TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 56
Previous part

Chapter: 12 


Verse: 1  Link to ntkpl   რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ.


Verse: 2  Link to ntkpl   
ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.


Verse: 3  Link to ntkpl   
ამისთჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.


Verse: 4  Link to ntkpl   
ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ.

Verse: 4V    
მოსწყჳდნენ QHIK; ამისსა K; უმეტი K.


Verse: 5  Link to ntkpl   
ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ.

Verse: 5V    
გიჩუჱნო HI; ვისსა K; მისსა (1) K; მოწყუჱდისა HI; გეჰჱნიასა I; ჰჱ QHIK; მისსა (2) K.


Verse: 6  Link to ntkpl   
ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა.


Verse: 7  Link to ntkpl   
არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ.

Verse: 7V    
ნუუკუჱ QHIK.


Verse: 8  Link to ntkpl   
ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.


Verse: 9  Link to ntkpl   
და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.


Verse: 10  Link to ntkpl   
და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტევოს.

Verse: 10V    
მიეტეოს (2) HIK.


Verse: 11  Link to ntkpl   
და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ,

Verse: 11V    
წინაშე -- HI; ზრუნავთ QHI.


Verse: 12  Link to ntkpl   
რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.


Verse: 13  Link to ntkpl   
ჰრქუა ვინმე მას მის ერისაგანმან: მოძღუარ, არქუ ძმასა ჩემსა, რაჲთა განმეყოს მე სამკჳდრებელსა.


Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე მსაჯულად და განმყოფელად თქუენდა?

Verse: 14V    
თავად H.


Verse: 15  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ: ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენნი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან.

Verse: 15V    
ნამეტნავ QHIK; ვისსამე K.


Verse: 16  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ იგავსაცა და ჰრქუა მათ: კაცისაჲ ვისიმე მდიდრისაჲ ნაყოფიერ იყო აგარაკი.

Verse: 16V    
ვისმე K.


Verse: 17  Link to ntkpl   
და განიზრახვიდა გულსა შინა თჳსსა და თქუა: რაჲმე ვყო, რამეთუ არა მაქუს, სადა შევიკრიბო ნაყოფი ჩემი?

Verse: 17V    
თჳსა Q; შევკრიბო HI..


Verse: 18  Link to ntkpl   
და თქუა: ესე ვყო: დავარღჳნე საუნჯენი ჩემნი და უფროჲსნი აღვაშენნე და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი.


Verse: 19  Link to ntkpl   
და ვჰრქუა სულსა ჩემსა: სულო, გაქუს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთა: განისუენე, ჭამე და სუ და იხარებდ.

Verse: 19V    
განისუჱნე I.


Verse: 20  Link to ntkpl   
ჰრქუა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე, ვისა იყოს?


Verse: 21  Link to ntkpl   
ეგრეცა რომელი იუნჯებდეს თავისა თჳსისა და არა ღმერთისა მიერ განმდიდრდებოდის.


Verse: 22  Link to ntkpl   
და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისა, რაჲ შჭამოთ, და ნუცა ჴორცთა თქუენთა, რაჲ შეიმოსოთ.

Verse: 22V    
ზრუნავთ Q; სჭამოთ K.


Verse: 23  Link to ntkpl   
რამეთუ სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი -- სამოსლისა.


Verse: 24  Link to ntkpl   
განიცადენით ყორანნი, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, რომელთა არა აქუს საუნჯჱ, ანუ სადა შეიკრიბონ, და ღმერთი ზრდის მათ. რაოდენ თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა?

Verse: 24V    
საუნჯე HIK.


Verse: 25  Link to ntkpl   
ვინმე უკუე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?

Verse: 25V    
უკუჱ HI.


Verse: 26  Link to ntkpl   
უკუეთუ არცა უმცირესსა შემძლებელ ხართ, რაჲსაღა სხუასა მას ჰზრუნავთ?

Verse: 26V    
უკუჱთუ H; ზრუნავთ QHI.


Verse: 27  Link to ntkpl   
განიცადენით შროშანნი, ვითარ-იგი აღორძნდის: არცა შურების, არცა სთავს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არცა სოლომონ ყოველსა დიდებასა თჳსსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი.


Verse: 28  Link to ntkpl   
უკუეთუ ველსა გარე, რომელი დღეს თივა არს და ხვალე თორნესა შთაეგზნეს, ღმერთმან ესრეთ შემოსის, რაოდენ უფროჲს თქუენ, მცირედ მორწმუნენო?

Verse: 28V    
უკუჱთუ I; თქუენ ] თქ?ე H.


Verse: 29  Link to ntkpl   
და თქუენ ნუ ეძიებთ, რაჲ შჭამოთ და რაჲ ჰსუათ, და ნუცა განსცხრებით,

Verse: 29V    
სჭამოთ K; სუათ QHI.


