და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, როემლსა ესუა მნჱ. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი.
და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად.
ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის.
უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნეობისგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა.
და მოუწოდა კაცად-კაცადსა თანამდებსა უფლისა თჳსისასა და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანაგაც უფლისა ჩემისაჲ?
და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაჲ. -- და ჰრქუა მას: მიიღე ჴელითწერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი.
მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანაგაც? -- ხოლო მან თქუა: ასი სათუელი იფქლისაჲ. -- ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელითწერილი შენი და დაწერე ოთხმეოცი.
და აქო უფალმან მნჱ იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა.
და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა.
სარწმუნოჲ იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს.
უკუეთუ სიცრუვისა ამას მამონასა სარწმუნო არა იქმნნეთ, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქუენ?
და უკუეთუ სხჳსასა ამას სარწმუნო არა იქმნნეთ, თქუენი იგი ვინ მოგცეს თქუენ?
არავის მონასა ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და ერთი შეიყუაროს, და ანუ ერთისაჲ თავს-იდვას და ერთი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.
ესმოდა ესე ყოველი ფარისეველთაცა, რამეთუ ვეცხლისმოყუარე იყვნეს და შეურაცხ-ჰყოფდეს მას.
და ეტყოდა მათ: თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავთა თჳსთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცნის გუელნი თქუენნი, რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა.
რამეთუ შჯული და წინაწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე, მიერითგან სასუფეველი ღმრთისაჲ ეხარების, და ყოველივე მისა მიმართ იიძულების.
უადვილეს არს ცისა და ქუეყანისა წარსლვაჲ, ვიდრეღა შჯულისა ერთი რქაჲ დავრდომად.
ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა; და რომელმან განტევებული ქმრისაგან შეირთოს, მანცა იმრუშა.
კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი დღე ბრწყინვალედ.
გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუეძურებოდა.
და გული ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა, არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა.
და იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.
და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ იგი ტანჯვასა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა.
და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა.
ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ, ესერა, აქა ესე ნუგეშინისცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები.
და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფების, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად.
ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა,
რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა.
ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაწარმეტყუელნი, მათი ისმინონ.
ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ.
ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ.