TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 70
Previous part

Chapter: 2 


Verse: 1  Link to ntkpl   და მესამესა დღესა ქორწილი იყო კანას გალილეჲსასა, და მუნ იყო დედაჲ იესუჲსი.


Verse: 2  Link to ntkpl   
მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას.

Verse: 2V    
მიჰხადეს K*.


Verse: 3  Link to ntkpl   
და ვითარ მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა აქუს.


Verse: 4  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი.


Verse: 5  Link to ntkpl   
ჰრქუა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ!


Verse: 6  Link to ntkpl   
იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი მდგომარენი, მსგავსად განწმედისა მის ჰურიათაჲსა. რომელთა შთაისხიან საწყაული ორ-ორი, გინა სამ-სამი.

Verse: 6V    
შთაასხიან QHIK; საწყაული ] სარწყული K.


Verse: 7  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! -- და მათ აღავსნეს იგინი პირისპირ.

Verse: 7V    
საწყულნი K.


Verse: 8  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართჳთ პურისა უფალსა! -- ხოლო მათ მოართუეს.

Verse: 8V    
მოართუჱს HI.


Verse: 9  Link to ntkpl   
და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღჳნო იქმნა, და არა უწყოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა. მოუწოდა პურისა უფალმან მან სიძესა

Verse: 9V    
მან -- K.


Verse: 10  Link to ntkpl   
და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველად წარმოდგის და, ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე.


Verse: 11  Link to ntkpl   
ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა და გამოუცხადა დიდებაჲ თჳსი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა.


Verse: 12  Link to ntkpl   
ამისა შემდგომად შთავიდა იესუ კაპერნაუმდ, იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მისნი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე.

Verse: 12V    
ამისსა K.


Verse: 13  Link to ntkpl   
და მოახლებულ იყო პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ.

Verse: 13V    
ი̃ჱლიმდ H, ი̃ჱლმდ IK.


Verse: 14  Link to ntkpl   
და პოვნა ტაძარსა მას შინა მოფარდულნი ზროხათანი და ცხოვართანი და ტრედთანი და მეკერმენი მსხდომარენი.

Verse: 14V    
ტრედთაჲ HIK.


Verse: 15  Link to ntkpl   
და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით: ზროხაჲ და ცხოვარი: და კერმისმსყიდელთა მათ დაუთხია კერმაჲ და ტაბლები იგი დაუმჴუა.


Verse: 16  Link to ntkpl   
და ტრედისმოფარდულთა მათ ჰრქუა: აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო.


Verse: 17  Link to ntkpl   
და მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ წერილ არს: შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე,


Verse: 18  Link to ntkpl   
მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ?

Verse: 18V    
მიჩუჱნებ HI.


Verse: 19  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა: დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო იგი.


Verse: 20  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას ჰურიათა: ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი?


Verse: 21  Link to ntkpl   
ხოლო იგი იტყოდა ტაძრისათჳს გუამისა თჳსისა.


Verse: 22  Link to ntkpl   
და ოდეს აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ ამისთჳს იტყოდა, და ჰრწმენა წიგნისაჲ და სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ იესუ.


Verse: 23  Link to ntkpl   
და ოდეს იყო იგი იერუსალჱმს პასქასა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა სახელისა მისისაჲ, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მისთა, რომელთა იქმოდა.

Verse: 23V    
ი̃ჱლიმს H, ი̃ჱლმს IK; დღჱსასწაულსა Q.


Verse: 24  Link to ntkpl   
ხოლო თჳთ იესუ არა არწმუნებდა მათ თავით თჳსით, რამეთუ ყოველთა იცოდეს იგი.


Verse: 25  Link to ntkpl   
და რამეთუ არა უჴმდა, რაჲთა წამოს ვინმე კაცისა მისთჳს, რამეთუ მან თჳთ იცოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.