TITUS Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 42
Chapter: 14
Verse: 1ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ შემდგომად ორისა დღისა. და ეძიებდეს მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოკლეს.
Verse: 3და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალსასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და დაასხა თავსა მისსა.
Verse: 13და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად, და შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნითა წყალი ზეედგას, და შეუდეგით მას, ვიდრეცა შევიდეს.
Verse: 21ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ არს მის კაცისა, რომლისაგან ძჱ კაცისაჲ მიეცემის; უკეთეს იყო მისა, უკუეთუმცა არა შობილ იყო კაცი იგი.
Verse: 36და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ თანაწარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, არამედ არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ რაჲცა შენ გნებავს.
Verse: 37და მოვიდა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: სიმონ, გძინავსა? და ვერ უძლე ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა?
Verse: 41და მოვიდა მესამედ და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. მოიწია დასასრული, და მოვიდა ჟამი. აჰა, ესერა, მიეცემის ძჱ კაცისაჲ ჴელთა ცოდვილთასა.
Verse: 43და მეყსეულად, ვიდრე იგი იტყოდაღა, მოვიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთა-განი, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა.
Verse: 65და იწყეს ვიეთმე ნერწყუვად მისა და დაბურვად პირსა მისსა ჴურთითა ცემად მისა, და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის-ცემად.
Verse: 69და კუალად იხილა იგი მჴევალმან მან და იწყო სიტყუად წინაშე მდგომარეთა მათ, ვითარმედ: ესეცა მათგანივე არს.
Verse: 70ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა წინაშემდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და, რამეთუ გალილეველ ხარ, და სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს.
Verse: 72და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველ ქათმისა ჴმობადმდე მეორედ სამგზის უვარ-მყო მე, -- და იწყო ტირილად.
This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).
Copyright TITUS Project,
Frankfurt a/M, 16.2.2022.
No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.