TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 46
Previous part

Chapter: 2 


Verse: 1  Link to ntkpl   და იყო, მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფელსა.


Verse: 2  Link to ntkpl   
ესე აღწერაჲ პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კჳრინესსა.


Verse: 3  Link to ntkpl   
და წარვიდოდეს ყოველნი აღწერად კაცად-კაცადი თჳსსა ქალაქსა.


Verse: 4  Link to ntkpl   
აღმოვიდა იოსებცა გალილეაჲთ, ქალაქით ნაზარეთით, ჰურიასტანად, ქალაქად დავითისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, რამეთუ იყო იგი სახლისაგან და ტომისა დავითისა,

Verse: 4V    
ჰრიასტ?ნად H; ჰქჳან N.


Verse: 5  Link to ntkpl   
აღწერად მარიამის თანა, რომელი მითხოვილ იყო მისა, და იყო იგი მიდგომილ.

Verse: 5V    
მითხოილ NK; მისსა K.


Verse: 6  Link to ntkpl   
და იყო, ვიდრე იყვნესღა იგინი მუნ, აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი.


Verse: 7  Link to ntkpl   
და შვა ძჱ იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას.

Verse: 7V    
ძე NHIK; სახუჱვლითა HI; მათდა N.


Verse: 8  Link to ntkpl   
და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყსოსა მათსა.

Verse: 8V    
საჴუმილავსა ] ჴუმილვასა Q..


Verse: 9  Link to ntkpl   
და, აჰა, ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა.

Verse: 9V    
შეჱშინა N.


Verse: 10  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ, აჰა, ესერა, გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა:


Verse: 11  Link to ntkpl   
რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტჱ უფალი, ქალაქსა დავითისსა.

Verse: 11V    
ქრისტე NHIK.


Verse: 12  Link to ntkpl   
და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა.

Verse: 12V    
ჰპოოთ NHIK; შეხუჱული HI.


Verse: 13  Link to ntkpl   
და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს:


Verse: 14  Link to ntkpl   
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.


Verse: 15  Link to ntkpl   
და იყო, ვითარცა აღვიდეს ანგელოზნი იგი ზეცად, მწყემსთა მათ თქუეს ურთიერთას: განვიდეთ ჩუენ ვიდრე ბეთლემადმდე და ვიხილოთ სიტყუაჲ ესე, რომელი იყო ჩუენდა მომართ, რომელი-იგი უფალმან მაუწყა ჩუენ.

Verse: 15V    
თქუჱს I; ჩუჱნ H.


Verse: 16  Link to ntkpl   
და მოვიდეს მსწრაფლ და პოვეს მარიამ და იოსებ და ყრმაჲ იგი, მწოლარე ბაგასა.

Verse: 16V    
პოეს NQHI.


Verse: 17  Link to ntkpl   
და ვითარცა იხილეს, გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ითქუა მათა მიმართ ყრმისა მისთჳს.


Verse: 18  Link to ntkpl   
და ყოველთა, რომელთა ესმოდა, უკჳრდა სიტყუაჲ იგი მწყემსთაჲ მათ მათა მიმართ.

Verse: 18V    
მათა ] მათდა NQ.


Verse: 19  Link to ntkpl   
ხოლო მარიამს დაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა.


Verse: 20  Link to ntkpl   
და მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათა მიმართ.

Verse: 20V    
მათდა HQIK.


Verse: 21  Link to ntkpl   
და რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი რვანი წინადაცუეთისა მისისანი, და უწოდეს სახელი მისი იესუ, რომელ-იგი ეწოდა ანგელოზისა მისგან ვიდრე ყოფადმდე მისა მუცელსა დედისა თჳსისა.

Verse: 21V    
რაჟამს ] ვითარცა QHIK; წინადაცუჱთისა HI; რომელი- N; მისსა K.


Verse: 22  Link to ntkpl   
და რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი შჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა,

Verse: 22V    
სჯულისა K; იჱ̃ლმად N.


Verse: 23  Link to ntkpl   
ვითარცა წერილ არს შჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს,

Verse: 23V    
იწოდოს QHI.


Verse: 24  Link to ntkpl   
და მიცემად შესაწირავი, ვითარცა თქუმულ არს შჯულსა უფლისასა: ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი.

Verse: 24V    
სჯულსა K; მართუჱნი HI.


Verse: 25  Link to ntkpl   
და, აჰა, იყო კაცი იერუსალჱმს, რომლისა სახელი სჳმეონ; და კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაჱლისასა: და სული წმიდაჲ იყო მის ზედა.

Verse: 25V    
?ჱლმს K, ?ჱლიმს I, იერუსალიმს H.


Verse: 26  Link to ntkpl   
და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არახილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ.

Verse: 26V    
მისსა K.


