TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 35
Previous part

Chapter: 7 


Verse: 1  Link to ntkpl   და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით.

Verse: 1V    
მისა ] მისსა KJZY


Verse: 2  Link to ntkpl   
და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს, უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს,

Verse: 2V    
და იხილნეს ] -- J; ესე ჴელითა ] -- J; ჰგმობდეს ] ჰგნბ̃დეს J


Verse: 3  Link to ntkpl   
რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ.

Verse: 3V    
ჰურიათა ] ჰურიაჲთა Z; დაიბანნიან ] დაბანნიან J; დაიბანნიან ] დაჲბანნიან Z


Verse: 4  Link to ntkpl   
და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან, და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ.

Verse: 4V    
შევიდიან ] შთავიდიან X; უკუეთუ ] უკუჱთუ J; იბანნიან ] იბანიან Y; იბანნიან ] იბანნან J; სასუმლებისაჲ ] სასუმელებისაჲ JZQ


Verse: 5  Link to ntkpl   
მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?

Verse: 5V    
ვლენან ] ვლენ KJXUQY; ხუცესთაჲსა ] ხუცესთაჲსაჲ J


Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ, რამეთუ: კეთილად თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან.

Verse: 6V    
მათ ] -- J; ესაია ] ესაჲა HZ; პატივ-მცემს ] პატივს-მცემს Z; პატივ-მცემს ] მკხ̃ვს J; შორად ] შორს JZ


Verse: 7  Link to ntkpl   
ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა კაცთასა.

Verse: 7V    
მმსახურებენ ] მსახურებენ J; მცნებასა და მოძღურებასა ] მოძღურებასა და მცნებასა U; კაცთასა ] კაცთაჲსა Z


Verse: 8  Link to ntkpl   
და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ; და სხუასა ესევითარსა მრავალსა ჰყოფთ.

Verse: 8V    
კაცთაჲ ] კაცთა Z; სასუმლებისაჲ ] სასუმლებისა K; სასუმლებისაჲ ] სასუმელებისჲ JZ; სხუასა ] სხუაჲსა Z


Verse: 9  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ: კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მოძღურებაჲ თქუენი დაამტკიცოთ.

Verse: 9V    
დაამტკიცოთ ] დაემტკიცოს J


Verse: 10  Link to ntkpl   
რამეთუ მოსე თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს გინა დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ.

Verse: 10V    
მოსე ] მოსჱ Z; რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს გინა დედისათჳს ] რომელმან თქუას მამისათჳს გინა დედისათჳს ბოროტი Z; სიკუდილით ] სიკუდილითა JUZ; მოკუედინ ] მოკუჱდინ HIJU


Verse: 11  Link to ntkpl   
ხოლო თქუენ სთქუთ: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა ანუ დედასა კორბან, რომელ არს ნიჭი, რომელი-რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს, --

Verse: 11V    
სთქუთ ] სთქჳთ J; ანუ ] გინა Z; სარგებელ ] საძაგებელ Z; გეყოს ] გეყო Z


Verse: 12  Link to ntkpl   
და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად.

Verse: 12V    
მათ ] -- U; მამასა და დედასა ] მამა-დედასა U


Verse: 13  Link to ntkpl   
და დაუმტკიცებელ-გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა, რომელსა ასწავებთ, და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ.

Verse: 13V    
მსგავსსა ] მსგავსა J


Verse: 14  Link to ntkpl   
და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისჴმა-ყავთ.


Verse: 15  Link to ntkpl   
არა რაჲ არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანმცა შეაგინა იგი; არამედ, რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა.

Verse: 15V    
კაცისა ] კაცისაჲ Z; გარეთ ] გარეშეთ Y; გარეთ ] გ̃რეთ Z; შემავალი ] შემავაი X; მისა ] მისსა KZY; მისა ] მის̃სა J; შეაგინებს ] შეაგინ J; შეაგინებს ] შიაგინა X; შეაგინებს ] შიაგინებ X


Verse: 16  Link to ntkpl   
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!


Verse: 17  Link to ntkpl   
და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს.

Verse: 17V    
სახიდ ] სახედ Z; იგავისა მისთჳს ] იგავისა მის J


Verse: 18  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: ეგრეთვე თქუენცა უგულისჴმოვე ხართა და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს?

Verse: 18V    
ეგრეთვე ] ეგრევე JUQ; უგულისჴმოვე ] უგულისჴმოჲვე Z; ხართა ] ხართაა Z; გარეშე ] გარეთ XU; შეაგინებს ] შიაგინებს X


Verse: 19  Link to ntkpl   
რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად და განსავალით განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა.

Verse: 19V    
მუცლად ] მოცლად J


Verse: 20  Link to ntkpl   
და იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა.

Verse: 20V    
კაცისაგან ] კაცისა X; შეაგინებს ] შიაგინებს X


Verse: 21  Link to ntkpl   
რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი,

Verse: 21V    
შინაგან ] შინაჲგან Z; გამოვლენან ] გამოვლენ JXY


Verse: 22  Link to ntkpl   
ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი.

