TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 21
Previous part

Chapter: 21 


Verse: 1  Link to ntkpl   და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი

Verse: 1V    
იერუსალჱმდ ] იჱლმ̃ად U; და (2) ] -- J


Verse: 2  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოვოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი.

Verse: 2V    
მაგას ] მას J; ჰპოვოთ ??? HIKXUJ


Verse: 3  Link to ntkpl   
და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი.

Verse: 3V    
არქუთ ] არქჳთ J; მოავლინნეს ] მუავლინნეს X; იგინი ] იგი X


Verse: 4  Link to ntkpl   
ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა:

Verse: 4V    
წინაწარმეტყუელისაჲ ] წინაჲსწარმეტყუელისაჲ X


Verse: 5  Link to ntkpl   
არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა, ესერა, მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზეზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა.

Verse: 5V    
და (2) ] -- N; კიცუსა ] კიცჳსა N


Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესუ.

Verse: 6V    
ეგრეთ ] ეგრე U


Verse: 7  Link to ntkpl   
და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა.

Verse: 7V    
მას ] + მას J


Verse: 8  Link to ntkpl   
ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.

Verse: 8V    
უმრავლესი ] უმრარვლესი K; დაუფენდა ] დაუფენდეს X


Verse: 9  Link to ntkpl   
და ერი იგი, რომელი წინაუვიდოდა და რომელი უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!


Verse: 10  Link to ntkpl   
და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე?

Verse: 10V    
იერუსალჱმდ ] იერუსალემად N; იერუსალჱმდ ] იჱსრუსალემად X; იერუსალჱმდ ] იჱლმ̃ად U; ქალაქი იგი ყოველი ] ყოველი იგი ქალაქი X


Verse: 11  Link to ntkpl   
ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ.

Verse: 11V    
ეტყოდა ] ეტყოდეს K; ეტყოდა ] იტყოდა X; გალილეაჲსაჲთ ] გალილიაჲსაჲთ X


Verse: 12  Link to ntkpl   
და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომელები იგი ტრედისმოფარდულთაჲ მათ დაუქცია.

Verse: 12V    
გამოასხა ] გამუასხა X; მათ (1) ] -- X; ტრედისმოფარდულთაჲ ] ტრედისმუფარდულთაჲ X; დაუქცია ] დააქცია X


Verse: 13  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.

Verse: 13V    
მათ ] მას X; მათ ] -- N


Verse: 14  Link to ntkpl   
და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი.

Verse: 14V    
განკურნნა ] განკურნა X


Verse: 15  Link to ntkpl   
და ვითარცა იხილეს მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელ-იგი ქმნნა სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდეს ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა,

Verse: 15V    
ოსანა ] ოსანნა K


Verse: 16  Link to ntkpl   
განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ჰე, არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ?

Verse: 16V    
ჰე ] ჰჱ HIKXJ; მწოვართაჲთა ] მწოართაჲთა K; დაამტკიცე ] დაემტიცოს U


Verse: 17  Link to ntkpl   
დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ.


Verse: 18  Link to ntkpl   
და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია.

Verse: 18V    
შეემშია ] შეჱმშია N


Verse: 19  Link to ntkpl   
და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არა რაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! -- და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად.

Verse: 19V    
მისა ] მისსა KN; არა ] არაჲ NJ; რაჲ ] -- N; პოვა ] პოა X


Verse: 20  Link to ntkpl   
ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი!

Verse: 20V    
მათ ] -- N


Verse: 21  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! -- იყოს ეგრე.

Verse: 21V    
არა ] -- U; ლეღჳსაჲ ] ლეღჳსა X; აღიფხუერ ] აღიფხუარ JXU; ეგრე ] ეგრეთ X


Verse: 22  Link to ntkpl   
და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ.

Verse: 22V    
რაოდენსა ] რავდენსა NJ; რაოდენსა ] რაჲოდენსა X; თქუენ ] თქუჱნ HI


Verse: 23  Link to ntkpl   
და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?


Verse: 24  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი; რომელი უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.


Verse: 25  Link to ntkpl   
ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, -- გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი?

Verse: 25V    
უკუე ] უკუჱ HIJU; უკუე ] -- KX


Verse: 26  Link to ntkpl   
და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, -- გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთავე, ვითარცა წინაწარმეტყუელი უპყრიეს იოვანე.

Verse: 26V    
გუეშინის ] გუჱშინის HXU


Verse: 27  Link to ntkpl   
და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. და ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.

Verse: 27V    
ჰრქუეს ] ჰრქუჱს I; ვიქმ ] ვიქმთ X; ამას ] -- X


Verse: 28  Link to ntkpl   
აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; მოვიდა პირველისა მის და ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა ჩემსა.


Verse: 29  Link to ntkpl   
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს, ხოლო უკუანაჲსკნელ შეინანა და წარვიდა.


Verse: 30  Link to ntkpl   
და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე, უფალო, -- და არა წარვიდა.

Verse: 30V    
მან ] -- K;


Verse: 31  Link to ntkpl   
ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: პირველმან მან. ჰრქუა მათ იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინაგიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა.

Verse: 31V    
ჰრქუეს ] ჰრქუჱს NX; მეზუერენი ] მეზუჱრენი HIKXJU


Verse: 32  Link to ntkpl   
რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი.

Verse: 32V    
მეზუერეთა ] მეზუჱრეთა HIKJXU; მეძავთა ] + არა U


Verse: 33  Link to ntkpl   
სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.


Verse: 34  Link to ntkpl   
და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა.

Verse: 34V    
მოიწია ] მოჲწია J; ნაყოფისა ] ნაყოფისაჲ X; მისნი ] თჳსნი N


Verse: 35  Link to ntkpl   
და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს.

Verse: 35V    
შეიპყრნეს ] შეიპყრეს X; მოსწყჳდნეს ] მოსყჳდნეს N


Verse: 36  Link to ntkpl   
კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს.

Verse: 36V    
ეგრეთვე ] ეგრევე N


Verse: 37  Link to ntkpl   
ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შე-ხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა?


Verse: 38  Link to ntkpl   
ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი, და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი.

Verse: 38V    
ქუეყანისმოქმედთა ] ქუეყანისა მოქმედთა X; და (1) ] -- XU; თქუეს ] თქუჱს H; მოვკლათ ] მოვკლავთ K


Verse: 39  Link to ntkpl   
და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენაჴისა მის და მოკლეს.

Verse: 39V    
მოკლეს ] + იგი X


Verse: 40  Link to ntkpl   
რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲმე უყოს ქუეყანისმოქმედთა მათ?

Verse: 40V    
უკუე ] უკუჱ HIKJXU


Verse: 41  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა.

Verse: 41V    
ქუეყანისმოქმედთა ] ქუეყანისა მოქმედთა NX


Verse: 42  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესუ: არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა? უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

Verse: 42V    
ჩუენთა ] ჩუჱნთა H; იყო ესე ] ესე იყო X


Verse: 43  Link to ntkpl   
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ვითარმედ მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა.

Verse: 43V    
მისსა ] მისა H; ჰყოფდენ ] ჰყ̃ფნ X


Verse: 44  Link to ntkpl   
და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს, და, რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი.

Verse: 44V    
მას ] ამას N


Verse: 45  Link to ntkpl   
და ესმნეს რაჲ მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუნა,


Verse: 46  Link to ntkpl   
და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ, ვითარცა წინაწარმეტყუელი, აქუნდა მათ იგი.

Verse: 46V    
მათ იგი ] იგი მათ N




Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.