუ თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი,


Verse: 3  Link to ntkpl   
დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად.


Verse: 4  Link to ntkpl   
ხოლო თავადი განსლვად იყო სამარიაჲთ.


Verse: 5  Link to ntkpl   
და მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა.


Verse: 6  Link to ntkpl   
და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი, ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო, ვითარ მეექუსჱ.

Verse: 6V    
მეექუსე HIK.


Verse: 7  Link to ntkpl   
მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი!


Verse: 8  Link to ntkpl   
-- რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ.


Verse: 9  Link to ntkpl   
ჰრქუა მას დედაკაცმან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაჲ ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? -- რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა.


Verse: 10  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა, -- შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი.


Verse: 11  Link to ntkpl   
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს შენ წყალი ცხოველი?


Verse: 12  Link to ntkpl   
ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი.

Verse: 12V    
ნუუკუჱ QHIK.


Verse: 13  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა.


Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ.


Verse: 15  Link to ntkpl   
ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაჲთა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად.


Verse: 16  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა!


Verse: 17  Link to ntkpl   
მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. -- ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა მივის ქმარი,


Verse: 18  Link to ntkpl   
რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ.


Verse: 19  Link to ntkpl   
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ.

Verse: 19V    
წინაჲსწარმეტყუელი K.


Verse: 20  Link to ntkpl   
მამამან ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ.

Verse: 20V    
ი̃ჱლემს H.


Verse: 21  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა.

Verse: 21V    
ი̃ჱმს H.


Verse: 22  Link to ntkpl   
თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს.


Verse: 23  Link to ntkpl   
არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანისმცემელთა მისთა.


Verse: 24  Link to ntkpl   
სულ არს ღმერთი, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანააც თაყუანის-ცემაჲ.


Verse: 25  Link to ntkpl   
ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი.

Verse: 25V    
ქრისტე HIK.


Verse: 26  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ.


Verse: 27  Link to ntkpl   
და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ? ანუ: რასა იტყჳ მის თანა?


Verse: 28  Link to ntkpl   
დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან მან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ:

Verse: 28V    
უკუჱ QHIK.


Verse: 29  Link to ntkpl   
მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტჱ?

Verse: 29V    
ნუუკუჱ QHIK; ქრისტე HIK.


Verse: 30  Link to ntkpl   
გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა.

Verse: 30V    
მისსა K.


Verse: 31  Link to ntkpl   
და ვიდრე-იგი მოვიდოდეს, ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაბი, ჭამე!

Verse: 31V    
ჭამჱ Q.


Verse: 32  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქუა მას მათ: მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით.


Verse: 33  Link to ntkpl   
იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: ნუუკუე მო-ვინმე-ართუა მას ჭამადი?

Verse: 33V    
ნუუკუჱ QHIK.


Verse: 34  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: ჩემი ჭამადი არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმჱ მისი.

Verse: 34V    
საქმე HIK.


Verse: 35  Link to ntkpl   
არა თქუენ იტყჳთა, ვითარმედ: ოთხღა თუე არიან, და მოვალს მკაჲ? აჰა, ესერა, მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე.

Verse: 35V    
თუჱ HI.


Verse: 36  Link to ntkpl   
და მომკალმან სასყიდელი თჳსი მოიღოს და შეკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა.

Verse: 36V    
მიიღოს K.


Verse: 37  Link to ntkpl   
რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ სხუაჲ არს მთესვარი, და სხუაჲ არს მომკალი.


Verse: 38  Link to ntkpl   
მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით.

Verse: 38V    
დაშუჱრით HIK; და სხუანი HI; შემოხუჱდით HIK.


Verse: 39  Link to ntkpl   
ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, სამარიტელთა მათ, სიტყჳთა მის დედაკაცისაჲთა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: ყოველივე მითხრა მე, რაოდენი ვქმენ.

Verse: 39V    
მისსა K; მის ] მით I.


Verse: 40  Link to ntkpl   
და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე.

Verse: 40V    
მისსა K; დღჱ Q.


Verse: 41  Link to ntkpl   
და უფროჲსსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ.


Verse: 42  Link to ntkpl   
და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტჱ.

Verse: 42V    
გუჱსმა HI; ქრისტე HIK.


Verse: 43  Link to ntkpl   
შემდგომად ორისა მის დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად.

Verse: 43V    
და შემდგომად Q.


Verse: 44  Link to ntkpl   
რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს.


Verse: 45  Link to ntkpl   
ოდეს მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას და რამეთუ იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.

Verse: 45V    
და ოდეს Q; ყოველივე Q; რავდენი HI; დღჱსასწაულსა (1) Q.


Verse: 46  Link to ntkpl   
მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძჱ სნეულ იყო კაპერნაუმს.

Verse: 46V    
ძე HIK.


Verse: 47  Link to ntkpl   
ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს ძჱ იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ.

Verse: 47V    
მისსა K; ძე HIK; სიკუდილად K.


Verse: 48  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშნები, არა გრწმენეს.


Verse: 49  Link to ntkpl   
ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან მან: უფალო, მოვედ პირველად მოსიკუდილადმდე ძისა ჩემისა.


Verse: 50  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძჱ შენი! -- და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, და წარვიდა.

Verse: 50V    
ძე HIK.


Verse: 51  Link to ntkpl   
და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს მას და უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ძჱ შენი ცოცხალ არს.

Verse: 51V    
ძე HIK.


Verse: 52  Link to ntkpl   
ჰკითხვიდა მათ: რომელსა ჟამსა უმოლხინეს იქმნა? ჰრქუა მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა ოდენ დაუტევა იგი მჴურვალებამან.


Verse: 53  Link to ntkpl   
მოეჴსენა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ძჱ შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა მას და ყოველთა სახლეულთა მისთა.

Verse: 53V    
ძე HIK.


Verse: 54  Link to ntkpl   
ესე კუალად მეორე სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა ჰურიასტანით გალილეად.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.