TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 45
Previous part

Book: Lk. 
ლუკა (გიორგისეული)

სახარებაჲ ლუკაჲსი


Chapter: 1 


Verse: 1  Link to ntkpl   *ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მითხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის,

Verse: 1V    
თავი -- K; უკუჱ HIK; ჩუჱნ H. *K-ši ლუკას თავის პირველი ფურცელი სხვა ხელითაა ნაწერი.


Verse: 2  Link to ntkpl   
ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთმხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის,

Verse: 2V    
ამის K.


Verse: 3  Link to ntkpl   
ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთისმოყუარეო თეოფილე,


Verse: 4  Link to ntkpl   
რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.


Verse: 5  Link to ntkpl   
იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი დღედ მსახურებისა მის აბიაჲსა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ.

Verse: 5V    
დღითი-დღე K; აბიაჲსსა K; აჰრონისთა K.


Verse: 6  Link to ntkpl   
და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი.

Verse: 6V    
ესე -- K.


Verse: 7  Link to ntkpl   
და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბერწ, და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა.


Verse: 8  Link to ntkpl   
და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითიდღედისა მისისასა წინაშე ღმრთისა,


Verse: 9  Link to ntkpl   
მსგავსად ჩუეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევაჲ და შევიდა ტაძარსა უფლისასა.

Verse: 9V    
ჩუჱულებისა HIK; ხუდა K.


Verse: 10  Link to ntkpl   
და ყოველი სიმრავლე ერისაჲ ილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა.


Verse: 11  Link to ntkpl   
და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარე მარჯუენით საკურთხეველისა მის საკუმეველთაჲსა.

Verse: 11V    
ეჩუჱნა HIK; მარჯუჱნით IK. აქედან იწყება Q.


Verse: 12  Link to ntkpl   
და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაჲ იგი, და შიში დაეცა მას ზედა.

Verse: 12V    
შეძრწნდა H.


Verse: 13  Link to ntkpl   
ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე.

Verse: 13V    
შეისმეს NHI; უწოდო Q.


Verse: 14  Link to ntkpl   
და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ.


Verse: 15  Link to ntkpl   
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედისმუცლით მისითგან.

Verse: 15V    
დედითმუცლით K.


Verse: 16  Link to ntkpl   
და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი მოაქცინეს უფლისა ღმრთისა მათისა.

Verse: 16V    
მოაქცივნეს N.


Verse: 17  Link to ntkpl   
და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.

Verse: 17V    
მისსა NQHIK; ორჩნი K.


Verse: 18  Link to ntkpl   
და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაჲთა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა?


Verse: 19  Link to ntkpl   
მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიელ, წინაშემდგომელი პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას.


Verse: 20  Link to ntkpl   
და, აჰა, იყო შენ დადუმებულ და ვერშემძლებელ სიტყუად, ვიდრე დღედმდე ყოფად ამისა ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენნეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თჳსსა.

Verse: 20V    
ამისსა K. გრწმენეს N; აღესრულნეს N.


Verse: 21  Link to ntkpl   
და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკჳრდა დაყოვნებაჲ იგი მისი ტაძარსა მას შინა.


Verse: 22  Link to ntkpl   
და გამო-რაჲ-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათდა, და ცნეს, რამეთუ ჩუენებაჲ რაჲმე იხილა ტაძარსა მას შინა: და იგი წამ-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად.

Verse: 22V    
ჩუჱნებაჲ HIK.


Verse: 23  Link to ntkpl   
და ვითარცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თჳსა.


Verse: 24  Link to ntkpl   
და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თუე და იტყოდა,

Verse: 24V    
თუჱ QHI.


Verse: 25  Link to ntkpl   
ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის.

Verse: 25V    
ყუჱდრებაჲ HI; კაცთაგან N.


Verse: 26  Link to ntkpl   
და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ,

Verse: 26V    
თუჱსა HI; მეჱქუსესა N; გალილეასა N.


Verse: 27  Link to ntkpl   
ქალწულისა, თხოვილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ.

Verse: 27V    
თხოილისა NHIK.


Verse: 28  Link to ntkpl   
და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.

Verse: 28V    
მისსა K.


Verse: 29  Link to ntkpl   
ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარმე არს მოკითხვაჲ ესე?


Verse: 30  Link to ntkpl   
და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.

Verse: 30V    
ჰპოე NQHI.


Verse: 31  Link to ntkpl   
და, აჰა, ესერა, შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძჱ და უწოდი სახელი მისი იესუ.

Verse: 31V    
ძე NHIK; უწოდე HI, უწოდიან N.


Verse: 32  Link to ntkpl   
ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ,

Verse: 32V    
ძჱ Q.


Verse: 33  Link to ntkpl   
და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.

Verse: 33V    
მისისა NHI; არაჲ N.


Verse: 34  Link to ntkpl   
ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?


Verse: 35  Link to ntkpl   
მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ: ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის.

Verse: 35V    
ძჱ Q.


Verse: 36  Link to ntkpl   
და, აჰა, ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ.

Verse: 36V    
მიდგომილი I; მეჱქუსე N; თუე NK. აქედან აკლია Q-ს.


Verse: 37  Link to ntkpl   
რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ.


Verse: 38  Link to ntkpl   
ჰრქუა მას მარიამ: აჰა, მჴევალი უფლისაჲ: მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! -- და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.


Verse: 39  Link to ntkpl   
და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა.

Verse: 39V    
იუდაჲსსა K.


Verse: 40  Link to ntkpl   
და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ.


Verse: 41  Link to ntkpl   
და იყო, ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ


Verse: 42  Link to ntkpl   
და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!


