TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 33
Previous part

Chapter: 5 


Verse: 1  Link to ntkpl   და მოვიდეს წიაღ ზღუასა მას, სოფელსა მას ღადარინელთასა.

Verse: 1V    
ღადარინელთასა ] ღარდარინელთასა Z


Verse: 2  Link to ntkpl   
და ვითარცა გამოვიდა იგი ნავით, მეყსეულად მოეგებვოდა მას საფლავებისაგან კაცი, რომლისა თანა იყო* არაწმიდაჲ სული,

Verse: 2V    
აქედან Q-ს აკლია.


Verse: 3  Link to ntkpl   
რომელსა საყოფლადვე აქუნდა საფლავები და არცაღა ჯაჭუებითა ვის ჴელ-ეწიფა შეკრვად იგი.

Verse: 3V    
ჯაჭუებითა ] ჯაჭუჱბითა HIU; -ეწიფა ] -ეწიფების U


Verse: 4  Link to ntkpl   
რამეთუ მრავალგზის ჯაჭჳთა და ბორკილითა შეკრულ იყო იგი და განხეთქის და შემუსრის, და არა ვის ეძლო დაყენებად მისა.

Verse: 4V    
მრავალგზის ] მრავლგზის J; მისა ] მისსა KJXY


Verse: 5  Link to ntkpl   
და მარადის ღამე და დღე საფლავებსა და მთათა გარე იქცევინ, ღაღადებნ და დაიკოდნ თავსა თჳსსა ლოდითა.

Verse: 5V    
მარადის ღამე და დღე ] მარადღე ღამე და დღე X; იქცევინ ] იქცვოდა J; ღაღადებნ ] ღაღადებ J; და (4) ] -- XU


Verse: 6  Link to ntkpl   
და ვითარცა იხილა მან იესუ შორით, მორბიოდა და თაყუანის-სცა,

Verse: 6V    
მორბიოდა ] მირბიოდა X; თაყუანის-სცა ] თაყუანი-სცა JUY


Verse: 7  Link to ntkpl   
ღაღადებდა ჴმითა დიდითა და იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გაფუცებ შენ ღმერთსა, ნუ მტანჯავ მე.

Verse: 7V    
ჩემი და შენი ] შენი და ჩემი X; გაფუცებ ] გაფჳცებ Z


Verse: 8  Link to ntkpl   
რამეთუ ეტყოდა მას იესუ: სული ეგე არაწმიდაჲ, განვედ კაცისა მაგისგან!


Verse: 9  Link to ntkpl   
და ჰკითხა მას: რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა მას: ლეგეონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ.


Verse: 10  Link to ntkpl   
და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთა არა განასხნეს იგინი გარეშე სოფელსა.

Verse: 10V    
სოფელსა ] სფლებსა J


Verse: 11  Link to ntkpl   
და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ დიდძალი, მთასა გარე მძოვარი.

Verse: 11V    
მძოვარი ] მძოარი XZ


Verse: 12  Link to ntkpl   
და ევედრებოდეს მას ყოველნი იგი ეშმაკნი და ეტყოდეს: მიმავლინენ ჩუენ ღორებსა იმას, რაჲთა მათა შევიდეთ.

Verse: 12V    
იგი ] იგინი I; იგი ] -- Y; ეტყოდეს ] იტყოდეს Q; ეტყოდეს ] + მას J; მათა ] მ̃თთ̃ა X; მათა ] მათდა Y


Verse: 13  Link to ntkpl   
და უბრძანა მათ და განვიდა სულები იგი არაწმიდაჲ კაცისა მისგან და შევიდა ღორებსა მას, და მიიმართა კოლტმან მან ღორებისამან კბოდესა მას ზღუად, რამეთუ იყვნეს ვითარ ორ ათას, და დაიშთვნეს ზღუასა მას შინა.

Verse: 13V    
სულები ] სული J; მას (1) ] იმას Q; მიიმართა ] მიჰმართა Q; დაიშთვნეს ] დაჲშთვნეს Z


Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო მწყემსნი იგი მათნი ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. და გამოვიდეს ხილვად, რაჲძი არს, რომელი-იგი იქმნა.


Verse: 15  Link to ntkpl   
და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარე, შემოსილი და გონიერი, რომლისა თანა-იგი ყოფილ იყო ლეგეონი, და შეეშინა.

Verse: 15V    
იესუჲსა ] იესუჲსსა KJQY; და გონიერი ] -- J; თანა-იგი ] -- J


Verse: 16  Link to ntkpl   
და უთხრობდეს მათ, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი იქმნა ეშმაკეულისა მისთჳს *და ღორებისა მისთჳს.

Verse: 16V    
აქედან Q გრძელდება.


Verse: 17  Link to ntkpl   
და ევედრებოდეს მას, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან.


Verse: 18  Link to ntkpl   
და აღ-რაჲ-ვიდა იესუ ნავსა, ევედრებოდა მას, რომელი-იგი იყო პირველ ეშმაკეული, რაჲთა მის თანა იყოს.

Verse: 18V    
ნავსა ] + მას J


Verse: 19  Link to ntkpl   
და არა უტევა იგი, არამედ ჰრქუა მას: წარვედ სახიდ შენდა თჳსთა შენთა თანა და უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა.

Verse: 19V    
მას ] -- Z; სახიდ ] სახედ J; რაოდენი ] რაჲოდენი X


Verse: 20  Link to ntkpl   
და წარვიდა იგი და იწყო ქადაგებად ათქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესუ: და ყოველთა უკჳრდა.

Verse: 20V    
რაოდენი ] რაჲოდენი X; მას (2) ] მათ Z; იესუ ] იესო X; უკჳრდა ] უკუჲრდა Z; უკჳრდა ] დაუკჳრდა X


Verse: 21  Link to ntkpl   
და წიაღჴდა რაჲ კუალად იესუ მიერ კერძო, შეკრბა მისა ერი დიდძალი. და იყო ზღჳსკიდესა,

Verse: 21V    
კერძო ] კერძოჲ Z; მისა ] მისსა KJZY; ზღჳსკიდესა ] ზღუჲსკიდესა Z


Verse: 22  Link to ntkpl   
და, აჰა, მო-ვინმე-ვიდა მისა ერთი შესაკრებელისმთავარი, სახელი მისი იაროს; იხილა იგი და შეუვრდა ფერჴთა მისთა.

Verse: 22V    
მისა ] მისსა KJZY; შესაკრებელისმთავარი ] შესაკრებლისა მთავარი X; შესაკრებელისმთავარი ] შესაკრებლთმთვარი J; შესაკრებელისმთავარი ] შესაკრებლისმთავარი HIKXUZYQ შესაკრებელისმთავარი ] + და Z; შეუვრდა ] შეუვდა J


Verse: 23  Link to ntkpl   
და ევედრებოდა მას ფრიად და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აღესრულების, რაჲთა მოხჳდე და დაასხნე ჴელნი მას ზედა და განერეს და ცხოვნდეს.

Verse: 23V    
აღესრულების ] აღესრულბის J; მოხჳდე ] მოხუჲდე Z; ზედა და ] -- UZQY; ცხოვნდეს ] ცხონდეს HIX; ცხოვნდეს ] ცხვნდეს J; ცხოვნდეს ] ცხონდეს Z


Verse: 24  Link to ntkpl   
და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას.

Verse: 24V    
მის ] მათ J; მისდევდა ] მისდევდევდა U; შეაურვებდეს ] შეაჳრვებდეს Z


Verse: 25  Link to ntkpl   
და დედაკაცი ვინმე იყო მუნ, რომელი იყო წყაროჲთა სისხლისაჲთა გუემულ ათორმეტ წელ.

Verse: 25V    
გუემულ ] გუჱმულ HXU; გუემულ ] გუჱმული J


Verse: 26  Link to ntkpl   
და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო ყოველივე მისი, და არარაჲ სარგებელ ეყო, არამედ უფროჲსად უძჳრესად მოვიდა.

Verse: 26V    
მრავალთაგან მკურნალთა ] მრავალთა მკურნალთაგან Z; უფროჲსად ] უფროსად J; უფროჲსად ] + და Z; უძუჲრესად ] უძუჲრესად Z


Verse: 27  Link to ntkpl   
და ვითარცა ესმა იესუჲსთჳს, მოუჴდა მას ერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო სამოსელსა მისსა,

Verse: 27V    
იესუჲსთჳს ] ი̃ჳსთ̃ს Y; კერძო ] კერძოჲ Z


Verse: 28  Link to ntkpl   
რამეთუ იტყოდა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ სამოსელსა ოდენ მისსა შევეხო, ვცხოვნდე.

Verse: 28V    
ოდენ ] -- JZ; მისსა ] მისა Q; ვცხოვნდე ] ვცხონდე HIKXQY


Verse: 29  Link to ntkpl   
და ვითარცა შეეხო, მეყსეულად განჴმა წყაროჲ იგი სისხლისაჲ მის, და ცნა ჴორცთაგან, რამეთუ განიკურნა გუემულებისაგან.

