TITUS Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 38
Chapter: 10
Verse: 1და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ ორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ.
Verse: 17და ვითარცა გამოვიდა იგი გზასა, ესერა, მდიდარი ვინმე მორბიოდა მისა და მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე, ევედრებოდა მას და ეტყოდა: მოძღუარო სახიერო, რომელი საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?
Verse: 20ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: ესე ყოველი ვყავ სიჭაბუკით ჩემითგან, რაჲღა მაკლს მე?
Verse: 21ხოლო იესუ მიჰხედა და შეუყუარდა იგი და ჰრქუა მას: უკუეთუ გნებავს სრულ-ყოფაჲ, ერთიღა გაკლს შენ: წარვედ და, რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯჱ ცათა შინა, აღიღე ჯუარი და მოვედ და შემომიდეგ მე.
Verse: 30უკუეთუ არა მოიღოს ასი წილი აწ, ჟამსა ამას სახლი და ძმანი და დანი, მამაჲ და დედაჲ და შვილნი და აგარაკნი შემდგომად დევნისა, და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ.
Verse: 32და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინაუძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა,
Verse: 33ვითარმედ: აჰა, ესერა, აღვალთ იერუსალჱმდ, და ძჱ კაცისაჲ მიეცეს მღდელთმო-ძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა,
Verse: 42ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ, რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა?
Verse: 46და მოვიდეს იერიქოდ. და ვითარცა გამოვიდოდა იესუ და მოწაფენი მისნი იერიქოჲთ და ერი მრავალი მათ თანა, ძჱ ტიმესი ბარტიმეოს, ბრმაჲ, ჯდა გზასა თანა მთხოველად.
This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).
Copyright TITUS Project,
Frankfurt a/M, 16.2.2022.
No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.