TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 18
Previous part

Chapter: 18 


Verse: 1  Link to ntkpl   მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინმე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა?

Verse: 1V    
შინა ] -- K; იესუს მოწაფენი ] მოწაფენი იესუს X


Verse: 2  Link to ntkpl   
და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა


Verse: 3  Link to ntkpl   
და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.

Verse: 3V    
მოიქცეთ ] მოჲქცეთ J


Verse: 4  Link to ntkpl   
რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა.


Verse: 5  Link to ntkpl   
და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს.

Verse: 5V    
შემიწყნარებს ] შემიწყნარა K


Verse: 6  Link to ntkpl   
და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა.

Verse: 6V    
მისა ] მისსა KU; მისა ] მისდა X


Verse: 7  Link to ntkpl   
ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური.


Verse: 8  Link to ntkpl   
უკუეთუ ჴელი შენი ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთენ იგი და განაგდენ შენგან. უმჯობეს არს შენდა შესლვაჲ ცხორებასა მკელობელისა, გინა უჴელოჲსაჲ, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ, და შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა.

Verse: 8V    
მოიკუეთენ ] მოიკუჱთენ HIUX; მოიკუეთენ ] მოჲკუჱთენ J; განაგდენ ] განაგდე UX; მკელობელისა ] მკელობლისა J; მკელობელისა ] მკელობელისაჲ UX; უჴელოჲსაჲ ] უჴელოჲსა X; და (1) ] ანუ U


Verse: 9  Link to ntkpl   
და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან. უმჯობეს არს შენდა ერთთუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისასა.

Verse: 9V    
აღმოიღე ] აღმოჲღე J; ერთთუალისაჲ ] ერთთუალისა X; გეჰენიასა ] გეჰჱნიასა I


Verse: 10  Link to ntkpl   
ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა.

Verse: 10V    
ნუუკუე ] ნუუკუჱ HIKJUX; ჰხედვენ ] ხედვენ HIKJUX


Verse: 11  Link to ntkpl   
რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა.


Verse: 12  Link to ntkpl   
ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შესცთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა ოთხმეოცდაათცხრამეტნი იგი მთათა ზედა, და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი?

Verse: 12V    
არამე ] არა X; მოიძიოს ] მოჲძიოს J


Verse: 13  Link to ntkpl   
და რაჟამს პოვოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ, უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდაათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს.

Verse: 13V    
პოვოს ] პოოს HIKJUX; არა ] არაჲ X


Verse: 14  Link to ntkpl   
ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი.

Verse: 14V    
ზეცათაჲსაჲ ] ზეცათაჲსა JUX


Verse: 15  Link to ntkpl   
ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი;

Verse: 15V    
რაჟამს ] რაჲჟამს X; ხოლო ] -- X


Verse: 16  Link to ntkpl   
ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ.


Verse: 17  Link to ntkpl   
ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი.

Verse: 17V    
უკუეთუ ] უკუჱთუ (!) H; მეზუერე ] მეზუჱრე HIJUX


Verse: 18  Link to ntkpl   
ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა და, რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.

Verse: 18V    
რაოდენი (1) ] რავდენი N; რაოდენი (1) ] რაჲოდენი X; შეჰკრათ ] + თქუენ X; რაოდენი (2) ] რავდენი N; რაოდენი (2) ] რაჲოდენი X; განჰჴსნათ ] გაჰჴსნათ X


Verse: 19  Link to ntkpl   
კუალად ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა.


Verse: 20  Link to ntkpl   
რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა.


Verse: 21  Link to ntkpl   
მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენგზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდგზისამდეა?

Verse: 21V    
რაოდენგზის ] რავდენგზის NJ; რაოდენგზის ] რაჲოდენგზის X; შემცოდოს ] + მე U


Verse: 22  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: არა გეტყჳ შენ ვიდრე შჳდგზისამდე, არამედ ვიდრე სამეოცდაათ შჳდგზის.

Verse: 22V    
შჳდგზისამდე ] შჳდგზისადმდე NU


Verse: 23  Link to ntkpl   
ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა.

Verse: 23V    
ემსგავსა ] ემსგავსოს N; სიტყჳსა განგებაჲ ] სიტყჳს-გებაჲ J


Verse: 24  Link to ntkpl   
და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა ტალანტისაჲ.

Verse: 24V    
განგებად ] განგებაჲ X


Verse: 25  Link to ntkpl   
და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი.

Verse: 25V    
და (2) ] -- X


Verse: 26  Link to ntkpl   
დავარდა უკუე მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ.

Verse: 26V    
უკუე ] უკუჱ HIJUX


Verse: 27  Link to ntkpl   
შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანანადებიცა იგი მიუტევა მას.


Verse: 28  Link to ntkpl   
და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მის თანამონაჲ, რომელსა თანაედვა მისი ასი დრაჰკანი, შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა-იგი თანაგაც.

Verse: 28V    
პოვა ] პოა NX; შეაშთობდა ] შიაშთობდა X


Verse: 29  Link to ntkpl   
შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი, და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ.

Verse: 29V    
და (2) ] რამეთუ U


Verse: 30  Link to ntkpl   
ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანანადები იგი.


Verse: 31  Link to ntkpl   
იხილეს რაჲ მის თანამონათა მათ საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იქმნა.

Verse: 31V    
ყოველივე ] ყოველი N


Verse: 32  Link to ntkpl   
მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მიგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე.


Verse: 33  Link to ntkpl   
არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანამონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?

Verse: 33V    
შენდაცა ] შენდა U; შენ (3) ] -- U


Verse: 34  Link to ntkpl   
და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანანადები მისი.

Verse: 34V    
იგი (2) ] -- J; ჴელთა ] ჴელსა X


Verse: 35  Link to ntkpl   
ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი.

Verse: 35V    
ეგრეთცა ] ეგრეცა JX



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.