TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 64
Previous part

Chapter: 20 


Verse: 1  Link to ntkpl   და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედამიუჴდეს მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ,

Verse: 1V    
ზედამოუჴდეს K; მოხუცებულითორთ Q.


Verse: 2  Link to ntkpl   
ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?


Verse: 3  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე:


Verse: 4  Link to ntkpl   
ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო, ანუ კაცთაგან?


Verse: 5  Link to ntkpl   
ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?


Verse: 6  Link to ntkpl   
და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად.

Verse: 6V    
უკუჱთუ H; წინაჲსწარმ̃ტყლად H.


Verse: 7  Link to ntkpl   
და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო.


Verse: 8  Link to ntkpl   
და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

Verse: 8V    
იესუ -- I.


Verse: 9  Link to ntkpl   
და იწყო იგავით სიტყუად მათა: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და მისცა იგი მოქმედთა, და წარვიდა მრავალთა ჟამთა.


Verse: 10  Link to ntkpl   
და ჟამსა თჳსსა მიუვლინა მოქმედთა მათ მონაჲ, რაჲთა ნაყოფისა მისგან მოსცენ მას. ხოლო მოქმედთა მათ სცეს და ტანჯეს და წარავლინეს იგი ცალიერი.


Verse: 11  Link to ntkpl   
და შესძინა მივლინებად სხუაჲ მონაჲ. ხოლო მათ იგიცა გუემეს და წარავლინეს ცუდი.

Verse: 11V    
გუჱმეს HI.


Verse: 12  Link to ntkpl   
მერმე კუალად მიავლინა მესამე. ხოლო მათ შეიპყრეს და დასდვეს მას წყლულებაჲ და გამოაძეს იგი.


Verse: 13  Link to ntkpl   
და თქუა უფალმან მის ვენაჴისამან: რაჲ ვყო? მივავლინო ძჱ ჩემი საყუარელი, ვინ უწყის, შეიკდიმონ.

Verse: 13V    
ძე HIK.


Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო ვითარცა იხილეს იგი ქუეყანისმოქმედთა მათ, ზრახვა-ყვეს ურთიერთას და თქუეს: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი, რაჲთა ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი.

Verse: 14V    
ქუჱყანისმოქმედთა H; მათ -- K; თქ̃ჱს I.


Verse: 15  Link to ntkpl   
და განიყვანეს იგი გარეშე სავენაჴესა მას და მოკლეს. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან სავენაჴისამან?


Verse: 16  Link to ntkpl   
მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. ხოლო მათ ესმა ესე და თქუეს: ნუ იყოფინ!

Verse: 16V    
თქ̃ჱს I.


Verse: 17  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან მიხედა მათ და ჰრქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა?


Verse: 18  Link to ntkpl   
ყოველი რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი.


Verse: 19  Link to ntkpl   
და უნდა მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა დასხმად ჴელთა მათთა მას ჟამსა შინა და ეშინოდა ერისა მის, რამეთუ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი ესე.


Verse: 20  Link to ntkpl   
და მზირ-უყვეს მას და მიავლინნეს მზირნი ორგულნი, რომელნი მართლად იტყოდეს თავთა თჳსთა, რაჲთა პოვონ რაჲმე სიტყუაჲ მის თანა და მისცენ იგი მთავრობასა და ჴელმწიფებასა მთავრისასა.

Verse: 20V    
მართლიად Q; პოონ HIK.


Verse: 21  Link to ntkpl   
და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ მართალსა იტყჳ და ასწავებ და არავის თუალ-აღებ პირსა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ.

Verse: 21V    
ჭეშმარიტსა HI.


Verse: 22  Link to ntkpl   
ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად, ანუ არა?


Verse: 23  Link to ntkpl   
და ვითარცა გულისჴმა-ყო ზაკულებაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე?


Verse: 24  Link to ntkpl   
მიჩუენეთ მე დრაჰკანი! -- ხოლო მათ უჩუენეს. და ჰრქუა: ვისი არს ხატი და ზედაწერილი? -- ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: კეისრისაჲ.

Verse: 24V    
მიჩუჱნეთ HI; უჩუჱნეს H.


