TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 24
Previous part

Chapter: 24 


Verse: 1  Link to ntkpl   და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა.

Verse: 1V    
უჩუენებდეს ] უჩუჱნებდეს HXU; უჩუჱნებდეს ] + მას Z


Verse: 2  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.

Verse: 2V    
ჰხედავთა ] ხედავთა KZXU; გეტყჳ ] გეტყუჲ Z; დაშთეს ] + აქა HIKXU ქვაჲ ] ქვა Z; დაირღუეს ] დაირღუჱს HJXU


Verse: 3  Link to ntkpl   
და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?

Verse: 3V    
იგი ] იესუ Z; მთასა ] მთაჲსა Z; ზეთისხილთასა ] ზეთისხილთაჲსა Z; შენისა ] შენისაჲ Z; აღსასრული ] აღსასრულისა Z


Verse: 4  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ,

Verse: 4V    
ნუუკუე ] ნუუკუჱ J; გაცთუნნეს ] გაცთუნვნეს Z


Verse: 5  Link to ntkpl   
რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, -- და მრავალთა აცთუნებდენ.

Verse: 5V    
ვითარმედ ] რამეთუ X


Verse: 6  Link to ntkpl   
და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული.

Verse: 6V    
არღა ] + რაჲ Z


Verse: 7  Link to ntkpl   
რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად,

Verse: 7V    
და (1) ] -- NZ; სრვანი ] -- N


Verse: 8  Link to ntkpl   
ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს.

Verse: 8V    
სალმობათაჲ ] სალმობათა Z


Verse: 9  Link to ntkpl   
მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს.


Verse: 10  Link to ntkpl   
და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინაგანსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას.

Verse: 10V    
დაჰბრკოლდებოდიან ] დაბრკოლდებოდიან J; დაჰბრკოლდებოდიან ] დაპრკოლდებოდიან K; ურთიერთას (1) ] ურთიერთარს XU; ურთიერთას (1) ] ურთიერთარს X


Verse: 11  Link to ntkpl   
და მრავალნი ცრუწინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა.


Verse: 12  Link to ntkpl   
და განმრავლებითა უშჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ.

Verse: 12V    
უშჯულოებისაჲთა ] უსჯულოებისაჲთა KZXU


Verse: 13  Link to ntkpl   
ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

Verse: 13V    
სრულიად იგი ] იგი სრულიად Z; ცხოვნდეს ] ცხონდეს HINJX


Verse: 14  Link to ntkpl   
და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა. და მაშინ მოიწიოს აღსასრული.

Verse: 14V    
მოიწიოს ] მოჲწიოს J


Verse: 15  Link to ntkpl   
რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ.

Verse: 15V    
რაჟამს ] რამეთუ რაჟამს U; აღმოიკითხვიდეს ] აღმოჲკითხვიდეს J


Verse: 16  Link to ntkpl   
მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად.

Verse: 16V    
ივლტოდედ ] ივლტოდენ JX


Verse: 17  Link to ntkpl   
და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა.

Verse: 17V    
ერდოსა ] ერდოჲსა Z; რაჲსამე ] რასმე HIKJXU; რაჲსამე ] რასამე N; თჳსისა ] თჳსისაჲ Z


Verse: 18  Link to ntkpl   
და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა.

Verse: 18V    
უკუნიქცევინ ] უკუნიქცევის U


Verse: 19  Link to ntkpl   
ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა!


Verse: 20  Link to ntkpl   
არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი ზამთარსა შინა, გინა შაბათსა.
Verse: 20V    
შაბათსა ] შბათსა U


Verse: 21  Link to ntkpl   
რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაჲთ ვიდრე აქამომდე, არცაღა ყოფად არს.

Verse: 21V    
რამეთუ ] ხოლო Z; აქამომდე ] აქამდე HIJX


Verse: 22  Link to ntkpl   
და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი.

Verse: 22V    
შემოკლდენ ] შემოკლდეს Z


Verse: 23  Link to ntkpl   
მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა, აქა არს ქრისტე, -- გინა თუ: იქი, -- ნუ გრწამნ.


Verse: 24  Link to ntkpl   
რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა,

Verse: 24V    
ქრისტემტყუვარნი ] ქრისტემტყუარნი NX; ქრისტემტყუვარნი ] ქრისტემტყჳვარნი Z; ცრუწინაწარმეტყუელნი ] ცრუწინაწარმეტყუჱლნი X; ცთუნებადმდე ] ცთუნებამდე X


Verse: 25  Link to ntkpl   
აჰა, ესერა, წინაჲსწარ გარქუ თქუენ.

Verse: 25V    
ესერა ] ესერაჲ Z


Verse: 26  Link to ntkpl   
უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა, უდაბნოს არს, -- ნუ განხუალთ; -- აჰა, ესერა, საუნჯეთა შინა არს, -- ნუ გრწამნ.

