TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 44
Previous part

Chapter: 16 


Verse: 1  Link to ntkpl   და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას.

Verse: 1V    
შაბათი ] შაფათი J; მაგდალენელმან ] მაღდალენელმანK


Verse: 2  Link to ntkpl   
და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მო*ვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა

Verse: 2V    
განთიადსა ] ცისკარსა J; ერთშაბათისასა ] ერთშაფათისასა J; აქედან Y აღარ იკითხება


Verse: 3  Link to ntkpl   
და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?

Verse: 3V    
ურთიერთას ] ურთიერთარს X; გარდაგჳგორვოს ] გარდაგჳგორვა J; იგი ] -- J


Verse: 4  Link to ntkpl   
და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად.

Verse: 4V    
მიჰხედეს ] მიხედეს KJX


Verse: 5  Link to ntkpl   
და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარჱ მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს.

Verse: 5V    
შე-რაჲ-ვიდეს ] შე-რაჲ-ვიდა J; მჯდომარჱ ] მჯდომარე HIKJX; მჯდომარჱ ] მარჯუჱნით J


Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა, ადგილი, სადა დადვეს იგი.


Verse: 7  Link to ntkpl   
არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა, ეგერა, წინაგიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ.

Verse: 7V    
გალილეას ] გალილეს J: გრქუა ] გარქუა HI; თქუენ ] თქუჱნ HI


Verse: 8  Link to ntkpl   
და მათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არა რაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.


Verse: 9  Link to ntkpl   
ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი.

Verse: 9V    
აღ-რაჲ-დგა ] აღ-რა-დგა J; აღ-რაჲ-დგა ] აღ-რაჲ-სდეგა X; ეჩუენა ] ეჩუჱნა HIKJ; მაგდალენელსა ] მაგდანელსა J; მაგდალენელსა ] მაღდალენელსა K


Verse: 10  Link to ntkpl   
იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს.

Verse: 10V    
თანა ] თანათა K


Verse: 11  Link to ntkpl   
და მათ რაჲ ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა.

Verse: 11V    
და (1) ] -- X; ეჩუენა ] ეჩუჱნა HJ; მათ ] + და X


Verse: 12  Link to ntkpl   
ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხჳთა ხატითა, მი-რაჲ-ვიდოდეს დაბასა.

Verse: 12V    
ამისა ] ამისსა KJ


Verse: 13  Link to ntkpl   
და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა.

Verse: 13V    
მოვიდეს ] გამოვიდეს J


Verse: 14  Link to ntkpl   
უკუანაჲსკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაჲ მათი და გულფიცხელობაჲ, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა.

Verse: 14V    
ეჩუენა ] ეჩუჱნა HJ; აყუედრა ] აყუჱდრა HIKJ


Verse: 15  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა.


Verse: 16  Link to ntkpl   
რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს.

Verse: 16V    
ცხოვნდეს ] ცხონდეს HIXQ; და (2) ] ხოლო JXQ


Verse: 17  Link to ntkpl   
ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან,

Verse: 17V    
განასხმიდენ ] განასხემდიან J


Verse: 18  Link to ntkpl   
გუელთა შეიპყრობდენ, დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არა რაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა ჴელსა დასდებდენ და განცოცხლდებოდიან.

Verse: 18V    
გუელთა ] გუჱლთა HIX


Verse: 19  Link to ntkpl   
ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა.

Verse: 19V    
მარჯუენით ] მარჯუჱნით IKJ


Verse: 20  Link to ntkpl   
ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყჳსა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი.

Verse: 20V    
ამის ] მის X; რომელნი-იგი ] რომელნი HIJ; სასწაულნი ] + ამენ JX





Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.