TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 19
Previous part

Chapter: 19 


Verse: 1  Link to ntkpl   და იყო, ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ იორდანესა.


Verse: 2  Link to ntkpl   
და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ.


Verse: 3  Link to ntkpl   
მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა?


Verse: 4  Link to ntkpl   
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი?

Verse: 4V    
შექმნნა ] შექმნა J


Verse: 5  Link to ntkpl   
და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამამან თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც.

Verse: 5V    
დაუტეოს ] განუტეოს J; შეეყოს ] შეჱყოს N


Verse: 6  Link to ntkpl   
ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც, აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს.

Verse: 6V    
უკუე ] უკუჱ HIJUX


Verse: 7  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად?

Verse: 7V    
მას ] -- K; უკუე ] უკუჱ HIKJUX


Verse: 8  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო.

Verse: 8V    
ხოლო ] რამეთუ U; იყო ] იყოს J


Verse: 9  Link to ntkpl   
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს.


Verse: 10  Link to ntkpl   
ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესეოდენი ბრალი არს კაცისაჲ დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ.

Verse: 10V    
ჰრქუეს ] ჰრქუჱს I; მას ] -- X; უკუეთუ ] უკუჱთუ X; ესეოდენი ] ესოდენი HIKNJU


Verse: 11  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს.


Verse: 12  Link to ntkpl   
რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ.

Verse: 12V    
გამოისაჭურისნეს (1) ] გამოჲსაჭურისნეს J; გამოჲსაჭურისნეს (2) ] გამოჲსაჭურისნეს J; გამოისაჭურისნეს (1) ] გამოისაჭურისსეს U


Verse: 13  Link to ntkpl   
მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი. ხოლო მოწაფენი ჰრისხვიდეს მათ.

Verse: 13V    
რაჲთამცა ] რაჲთა J; დასდვა ] დადვა J


Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ.


Verse: 15  Link to ntkpl   
და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ,


Verse: 16  Link to ntkpl   
აჰა, მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?


Verse: 17  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არა ვინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი. ხოლო თუ უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი.

Verse: 17V    
უკუეთუ ] უკუჱთუ H; დაიმარხენ ] დაჲმარხენ N


Verse: 18  Link to ntkpl   
ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას: ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო,

Verse: 18V    
არა იპარო, არა იმრუშო ] არა იმრუშო, არა იპარო U


Verse: 19  Link to ntkpl   
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.

Verse: 19V    
და (2) ] -- X


Verse: 20  Link to ntkpl   
ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან, რაჲღა მაკლს მე?


Verse: 21  Link to ntkpl   
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, და მოვედ და შემომიდეგ მე.


Verse: 22  Link to ntkpl   
და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად.


Verse: 23  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა.


Verse: 24  Link to ntkpl   
და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა.


Verse: 25  Link to ntkpl   
ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვისმე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად?

Verse: 25V    
ცხოვნებად ] ცხორებად N


Verse: 26  Link to ntkpl   
მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს.

Verse: 26V    
მიჰხედა ] მიხედა KJX


Verse: 27  Link to ntkpl   
მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა, ესერა, ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ: რაჲმე იყოს ჩუენდა?

Verse: 27V    
ყოველი ] ყოველივე UX


Verse: 28  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განშჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა.

Verse: 28V    
შობასა ] შუჱბასა U; განსჯად ] განსჯად KJUX


Verse: 29  Link to ntkpl   
და ყოველმან რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს.

Verse: 29V    
დაუტევა ] დაუტვა J; ანუ ] გინა U; აგარაკნი ] აგარაკი UX


Verse: 30  Link to ntkpl   
ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკუანანი -- წინა.

Verse: 30V    
იყვნენ ] იყვნეს U



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.