TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 59
Previous part

Chapter: 15 


Verse: 1  Link to ntkpl   და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა.

Verse: 1V    
მეზუჱრენი IK; მისა ] მისსა K


Verse: 2  Link to ntkpl   
და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს.


Verse: 3  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა:


Verse: 4  Link to ntkpl   
ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა ოთხმეოცდაათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოვოს იგი?

Verse: 4V    
პოოს HIK.


Verse: 5  Link to ntkpl   
და პოვოს რაჲ, დაისუას იგი მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით;

Verse: 5V    
პოოს HIK.


Verse: 6  Link to ntkpl   
და მო-რაჲ-ვიდეს იგი სახიდ თჳსა, მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული.

Verse: 6V    
სახედ HIK.


Verse: 7  Link to ntkpl   
გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოცდაათცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული.

Verse: 7V    
ვიდრეღა არა ] ვიდრეღარა QHIK.


Verse: 8  Link to ntkpl   
გინა დედაკაცსა რომელსა აქუნდა დრაქმაჲ ათი და წარწყმიდის ერთი, არამე აღანთისა სანთელი და მოჰმართის სახლი და ეძიებნ გულსმოდგინედ, ვიდრემდე პოის იგი?

Verse: 8V    
წარწყმდის Q.


Verse: 9  Link to ntkpl   
და პოის რაჲ, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქჳს მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე დრაქმაჲ იგი, რომელი წარვწყმიდე.

Verse: 9V    
ვპოე QHK.


Verse: 10  Link to ntkpl   
გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს.


Verse: 11  Link to ntkpl   
მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე.

Verse: 11V    
ძჱ Q.


Verse: 12  Link to ntkpl   
და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. -- და განუყო მათ საცხორებელი იგი.

Verse: 12V    
უმრწმესმან Q.


Verse: 13  Link to ntkpl   
და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით.

Verse: 13V    
მან -- K; ცხონდებოდა QHI.


Verse: 14  Link to ntkpl   
და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად.

Verse: 14V    
წარარაგო K;


Verse: 15  Link to ntkpl   
და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა.

Verse: 15V    
თჳსსა QHIK.


Verse: 16  Link to ntkpl   
და გული ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არა ვინ სცის მას.


Verse: 17  Link to ntkpl   
და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლითდადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები.

Verse: 17V    
რავდენთა HI.


Verse: 18  Link to ntkpl   
აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა,


Verse: 19  Link to ntkpl   
და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი.


Verse: 20  Link to ntkpl   
და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას.


Verse: 21  Link to ntkpl   
და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა.


Verse: 22  Link to ntkpl   
ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა!


Verse: 23  Link to ntkpl   
და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ,


Verse: 24  Link to ntkpl   
რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. -- და იწყეს განცხრომად.

Verse: 24V    
წარწყმედილ HI.


Verse: 25  Link to ntkpl   
და იყო ძჱ იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ.

Verse: 25V    
ძე HIK; სიხარულისა HIK.


Verse: 26  Link to ntkpl   
და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე?


Verse: 27  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი.


Verse: 28  Link to ntkpl   
ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა და ჰლოცვიდა მას.


Verse: 29  Link to ntkpl   
და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა, ესერა, ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და მე არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე.


Verse: 30  Link to ntkpl   
და ოდეს ძჱ ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული.


Verse: 31  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს.


Verse: 32  Link to ntkpl   
ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.