TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 63
Previous part

Chapter: 19 


Verse: 1  Link to ntkpl   და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ.


Verse: 2  Link to ntkpl   
და, აჰა, ესერა, კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე. და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად.

Verse: 2V    
მეზუჱრეთაჲ HI.


Verse: 3  Link to ntkpl   
და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე.


Verse: 4  Link to ntkpl   
და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო.


Verse: 5  Link to ntkpl   
და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ.

Verse: 5V    
ზაკქე K.


Verse: 6  Link to ntkpl   
და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით.


Verse: 7  Link to ntkpl   
და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად.


Verse: 8  Link to ntkpl   
აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.

Verse: 8V    
ზაქჱ Q, ზაკქე K.


Verse: 9  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს.


Verse: 10  Link to ntkpl   
რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.


Verse: 11  Link to ntkpl   
და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ.

Verse: 11V    
ი̃ჱლიმსა HI, ი̃ჱლმსა K, ი̃ჱმს Q.


Verse: 12  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მოღებად თავისა თჳსისა მეუფებისა და მოქცევად.


Verse: 13  Link to ntkpl   
და მოუწოდა ათთა მონათა თჳსთა და მისცა მათ ათი მნაჲ და ჰრქუა მათ: ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე.


Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო მოქალაქეთა მისთა სძულდა იგი და მიავლინნეს მოციქულნი შემდგომად მისა და ჰრქუეს მას: არა გუნებავს მაგისი მეუფებაჲ ჩუენ ზედა.

Verse: 14V    
მისსა KH#; ჰქ̃ჱს I.


Verse: 15  Link to ntkpl   
და იყო მოქცევასა მას მისსა, მო-რაჲ-აქუნდა მეუფებაჲ თჳსი, და ბრძანა მოწოდებაჲ მათ მონათაჲ, რომელთადა მიეცა ვეცხლი იგი, რაჲთა უწყოდის, რაჲ-იგი ივაჭრეს.


Verse: 16  Link to ntkpl   
და მოვიდა პირველი იგი და ჰრქუა: უფალო, შენმან ვეცხლმან ათი სხუაჲ შესძინა სასწორი.


Verse: 17  Link to ntkpl   
ჰრქუა მას: კეთილ, სახიერო მონაო, რამეთუ მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, იყავ შენ ჴელმწიფე ათთა ზედა ქალაქთა.


Verse: 18  Link to ntkpl   
და მოვიდა მეორე იგი და ჰრქუა: უფალო, ვეცხლმან შენმან სხუაჲღა ხუთი სასწორი ყო.


Verse: 19  Link to ntkpl   
ჰრქუა მასცა: და შენცა იყავ ხუთთა ზედა ქალაქთა.


Verse: 20  Link to ntkpl   
და მესამე იგი მოვიდა და ჰრქუა: უფალო, აჰა, ვეცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარსა,


Verse: 21  Link to ntkpl   
რამეთუ შემეშინა, ვითარმედ კაცი ხარ სასტიკი: მოიღი, სადა არა დასდვი, და მოიმკი, სადა არა დასთესი.


Verse: 22  Link to ntkpl   
ჰრქუა მას: პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ბოროტო; იცოდე; რამეთუ მე კაცი ვარ სასტიკი: მოვიღი, სადა არა დავდვი, და მოვიმკი, სადა არა დავსთესი.


Verse: 23  Link to ntkpl   
და რაჲსთჳს არა დასდევ ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მო-მცა-ვედ მე და ვახშითურთ ვქმენ იგი?

Verse: 23V    
ვაშხითურთ HI.


Verse: 24  Link to ntkpl   
და ჰრქუა წინაშემდგომელთა მათ: მოუღეთ ვეცხლი იგი და მიეცით, რომელსა-იგი აქუს ათი სასწორი ვეცხლი.

Verse: 24V    
სასწური Q.


Verse: 25  Link to ntkpl   
და მათ ჰრქუეს მას: უფალო, აქუს ათი სასწორი.


Verse: 26  Link to ntkpl   
გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან.


Verse: 27  Link to ntkpl   
ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა-იგი არა უნდა მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყჳდენით წინაშე ჩემსა.

Verse: 27V    
მოსწყჳდენით QHIK.


Verse: 28  Link to ntkpl   
და ვითარცა ესე წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალჱმდ.

Verse: 28V    
ი̃ჱლმდ H, იერუსალემდ I, იერუსალიმდ K.


Verse: 29  Link to ntkpl   
და იყო ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი.


Verse: 30  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოვოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე.

Verse: 30V    
ჰპოოთ Q; არა ვინ K; აჰჴსენით HIK.


Verse: 31  Link to ntkpl   
და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.

Verse: 31V    
ესრე HI; ესრჱ Q.


Verse: 32  Link to ntkpl   
და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოვეს ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ.

Verse: 32V    
პოეს QHI.


Verse: 33  Link to ntkpl   
და აღ-რაჲ-ჰჴსნიდეს იგინი კიცუსა მას, ჰრქუეს მათ უფალთა მათ მისთა: რაჲსთჳს აჰჴსნით კიცუსა მაგას?


Verse: 34  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.


Verse: 35  Link to ntkpl   
და მოჰგუარეს იგი იესუს და დაასხეს სამოსელი კიცუსა მას, და დაჯდა იესუ მას ზედა.


Verse: 36  Link to ntkpl   
და ვითარ შევიდოდა იგი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა.


Verse: 37  Link to ntkpl   
და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა მის ზეთისხილთაჲსა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი,


Verse: 38  Link to ntkpl   
და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფჱ სახელითა უფლისაჲთა! მშჳდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა!

Verse: 38V    
მეუფე HIK.


Verse: 39  Link to ntkpl   
და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა!


Verse: 40  Link to ntkpl   
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ: დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე.


Verse: 41  Link to ntkpl   
და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა


Verse: 42  Link to ntkpl   
და იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა.


Verse: 43  Link to ntkpl   
რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარემოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო


Verse: 44  Link to ntkpl   
და დაგარღჳონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთჳს, რამეთუ არა გულისჴმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ.


Verse: 45  Link to ntkpl   
და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა


Verse: 46  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა.


Verse: 47  Link to ntkpl   
და იყო მუნ და ასწავებდა დღითი დღედ ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს მას წარწყმედად.


Verse: 48  Link to ntkpl   
და ვერარას ჰპოვებდეს, რაჲ უყონ მას, რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებულ იყო სმენად მისგან.

Verse: 48V    
ჰპოებდეს HIK.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.