Verse: 2ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა, ესერა, მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
Verse: 4იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ღებასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.
Verse: 5და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაჲ და იერუსალჱმელნი ყოველნი და ნათელ-იღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა.
Verse: 6და ემოსა იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა, და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველისასა,
Verse: 7ქადაგებდა და იტყოდა: აჰა, ესერა, მოვალს უძლიერჱსი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელთა ჴამლთა მისთასა.
Verse: 8მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.
Verse: 9და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანჱსგან იორდანესა.
Verse: 10და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხუმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა.
Verse: 11და ჴმაჲ იყო ზეცით: შენ ხარ ძჱ ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.
Verse: 12და მეყსეულად სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ.
Verse: 13და იყო მუნ ორმეოც დღე და გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და იყო მჴეცთა თანა, და ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას.
Verse: 15და იტყოდა, რამეთუ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ.
Verse: 16და ვითარცა წარვიდოდა ზღუასა მას გალილეაჲსასა, იხილა სიმონ და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ ზღუასა მას ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი მესათხევლე.
Verse: 17და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.
Verse: 18ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას.
Verse: 19და მცირედ წარ-რე-ვიდა და იხილა იაკობ ზებედჱსი და იოვანე, ძმაჲ მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა.
Verse: 20და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაჲ მათი, ნავსა შინა მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას.
Verse: 21და შევიდეს კაფარნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ.
Verse: 22და განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ასწავებდა მათ, ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელმწიფებაჲ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი.
Verse: 23და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, ღაღად-ყო
Verse: 24და თქუა: ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.
Verse: 25შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: დაიყავ პირი და განვედ მაგისგან!
Verse: 26და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან.
Verse: 27და დაუკჳრდებოდა ყოველთა, ვიდრე გამოძიებადმდე ურთიერთას, და იტყოდეს: რაჲ მოძღურებაჲ ესე ახალი, რამეთუ ჴელმწიფებით სულთაცა არაწმიდათა უბრძანებს, და ერჩიან მას?
Verse: 28და განჴდა ჰამბავი მისთჳს ყოველსა მას სოფელსა გალილეაჲსასა.
Verse: 29და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სიმონისსა და ანდრეაჲსსა იოვანეს და იაკობის თანა.
Verse: 30ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს იესუს მისთჳს.
Verse: 31და მოვიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი; და დაუტევა იგი მჴურვალებამან მან, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.
Verse: 32და ვითარ შემწუხრდებოდა, და მზჱ დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი.
Verse: 33და ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა.
Verse: 34და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითოსახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.
Verse: 35და განთიად რიჟურაჟუს ოდენ ნიად აღდგა და გამოვიდა მიერ და განვიდა უდაბნოსა ადგილსა და მუნ ილოცვიდა.
Verse: 36და მისდევდეს მას სიმონ და მისთანანი იგი.
Verse: 37და პოვეს იგი და ჰრქუეს მას, ვითარმედ: ყოველნი გეძიებენ შენ.
Verse: 38ხოლო იესუ ჰრქუა მათ: მოვედით და წარვიდეთ მახლობელსა დაბნებსა და ქალაქებსა, რაჲთა მუნ უქადაგოთ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.
Verse: 39და ქადაგებდა შესაკრებელთა მათთა და ყოველსა გალილეასა და ეშმაკთა განასხმიდა.
Verse: 40მაშინ მოვიდა მისა ერთი განკეთრებული, ევედრებოდა მას და მუჴლნი დაიდგნა და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედად ჩემდა.
Verse: 41ხოლო იესუს შეეწყალა იგი და განყო ჴელი, და შეახო მას და ჰრქუა: მნებავს განწმიდენი!
Verse: 42და ვითარცა ესე თქუა, მეყსეულად განეყარა მას კეთროვნებაჲ, და განწმიდნა იგი
Verse: 43და შეჰრისხნა მას და მეყსეულად გამოაძო იგი.
Verse: 44და ჰრქუა მას: იხილე, ნუ ვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, რომელი-იგი ბრძანა მოსე საწამებელად მათა.
Verse: 45ხოლო იგი გამოვიდა მიერ და იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადებად სიტყჳსა მის, ვითარმედ ვერღარა ჴელ-ეწიფა მას ცხადად ქალაქად შესლვად, არამედ გარე უდაბნოთა ადგილთა იყოფვოდა. და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო.
This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).
Copyright TITUS Project,
Frankfurt a/M, 16.2.2022.
No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.