TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 22
Previous part

Chapter: 22 


Verse: 1  Link to ntkpl   და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა:


Verse: 2  Link to ntkpl   
ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ


Verse: 3  Link to ntkpl   
და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად.


Verse: 4  Link to ntkpl   
კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა, ესერა, პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.


Verse: 5  Link to ntkpl   
ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე -- თჳსსა აგარაკსა, რომელიმე -- სავაჭროსა თჳსსა.

Verse: 5V    
რომელიმე ] რომელი N


Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს.

Verse: 6V    
აგინნეს ] აგინეს HIN


Verse: 7  Link to ntkpl   
ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა.

Verse: 7V    
იგი (2) ] -- J


Verse: 8  Link to ntkpl   
მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს.

Verse: 8V    
თჳსთა ] მისთა X


Verse: 9  Link to ntkpl   
წარვედით მებოძირთა გზათასა და, რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას.

Verse: 9V    
რაოდენიცა ] რავდენიცა N; რაოდენიცა ] რაჲოდენიცა X


Verse: 10  Link to ntkpl   
და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოვეს ბოროტი და კეთილი, და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა.

Verse: 10V    
რაოდენი ] რაჲოდენი X; რაოდენი ] რავდენი N; პოვეს ] პოეს NX


Verse: 11  Link to ntkpl   
ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე.

Verse: 11V    
კაცი ] + ერთი X;


Verse: 12  Link to ntkpl   
და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა.

Verse: 12V    
და ... საქორწინე ] -- J; შემოხუედ ] შემოხუჱდ HIXU


Verse: 13  Link to ntkpl   
მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

Verse: 13V    
ეგე ] იგი I


Verse: 14  Link to ntkpl   
რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ -- რჩეულნი.

Verse: 14V    
მრავალ ] მრავალნი XJ; მცირედ რჩეულნი ] მცირედნი რჩეულ X


Verse: 15  Link to ntkpl   
მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე-უგონ მას.

Verse: 15V    
საფრჴე ] საბრჴე N; დაუგონ ] დაუგონ N


Verse: 16  Link to ntkpl   
და მიუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა.

Verse: 16V    
თქუეს ] თქუჱს J; ხარ ] + შენ HI; ჰზრუნავ ] ზრუნავ XU


Verse: 17  Link to ntkpl   
აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა, ანუ არა?

Verse: 17V    
მარქუ ] მარქჳ N; კეისრისა ] კეისრისაჲ JXU


Verse: 18  Link to ntkpl   
გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო?


Verse: 19  Link to ntkpl   
მიჩუენეთ მე დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი.

Verse: 19V    
მიჩუენეთ ] მიჩუჱნეთ HJXU; მე ] -- HIKJXU; იგი ] -- J; მათ ] -- K; მოართუეს ] მოართუჱს HJU


Verse: 20  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი?

Verse: 20V    
ჰრქუა ] და ჰრქუა U


Verse: 21  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.


Verse: 22  Link to ntkpl   
და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს.


Verse: 23  Link to ntkpl   
მას დღესა შინა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ, ჰკითხეს მას

Verse: 23V    
აღდგომაჲ ] + და N


Verse: 24  Link to ntkpl   
და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა.

Verse: 24V    
ესრეთ ] ესრე N; უკუეთუ ] უკუჱთუ K; ვინმე მოკუდეს ] ვისმე მოუკუდეს ძმაჲ J


Verse: 25  Link to ntkpl   
იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი, და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა,

Verse: 25V    
უკუე ] უკუჱ HIKJXU; მან ] ძმამან X


Verse: 26  Link to ntkpl   
ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე.


Verse: 27  Link to ntkpl   
ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი.

Verse: 27V    
ყოველთასა ] ყოველთაჲსა J


Verse: 28  Link to ntkpl   
აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად? რამეთუ ყოველთა ესუა იგი?

Verse: 28V    
უკუე ] უკუჱ HIKJXU; ვისა ] ვის X


Verse: 29  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ.


Verse: 30  Link to ntkpl   
რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა.

Verse: 30V    
იქორწინებოდიან ] იქორწინებოდია J; განქორწინებდენ ] განჰქორწინებდენ JXU


Verse: 31  Link to ntkpl   
ხოლო აღდგომისათჳს მკუდართაჲსა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს:


Verse: 32  Link to ntkpl   
მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი -- ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ.

Verse: 32V    
და ] -- K; ღმერთი (2) ] -- JX


Verse: 33  Link to ntkpl   
და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი.


Verse: 34  Link to ntkpl   
ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად.

Verse: 34V    
ფარისეველთა ] ფარისეველთაჲ U


Verse: 35  Link to ntkpl   
და ჰკითხა ერთმან მათგანმან, შჯულისმოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა:

Verse: 35V    
შჯულისმოძღუარმან ] სჯულისმოძღუარმან KJU


Verse: 36  Link to ntkpl   
მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს შჯულსა შინა?

Verse: 36V    
შჯულსა ] სჯულსა KJU


Verse: 37  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.


Verse: 38  Link to ntkpl   
ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ.


Verse: 39  Link to ntkpl   
და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.

Verse: 39V    
თჳსი ] მისი U


Verse: 40  Link to ntkpl   
ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.

Verse: 40V    
შჯული ] სჯული KJU


Verse: 41  Link to ntkpl   
შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ


Verse: 42  Link to ntkpl   
და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს? ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი.

Verse: 42V    
ჰრქუეს ] ჰრქუჱს I


Verse: 43  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს:

Verse: 43V    
უკუე ] უკუჱ HIJXU; ჰხადის ] ხადის U


Verse: 44  Link to ntkpl   
ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა?

Verse: 44V    
ქუეშე ] ქუჱშე HJX


Verse: 45  Link to ntkpl   
უკუეთუ დავით სულითა უფლად ჰხადის მას, ვითარ ძე მისი არს?

Verse: 45V    
უკუეთუ ] უკუჱთო X; ჰხადის ] ხადის XU


Verse: 46  Link to ntkpl   
და ვერ ვის ეძლო სიტყჳს-მი*გებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ.

Verse: 46V    
* აქედან იწყება Z; მისა ] მისსა KZ; იკადრა ] იკადა Z; მიერ ] მიერითგან X; მისა ] მისსა KNZ



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.