Verse: 29V    
შეეხო ] შეახო J; სისხლისაჲ ] სისხლისა X; გუემულებისაგან ] გუჱმულებისაგან HIJU


Verse: 30  Link to ntkpl   
ხოლო იესუ გულისჴმა-ყო მეყსეულად თავით თჳსით განსრული იგი ძალი მისგან, მოიქცა ერისა მის და თქუა: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა?

Verse: 30V    
განსრული ] განსრულ J; მოიქცა ] მოჲქცა JZ


Verse: 31  Link to ntkpl   
ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას: ხედავ ერსა ამას, რამეთუ შეგაჭირვებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?

Verse: 31V    
შეგაჭირვებენ ] შეგაჲწრებენ Z; შენ (2) ] -- Y; იტყჳ ] იტყუ Z


Verse: 32  Link to ntkpl   
და მიმოხედვიდა, რაჲთა იხილოს, რომელმან ესე ყო.

Verse: 32V    
მიმოხედვიდა ] მიმოჲხედვიდა Z; ესე ყო ] ყო ესე X


Verse: 33  Link to ntkpl   
ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რაჲ-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეუვრდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი.

Verse: 33V    
უწყოდა ] ჳწყოდა Z


Verse: 34  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. წარვედ მშჳდობით და იყავ შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა!

Verse: 34V    
სარწმუნოებამან ] სარწმუნოჲებამან Z; წარვედ ] და წარვედ X; მშჳდობით ] მშუჲდობით Z; იყავ ] იყავნ X; ცოცხალ ] ცოცხალი Z; გუემულებისაგან ] გუჱმულებისაგან HIJXU


Verse: 35  Link to ntkpl   
და ვითარ იგი ამას იტყოდა, მოვიდეს შესაკრებელისმთავრისანი მის და ეტყოდეს: ასული შენი აღესრულა, რაჲსაღა აშრომებ მოძღუარსა?

Verse: 35V    
შესაკრებელისმთავრისანი ] შესაკრებლისმთავრისანი X; რაჲსაღა ] რასაღა Z; აშრომებ ] აშრობ KJU


Verse: 36  Link to ntkpl   
ხოლო იესუს ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე, რომელსა ეტყოდეს, ჰრქუა შესაკრებელთმთავარსა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო!

Verse: 36V    
იესუს ] იესუჲს Z; ესმნეს ] ესმნე U; ეტყოდეს ] ეტყდა J


Verse: 37  Link to ntkpl   
და არავინ უტევა მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ იაკობისი.

Verse: 37V    
პეტრე ] პეტრჱ Q; იოვანე ] იოვანჱ Q


Verse: 38  Link to ntkpl   
და მოვიდა სახლსა მას შესაკრებელთმთავრისასა და იხილა შფოთი და ტირილი და ღაღადებაჲ ფრიადი.

Verse: 38V    
შფოთი და ] -- J


Verse: 39  Link to ntkpl   
და შევიდა და ჰრქუა მათ: რაჲსა აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.

Verse: 39V    
ყრმაჲ ] ყრმა J


Verse: 40  Link to ntkpl   
და იგინი ჰბასრობდეს მას, ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამაჲ მის ყრმისაჲ და დედაჲ და მოწაფენი მისნი, და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი იგი ყრმაჲ,

Verse: 40V    
გამოასხა ] გამუასხა X; მიიყვანა ] მოიყვანა K


Verse: 41  Link to ntkpl   
და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს თარგმანებით: შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ!

Verse: 41V    
ყრმისაჲ ] ყრმისა Z; ყრმისაჲ ] ყრმასა მას J; კუმი ] კომი JX; გეტყჳ ] გეტყუჲ Z


Verse: 42  Link to ntkpl   
და მეყსეულად აღდგა ქალი იგი და იწყო სლვად, რამეთუ იყო იგი ათორმეტის წლის ოდენ. და განუკჳრდებოდა მათ განკჳრვებითა დიდითა ფრიად.

Verse: 42V    
განუკჳრდებოდა ] განუკუჲრდებოდა Z; მათ ] + განუკუჲრდებოდა მათ Z; განკჳრვებითა ] განკუჲრვებითა Z


Verse: 43  Link to ntkpl   
და ამცნებდა მათ ფრიად, რაჲთა არა ვინ აგრძნას ესე, და უბრძანა მათ, რაჲთა სცენ მას ჭამადი.

Verse: 43V    
მათ ] -- Z


Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.