Verse: 30  Link to ntkpl   
რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისანი ეძიებენ, ხოლო მამამან თქუენმან იცის, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი,


Verse: 31  Link to ntkpl   
გარნა ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.


Verse: 32  Link to ntkpl   
ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი.


Verse: 33  Link to ntkpl   
განყიდენით მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველისსაქმჱ და ყავთ თავისა თქუენისა საფასჱ, რომელი არა დაძუელდეს, და საუნჯჱ მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის.

Verse: 33V    
ქველისსაქმე HIK; საფასე HIK; დაძუჱლდეს HI; საუნჯე HIK.


Verse: 34  Link to ntkpl   
სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.


Verse: 35  Link to ntkpl   
იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი აღნთებულ.


Verse: 36  Link to ntkpl   
და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუღონ მას.


Verse: 37  Link to ntkpl   
ნეტარ იყვნეს იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღჳძარენი. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ.


Verse: 38  Link to ntkpl   
დაღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტარ იყვნენ იგინი.


Verse: 39  Link to ntkpl   
ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა.

Verse: 39V    
უკუჱთუმცა H.


Verse: 40  Link to ntkpl   
და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძჱ კაცისაჲ მოვიდეს.

Verse: 40V    
ძე HIK.


Verse: 41  Link to ntkpl   
ჰრქუა მას პეტრე: უფალო, ჩუენდა მომართ ხოლო იტყჳ იგავსა ამას, ანუ სხუათა ყოველთა მიმართ?


Verse: 42  Link to ntkpl   
და ჰრქუა იესუ: ვინმე არს მნე იგი სარწმუნოჲ და გონიერი, რომელი დაადგინოს უფალმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად იფქლი ჟამსა თჳსსა?


Verse: 43  Link to ntkpl   
ნეტარ არს იგი მონაჲ, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი.

Verse: 43V    
პოოს HIK.


Verse: 44  Link to ntkpl   
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.


Verse: 45  Link to ntkpl   
უკუეთუ თქუას მონამან მან გულსა შინა თჳსსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მონათა და მჴევალთა და ჭამად და სუმად და დათრობად,

Verse: 45V    
გუჱმად HI.


Verse: 46  Link to ntkpl   
მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა იცის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ურწმუნოთა თანა.

Verse: 46V    
განკუჱთოს HI.


Verse: 47  Link to ntkpl   
ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად.

Verse: 47V    
უფლისაჲ K.


Verse: 48  Link to ntkpl   
ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ, რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას.

Verse: 48V    
იგუჱმოს HI.


Verse: 49  Link to ntkpl   
ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნეს!

Verse: 49V    
აღეგზნას K.


Verse: 50  Link to ntkpl   
ხოლო ნათლის-ღებაჲ მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!


Verse: 51  Link to ntkpl   
ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ -- განყოფად.


Verse: 52  Link to ntkpl   
რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან;


Verse: 53  Link to ntkpl   
განყოფად მამაჲ ძისაგან და ძჱ მამისაგან; და დედაჲ ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძისცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან.

Verse: 53V    
ძე HIK; და (2) -- HI; დედისაგან + და K.


Verse: 54  Link to ntkpl   
ეტყოდა იესუ ერსაცა მას: რაჟამს იხილოთ ღრუბელი აღმომავალი დასავალით, მეყსეულად სთქჳთ, ვითარმედ: წჳმაჲ მოაქუს, -- და არნ ეგრეთ.

Verse: 54V    
სთქუთ K.


Verse: 55  Link to ntkpl   
და რაჟამს სამხრით ქარი ქრინ, სთქჳთ, ვითარმედ: სიცხე იყოს, და არნ ეგრე.

Verse: 55V    
სთქუთ K; ეგრეთ K.


Verse: 56  Link to ntkpl   
ორგულნო, პირი სამე ქუეყანისაჲ და ცისაჲ იცით გამოცდად, ხოლო ჟამი ესე ვითარ არა გამოიცადეთ?


Verse: 57  Link to ntkpl   
ანუ რაჲსა თავით თჳსით არა შჯით სამართალსა?

Verse: 57V    
სჯით HI.


Verse: 58  Link to ntkpl   
რამეთუ ოდეს მიხუალ მოსაჯულისა შენისა თანა მთავრისა წინაშე გზასა ზედა, მიეც საქმარი განთავისუფლებად მისგან, ნუუკუე მიგიყვანოს შენ მსაჯულისა, და მსაჯულმან მიგცეს შენ მეხარკესა, და მეხარკემან მიგცეს შენ საპყრობილედ.

Verse: 58V    
ნუუკუჱ QHI.


Verse: 59  Link to ntkpl   
გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრემდე უკუანაჲსკნელიცა იგი მი-ვე-სცე მწულილი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.