Verse: 25  Link to ntkpl   
და იესუ ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.

Verse: 25V    
უკუჱ QHI.


Verse: 26  Link to ntkpl   
და ვერარაჲ პოვეს მისთჳს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ერისა მის. და უკჳრდა სიტყჳს-მიგებაჲ იგი მისი და დადუმნეს.

Verse: 26V    
პოეს HI.


Verse: 27  Link to ntkpl   
მო-ვინმე-უჴდეს მას მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობენ, ვითარმედ აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხეს მას და ეტყოდეს:


Verse: 28  Link to ntkpl   
მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე ძმაჲ მოუკუდეს და ესუას მას ცოლი და იგი უშვილო იყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.

Verse: 28V    
მოსჱ Q; უკუჱთუ H; ვისიმე Q; ვისიმე ძმაჲ მოკუდეს K; უშვილოჲ HI.


Verse: 29  Link to ntkpl   
შჳდნი უკუე ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან შეირთო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ.

Verse: 29V    
უკუჱ QHI.


Verse: 30  Link to ntkpl   
და მეორემან და მესამემან,


Verse: 31  Link to ntkpl   
და მოწყდეს უშვილონი. და ეგრეთვე ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაუშთა შვილი.

Verse: 31V    
მოსწყდეს QHIK; დაშთა HIK.


Verse: 32  Link to ntkpl   
შემდგომად მათ ყოველთაჲსა მოკუდა დედაკაციცა იგი.


Verse: 33  Link to ntkpl   
აწ უკუე აღდგომასა მას მკუდართასა ვისა მათგანისა იყოს ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად?

Verse: 33V    
უკუჱ QHI.


Verse: 34  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განჰქორწინებენ.


Verse: 35  Link to ntkpl   
ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნნენ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მას მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ,

Verse: 35V    
იქმნენ Q; მიმთხუჱვად HI; იქორწინებოდინ QHI.


Verse: 36  Link to ntkpl   
არცაღა მერმე სიკუდილად ჴელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან.


Verse: 37  Link to ntkpl   
ხოლო რამეთუ აღდგენ მკუდარნი, მოსეცა აუწყა მაყულოვანსა მას ზედა, ვითარცა-იგი იტყჳს უფალსა ღმერთსა აბრაჰამისსა და ღმერთსა ისაკისსა და ღმერთსა იაკობისსა.

Verse: 37V    
მაყლოვანსა K#.


Verse: 38  Link to ntkpl   
რამეთუ არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე.


Verse: 39  Link to ntkpl   
მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართა და ჰრქუეს: მოძღუარ, კეთილად სთქუ.

Verse: 39V    
ჰქ?ჱს I.


Verse: 40  Link to ntkpl   
და ვერღარა იკადრეს კითხვად მისა მიერითგან. და ჰრქუა მათ უფალმან:

Verse: 40V    
მისსა K.


Verse: 41  Link to ntkpl   
ვითარ უკუე იტყჳან ქრისტესა ძედ დავითისა?

Verse: 41V    
უკუჱ HIK.


Verse: 42  Link to ntkpl   
რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს წიგნსა ფსალმუნთასა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,


Verse: 43  Link to ntkpl   
ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.

Verse: 43V    
ვიდრემდის K; ქ̃შჱ QH, ქუჱშე I.


Verse: 44  Link to ntkpl   
თჳთ იგი დავით უფლით ხადის, და ვითარ ძჱ მისი არს?

Verse: 44V    
ძე HIK.


Verse: 45  Link to ntkpl   
და ვითარცა ესმოდა ესე ყოველსა მას ერსა, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:


Verse: 46  Link to ntkpl   
ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა სლვაჲ და რომელთა უყუარს უბანთა ზედა მოკითხვაჲ და პირველადჯდომაჲ კრებულსა შორის და ზემოჯდომაჲ პურსა ზედა,


Verse: 47  Link to ntkpl   
რომელნი შეშჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვედ. ამათ მოიღონ უმეტესი საშჯელი.

Verse: 47V    
შესჭამენ K; ილოცვენ K; მიიღონ K; სასჯელი K.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.