Verse: 27  Link to ntkpl   
და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა. და შეყვანებასა მას მამა-დედისა მიერ ყრმისა მის იესუჲსა ყოფად მათა მსგავსად ჩუეულებისა მისებრ შჯულისა მისა მიმართ.

Verse: 27V    
იესუჲსსა K; მათდა K; ჩუჱულებისა HI; მისსა K.


Verse: 28  Link to ntkpl   
და ამან მიიქუა იგი მკლავთა თჳსთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა და თქუა:


Verse: 29  Link to ntkpl   
აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით,


Verse: 30  Link to ntkpl   
რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა, მაცხოვარებაჲ შენი,

Verse: 30V    
მცხ?რბჲ K.


Verse: 31  Link to ntkpl   
რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა,


Verse: 32  Link to ntkpl   
ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაჱლისა.

Verse: 32V    
?ჱლისა IK.


Verse: 33  Link to ntkpl   
და იყვნეს იოსებ და დედაჲ მისი დაკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა მისთჳს.


Verse: 34  Link to ntkpl   
და აკურთხნა იგინი სჳმეონ და ჰრქუა მარიამს, დედასა მისსა: აჰა, ესერა, ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის და სასწაულად სიტყჳსსაგებელად.

Verse: 34V    
მისა Q; სჳმიონ N; სიტყჳსა საგებელად HI.


Verse: 35  Link to ntkpl   
და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი.


Verse: 36  Link to ntkpl   
და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით.

Verse: 36V    
ანა N.


Verse: 37  Link to ntkpl   
და ესე იყო ქურივ, ვითარ ოთხმეოცდაოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამჱ და დღჱ.

Verse: 37V    
ღამე NHIK; დღე NHIK.


Verse: 38  Link to ntkpl   
ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა.

Verse: 38V    
აუარებდა N, აუვარებდა HI. იტყოდა N; ?ჱლმს HI, ?ჱლიმს .


Verse: 39  Link to ntkpl   
და ვითარცა აღასრულეს მის ზედა ყოველივე მსგავსად შჯულისა უფლისა, მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქად თჳსად -- ნაზარეთად.

Verse: 39V    
თჳსა HIK.


Verse: 40  Link to ntkpl   
ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა.


Verse: 41  Link to ntkpl   
და აღმოვიდიან მამა-დედანი მისნი წლითი წლად იერუსალჱმდ დღესასწაულსა მას პასექისასა.

Verse: 41V    
?ჱლემდ K, იჱ?ლემად N, ?ჱლიმდ HI,


Verse: 42  Link to ntkpl   
და იყო რაჲ იგი ათორმეტის წლის, აღმოვიდეს იგინი იერუსალჱმდ, ვითარცა ჩუეულ იყვნეს, დღესასაწაულსა მას.

Verse: 42V    
?ჱლემდ HIK, იჱ?ლემად N; ჩუჱულ HI.


Verse: 43  Link to ntkpl   
და აღესრულნეს დღენი იგი, და წარსლვასა მას მათსა დაშთა იესუ ყრმაჲ იერუსალჱმს, და არა უწყოდეს იოსებ და დედამან მისმან.


Verse: 44  Link to ntkpl   
ჰგონებდეს მისა, ვითარმედ მოგზაურთა თანა არს იგი. და მოვიდეს დღისა ერთისა გზასა და ეძიებდეს მას ნათესავთა შორის და მეცნიერთა

Verse: 44V    
მისსა K.


Verse: 45  Link to ntkpl   
და არა პოვეს იგი. და მოიქცეს იგინი იერუსალჱმდვე და ეძიებდეს მას.

Verse: 45V    
პოეს QHIK; იჱ?ლემადვე N.


Verse: 46  Link to ntkpl   
და იყო შემდგომად სამისა დღისა, პოვეს იგი ტაძარსა მას შინა მჯდომარე შორის მოძღუართა, ისმენდა მათსა და ჰკითხვიდა მათ.

Verse: 46V    
პოეს NHIK.


Verse: 47  Link to ntkpl   
განუკჳრდებოდა მათ ყოველთა, რომელთა ესმოდა მისი გულისჴმის-ყოფაჲ იგი და სიტყჳს-მიგებაჲ მისი.


Verse: 48  Link to ntkpl   
და იხილეს იგი და განუკჳრდა. ჰრქუა მას დედამან მისმან: შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა, ესერა, მე და მამაჲ შენი ვრორინებთ და გეძიებთ შენ.


Verse: 49  Link to ntkpl   
და მან ჰრქუა მათ: და რაჲსა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ?


Verse: 50  Link to ntkpl   
და მათ ვერ გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ.


Verse: 51  Link to ntkpl   
და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათდა. ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა თჳსსა.


Verse: 52  Link to ntkpl   
და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა.

Verse: 52V    
და კაცთა -- N.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.