Verse: 43  Link to ntkpl   
და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?

Verse: 43V    
?ესე ჩემდა I#.


Verse: 44  Link to ntkpl   
რამეთუ, აჰა, ესერა, ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემდა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა.


Verse: 45  Link to ntkpl   
და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ.

Verse: 45V    
მისსა K.


Verse: 46  Link to ntkpl   
და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა.


Verse: 47  Link to ntkpl   
და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,


Verse: 48  Link to ntkpl   
რამეთუ მოჰხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა: რამეთუ, აჰა, ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;

Verse: 48V    
მოხედნა HIK.


Verse: 49  Link to ntkpl   
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი,


Verse: 50  Link to ntkpl   
და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;


Verse: 51  Link to ntkpl   
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;

Verse: 51V    
თჳსითა + და I; განაბნივნა N.


Verse: 52  Link to ntkpl   
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა მდაბალნი;


Verse: 53  Link to ntkpl   
მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;


Verse: 54  Link to ntkpl   
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა.

Verse: 54V    
შეჱწია N.


Verse: 55  Link to ntkpl   
ვითარცა ეტყოდა მამასა ჩუენსა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.

Verse: 55V    
აქედან გრძელდება Q.


Verse: 56  Link to ntkpl   
და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსა.

Verse: 56V    
თუჱ QHI; თჳსსა QHI.


Verse: 57  Link to ntkpl   
ხოლო ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი, და შვა ძჱ.

Verse: 57V    
ძე NHIK.


Verse: 58  Link to ntkpl   
და ესმა გარემოთა და ნათესავთა, რამეთუ განადიდა უფალმან წყალობაჲ თჳსი მის თანა, და მის თანა იხარებდეს.


Verse: 59  Link to ntkpl   
და იყო მერვესა დღესა და მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის და რაჲთამცა უწოდეს მას სახელად მამისა მისისა ზაქარია.

Verse: 59V    
წინადაცუჱთად HIK.


Verse: 60  Link to ntkpl   
და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე.


Verse: 61  Link to ntkpl   
და ჰრქუეს მას, ვითარმედ: არა ვინ არს ნათესავსა შენსა, რომელსა ჰრქჳან სახელი ეგე.

Verse: 61V    
ჰქჳან N.


Verse: 62  Link to ntkpl   
და წამ-უყოფდეს მამასა მისსა, რაჲ-ძი უნდეს სახელის-დებად მისა.

Verse: 62V    
მისა ] მისსა K.


Verse: 63  Link to ntkpl   
და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი. და დაუკჳრდა ესე ყოველთა.

Verse: 63V    
მოითხოა NQ.


Verse: 64  Link to ntkpl   
და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა.


Verse: 65  Link to ntkpl   
და იყო შიში დიდი ყოველთა ზედა გარემო მკჳდრთა მისთა; და ყოველთა მათ მთითკერძოთა ჰურიატანისათა მიმოითქუმოდეს ყოველნი ესე სიტყუანი.


Verse: 66  Link to ntkpl   
და დაიდვეს გულსა, რომელთა ესმოდა ესე, და იტყოდეს: რაჲმე იყოს ყრმაჲ ესე? და ჴელი უფლისაჲ იყო მის ზედა.


Verse: 67  Link to ntkpl   
და მამაჲ მისი ზაქარია აღივსო სულითა წმიდითა, წინაწარმეტყუელებდა და თქუა:

Verse: 67V    
წინაწარმეტყუჱლებდა H, წინაჲსწარმეტყუელებდა K.


Verse: 68  Link to ntkpl   
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ;

Verse: 68V    
მოხედნა QK.


Verse: 69  Link to ntkpl   
და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხორებისაჲ შორის სახლსა მას დავითის, მონისა თჳსისასა;

Verse: 69V    
თს?სა HI.


Verse: 70  Link to ntkpl   
ვითარცა ეტყოდა პირითა წმიდათაჲთა საუკუნითგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲთა,

Verse: 70V    
წინაჲს?რტყლთა H.


Verse: 71  Link to ntkpl   
ცხოვრებასა მტერთა ჩუენთაგან და ჴელისაგან ყოველთა მოძულეთა ჩუენთაჲსა;

Verse: 71V    
ცხორებასა QHIK; ჩუჱნთაჲსა H.


Verse: 72  Link to ntkpl   
ყოფად წყალობისა მამათა ჩუენთა თანა და მოჴსენებად აღთქუმისა წმიდისა მისისა;


Verse: 73  Link to ntkpl   
ფიცით, რომელ ეფუცა აბრაჰამსა, მამასა ჩუენსა, მოცემად ჩუენდა


Verse: 74  Link to ntkpl   
უშიშად ჴსნად ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა,


Verse: 75  Link to ntkpl   
მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისსა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

Verse: 75V    
მისა ] მისსა K.


Verse: 76  Link to ntkpl   
და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა,

Verse: 76V    
წარსძღუჱ HIK.


Verse: 77  Link to ntkpl   
მიცემად მეცნიერებაჲ ცხორებისაჲ ერსა თჳსსა მოტევებითა ცოდვათა მათთაჲთა,


Verse: 78  Link to ntkpl   
მოწყალებითა წყალობისა ღმრთისა ჩუენისაჲთა, რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით


Verse: 79  Link to ntkpl   
გამოჩინებად მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერჴთა ჩუენთა გზასა მშჳდობისასა.


Verse: 80  Link to ntkpl   
ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაჱლისა მიმართ.

Verse: 80V    
მისსა K.



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.