Verse: 26V    
უდაბნოს ] უდაბნოსა HINJ; საუნჯეთა ] საუნჯესა K; არს ] არნ Z


Verse: 27  Link to ntkpl   
რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.

Verse: 27V    
გამობრწყინდის ] გამობრწყინდეს Z; ჩანნ ] ჩანს X; ჩანნ ] ჩან U; დასავალადმდე ] დასავალამდე X


Verse: 28  Link to ntkpl   
რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები.

Verse: 28V    
ორბები ] ორბი X


Verse: 29  Link to ntkpl   
ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.

Verse: 29V    
მეყსეულად ] -- J; მთოვარემან ] მთოარემან U; შეიძრნენ ] შეჲძრნენ Z; ვარსკულავნი ] ვასკულავნი J


Verse: 30  Link to ntkpl   
და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა, ძალითა და დიდებითა მრავლითა.

Verse: 30V    
ქუეყანისანი ] ქუჱყანისანი X


Verse: 31  Link to ntkpl   
და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცათაჲთ ვიდრე კიდედმდე მათა.

Verse: 31V    
საყჳრითა ] საყუჲრითა Z; ჴმისა ] ჴ̃ისა JU; ოთხთაგან ] უთხთაგან J; ცათაჲთ ] ცისაჲთ ZU; კიდედმდე ] კიდემდე U


Verse: 32  Link to ntkpl   
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳან და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.

Verse: 32V    
ვითარცა-იგი ] ვითარ-იგი U; ფურცელი ] + და K; გამოვალნ ] გამოაქუნ N


Verse: 33  Link to ntkpl   
ეგრეცა თქუენ ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.


Verse: 34  Link to ntkpl   
ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს.

Verse: 34V    
ვიდრემდე ] ვ̃ე X; იქმნეს ] იქმნას ZU


Verse: 35  Link to ntkpl   
ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.

Verse: 35V    
არა ] არასადა Z


Verse: 36  Link to ntkpl   
ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან.

Verse: 36V    
ჟამისა ] ჟამისაჲ Z; ცისათა ] + არცა ძემან KNZJX; მხოლომან ] მხოლოჲმან Z


Verse: 37  Link to ntkpl   
ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.

Verse: 37V    
ნოესთა ] ნოვესთა HINJU


Verse: 38  Link to ntkpl   
რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღუნისა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოვე კიდობნად.

Verse: 38V    
პირველ ] პირველთაჲ Z; წყლით-რღუნისა ] წყლით-რღუნისაჲ Z; ვიდრემდე ] ვ̃ე JX; ნოვე ] ნოე KZX; ნოვე ] ნუვე J


Verse: 39  Link to ntkpl   
და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ.

Verse: 39V    
ვიდრემდე ] ვ̃ე X; მოიწია ] მოჲწია ZJ; ყოველი ] + და N; მოსლვაჲცა ] მოსლვაჲ Z


Verse: 40  Link to ntkpl   
მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს.

Verse: 40V    
წარიყვანოს ] წარიტაცოს Z


Verse: 41  Link to ntkpl   
ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს.

Verse: 41V    
ორნი ... დაეტეოს ] -- J


Verse: 42  Link to ntkpl   
იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს.

Verse: 42V    
უკუე ] უკუჱ HIKJU; იღჳძებდით ] იღუჲძებდით Z


Verse: 43  Link to ntkpl   
ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა.

Verse: 43V    
უწყოდა ] იცოდა HIZU; საჴუმილავსა ] საჴუმილვსა J; იღჳძებდამცა ] იღუჲძებდამცა Z; თჳსისა ] თჳსისაჲ Z


Verse: 44  Link to ntkpl   
ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.

Verse: 44V    
კაცისაჲ ] კაცისა Z


Verse: 45  Link to ntkpl   
ვინმე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თჳსსა.


Verse: 46  Link to ntkpl   
ნეტარ არს მონისა მის, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი.

Verse: 46V    
მონისა ] მონისაჲ KN; მისი ] თჳსი N; პოვოს ] პოოს HIKZXU; იგი ] -- ZJX


Verse: 47  Link to ntkpl   
ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.

Verse: 47V    
მისთა ] მისთაჲ Z


Verse: 48  Link to ntkpl   
ხოლო უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა: ჰყოვნის უფალი ჩემი მოსლვად,

Verse: 48V    
მან ] მან -- Z


Verse: 49  Link to ntkpl   
და იწყოს გუემად მისთანათა მათ მონათა, და ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა,

Verse: 49V    
გუემად ] გუჱმად HIXU


Verse: 50  Link to ntkpl   
მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა უწყოდის.

Verse: 50V    
მონისაჲ ] მონისა X; მოელოდის ] მოელოდდეს Z


Verse: 51  Link to ntkpl   
და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

Verse: 51V    
განკუეთოს ] განკუჱთოს HIJXU; მუნ ] მუ J



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.