TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 49
Previous part

Chapter: 5 


Verse: 1  Link to ntkpl   და იყო, ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.


Verse: 2  Link to ntkpl   
და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მას ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.


Verse: 3  Link to ntkpl   
და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.


Verse: 4  Link to ntkpl   
და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სიმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად.

Verse: 4V    
თქუჱნი H.


Verse: 5  Link to ntkpl   
მიუგო სიმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაჲ მოვიღეთ, ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტევოთ ბადე..

Verse: 5V    
დავშუჱრით HI; გარდაუტეოთ NHIK.


Verse: 6  Link to ntkpl   
და ესე რაჲ ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი.

Verse: 6V    
განსქდებოდეს Q.


Verse: 7  Link to ntkpl   
და წამს-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი.

Verse: 7V    
შეჱწივნენ N.


Verse: 8  Link to ntkpl   
და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო.

Verse: 8V    
უ̂პეტრჱ Q.


Verse: 9  Link to ntkpl   
რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს.


Verse: 10  Link to ntkpl   
ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმნოს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.

Verse: 10V    
სიმონისანი K.


Verse: 11  Link to ntkpl   
და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.


Verse: 12  Link to ntkpl   
და იყო, ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და, აჰა, კაცი სავსე კეთროვნებითა. ვითარცა იხილა მან იესუ, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა.


Verse: 13  Link to ntkpl   
და განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! -- და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაჲ იგი მისგან.


Verse: 14  Link to ntkpl   
და თავადმან ამცნო მას, რაჲთა არავის უთხრას, არამედ: წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, ვითარცა უბრძანა მოსე, საწამებელად მათა.

Verse: 14V    
უჩუჱნე HK, უჩუენჱ Q; შეწირჱ Q; მოსჱ Q; მათდა K.


Verse: 15  Link to ntkpl   
და უფროჲსად მიმოედებოდა მისთჳს სიტყუაჲ იგი. და შეკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან მის მიერ.


Verse: 16  Link to ntkpl   
ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ.


Verse: 17  Link to ntkpl   
და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი იესუ ასწავებდა მათ. და სხდეს მუნ ფარისეველნი და შჯულისმოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ყოვლისაგან დაბნებისა გალილეაჲსა და ჰურიასტანისა და იერუსალჱმისა, და ძალი ღმრთისაჲ იყო განკურნებად მათა.

Verse: 17V    
სჯულისმოძღუარნი K; იყუნეს N; მათდა HIK.


Verse: 18  Link to ntkpl   
და, აჰა, ესერა, კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღუეულ, და უნდა შეღებაჲ მისი და დადგმაჲ წინაშე მისა.

Verse: 18V    
განრღუჱულ HI; მისსა NK.


Verse: 19  Link to ntkpl   
და ვერ პოვეს, ვინაჲმცა შეიღეს იგი ერისა მისგან: აღჴდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კეცი და შთაუტევეს კაცი იგი ცხედრითურთ წინაშე იესუჲსა.

Verse: 19V    
პოეს NHIK; აჴდეს N; შთაუტევს N; ი̃ჲსსა N.


Verse: 20  Link to ntkpl   
და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!


Verse: 21  Link to ntkpl   
და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა.


Verse: 22  Link to ntkpl   
გულისჴმა-ყვნა იესუ გულისზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა-ეგე ჰზრახავთ გულთა თქუენთა?

Verse: 22V    
ზრახავთ Q.


Verse: 23  Link to ntkpl   
რაჲ უადვილეს რას სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ რქუმად: აღდეგ და ვიდოდე?


Verse: 24  Link to ntkpl   
არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, -- და ჰრქუა განრღუეულსა მას: შენ გეტყჳ, აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!

Verse: 24V    
ზედა -- K#; განრღუჱულსა HI; სახედ HI.


Verse: 25  Link to ntkpl   
და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსა ზედა იდვა, და წარვიდა სახიდ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა.

Verse: 25V    
სახედ NHIK; თჳსად K.


Verse: 26  Link to ntkpl   
განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამეთუ: ვიხილეთ უდიდებულესი დიდებაჲ დღეს.

Verse: 26V    
და განკჳრვებამან NQ; შეიპყრა HI


Verse: 27  Link to ntkpl   
და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, მჯდომარჱ საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე!

Verse: 27V    
ამისსა K; მეზუჱრე HIK; მჯდომარე NHIK; საზუჱრესა HIK.


Verse: 28  Link to ntkpl   
და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას.

Verse: 28V    
და (2) -- K.


Verse: 29  Link to ntkpl   
და დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა თჳსსა, და იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა ინაჴით-მსხდომარენი.

Verse: 29V    
მეზუჱრეთა HI.


Verse: 30  Link to ntkpl   
და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა შჭამთ და ჰსუამთ?

Verse: 30V    
მეზუჱრეთა HI; სჭამთ K; სუამთ Q.


Verse: 31  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან.


Verse: 32  Link to ntkpl   
არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ.


Verse: 33  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲთასთჳს მოწაფენი იოვანესნი იმარხვენ ზედაჲსზედა და ვედრებასა ჰყოფენ, და ეგრეთვე ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ?


Verse: 34  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუუკუე ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრემდე სიძჱ მათ თანა არს, რაჲთა ამარხვებდეს მათ?

Verse: 34V    
ნუუკუჱ HIK; სიძე NHIK.


Verse: 35  Link to ntkpl   
ხოლო მოვლენან დღენი, და ოდეს ამაღლდეს მათგან სიძჱ იგი, მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.

Verse: 35V    
სიძე NHIK.


Verse: 36  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახალიცა იგი განაპოს; და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსლისაჲ.

Verse: 36V    
ძუჱლსა HI; ძუჱლთა HI.


Verse: 37  Link to ntkpl   
და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ,

Verse: 37V    
ძუჱლთა HI.


Verse: 38  Link to ntkpl   
არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ.

Verse: 38V    
დაიმარხნიან K.


Verse: 39  Link to ntkpl   
და არავინ სუამნ ღჳნოსა ძუელსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს: ძუელი უმჯობეს არს,

Verse: 38V    
ძუჱლსა HI; ჰნებავ N; ძუჱლი HI.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.