Verse: 22V    
ზაკუვანი ] ზაკვანი JX; ზაკუვანი ] ზაკჳანი Z; ზაკუვანი ] + და U; არაწმიდებანი ] არაწმინდებანი Z; ამპარტავანებანი ] ამპარტავნებანი Z


Verse: 23  Link to ntkpl   
ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენან და შეაგინებენ კაცსა.

Verse: 23V    
გამოვლენან ] გამოვლენ HIKJXUYQ; შეაგინებენ ] შიაგინებენ X


Verse: 24  Link to ntkpl   
და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად.

Verse: 24V    
მიერ ] მერმე X; ტჳროსისა ] ტუროსისა J; ტჳროსისა ] ტიროსისთა Z; სიდონისათა ] სიდონისაჲთა Z


Verse: 25  Link to ntkpl   
რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული, სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა.

Verse: 25V    
ესუა ] ესოა J


Verse: 26  Link to ntkpl   
ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა.

Verse: 26V    
ფინიკელი ] ფინიკიელი JX; ზღჳსკიდით ] ზღუჲსკიდით Z; ევედრებოდა ] ევედრა Y; მისისა ] მისისაჲ Z


Verse: 27  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.

Verse: 27V    
მაცადე ] მაცალე ZQ


Verse: 28  Link to ntkpl   
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა.

Verse: 28V    
ქუეშე ] ქუჱშე HIJXU; ქუეშე ] ქ̃შჱ Q; ჭამედ ] ჭამენ J


Verse: 29  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა.

Verse: 29V    
ასულისაგან ] ასჳლისაგან Z; შენისა ] შენისაჲ Z


Verse: 30  Link to ntkpl   
და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარჱ ცხედარსა ზედა.

Verse: 30V    
სახიდ ] სახედ J; თჳსა ] თჳსად K; იგი (2) ] -- J; მჯდომარჱ ] მჯდომარე HIKJXUZY


Verse: 31  Link to ntkpl   
და მერმე კუალად გამოვიდა საზღვართაგან ტჳროსისა და სიდონისათა და მოვიდა ზღუასა მას გალილეაჲსასა, შორის საზღვართა ათქალაქისათა.

Verse: 31V    
საზღვართაგან ] საზღვართა მათგან Z; საზღვართაგან ტჳროსისა ] საზღვართა ტუროჲსისა J; ტჳროსისა ] ტუჲროსისა Z; სიდონისათა ] სიდონისაჲთა Z; გალილეაჲსასა ] გალილიაჲსასა Z; გალილეაჲსასა ] გალილიისასა X; გალილეაჲსასა ] გალილეასსა J; ათქალაქისათა ] ათქალაქისაჲთა Z


Verse: 32  Link to ntkpl   
და მოართუეს მას ყრუჲ და ძნიად მეტყუელი და ევედრებოდეს მას, რაჲთა ჴელი დასდვას მას ზედა.

Verse: 32V    
მოართუეს ] მოართუჱს HIJXU; ყრუჲ ] ყროჲ U; მეტყუელი ] მეტყუჱლი X; მეტყუელი ] მეტყელი J; ევედრებოდეს ] ევედრებოდა J


Verse: 33  Link to ntkpl   
და განიყვანა ერისა მისგან თჳსაგან და დაასხნა თითნი მისნი ყურთა მისთა და ჰნერწყუა და შეახო ენასა მისსა,

Verse: 33V    
თჳსაგან ] თუჲსაგან Z; და (2) ] -- K; შეახო ] შიახო X


Verse: 34  Link to ntkpl   
და აღიხილნა ზეცად და სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ არს: განეხუენით!

Verse: 34V    
განეხუენით ] განეხუჱნით HIKJXU; ეფფათა ] ევფათათ Y


Verse: 35  Link to ntkpl   
და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰჴსნდა კრულებაჲ ენისა მისისაჲ, და იტყოდა მართლად.

Verse: 35V    
განჰჴსნდა ] განჴსნდა U


Verse: 36  Link to ntkpl   
და ამცნო მათ, რაჲთა არა ვის უთხრან, და, რაოდენ იგი ამცნებდა მათ, იგინი უფროჲს მიმოდასდებდეს.

Verse: 36V    
ამცნო ] ამცნებდა J; რაოდენ ] რაჲოდენ X; უფროჲს ] უფროჲსად J; მიმოდასდებდეს ] მიმოჲდასდებდეს Z


Verse: 37  Link to ntkpl   
და უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ყოველსავე კეთილსა იქმს: ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს.

Verse: 37V    
განუკჳრდებოდა ] განუკუჲრდებოდა Z; კეთილსა ] კეთილად Z; ყრუთა ] ყრჳთა Z; უტყუთა ] უტყჳთა K; უტყუთა ] უტყთა J; ატყუებს ] ატყუჱბს HIXU ატყუებს ] ასმენს J



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.