TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 16
Previous part

Chapter: 16 


Verse: 1  Link to ntkpl   და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ.

Verse: 1V    
უჩუენოს ] უჩუჱნოს XU


Verse: 2  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ.

Verse: 2V    
ყუდრო ] ყუდროჲ J


Verse: 3  Link to ntkpl   
და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისჴმის-ყოფად.


Verse: 4  Link to ntkpl   
ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა.

Verse: 4V    
წინაწარმეტყუელისაჲ ] წინაჲსწარმეტყუელისაჲ KX


Verse: 5  Link to ntkpl   
და მო-რაჲ-ვიდეს მოწაფენი მისნი მიერ წიაღ და დაავიწყდა მათ პური მიღებად.


Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.


Verse: 7  Link to ntkpl   
ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულსა თჳსსა და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა მოვიღეთ.


Verse: 8  Link to ntkpl   
გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, მცირედმორწმუნენო, რამეთუ პურნი არა მოიხუენით?

Verse: 8V    
ზრახავთ ] ზრახავთ U; მოიხუენით ] მოიხუჱნით HJU; მოიხუენით ] მოჲხუენით J


Verse: 9  Link to ntkpl   
არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ ხუთთა მათ პურთაჲ და ხუთათასთაჲ მათ, და რაოდენი გოდორი აღიღეთ?

Verse: 9V    
მოიჴსენეთ ] მოჲჴსენეთ J; რაოდენი ] რავდენი N; რაოდენი ] რაჲოდენი X


Verse: 10  Link to ntkpl   
და არცა შჳდთა მათ პურთაჲ და ოთხათასთაჲ მათ, და რაოდენი სფჳრიდი აღიღეთ?

Verse: 10V    
პურთაჲ ] პურთა U; რაოდენი ] რავდენი NJ; რაოდენი ] რაჲოდენი X; სფჳრიდი ] სფურიდი HINJU


Verse: 11  Link to ntkpl   
ვითარ არა გიცნობიეს, რამეთუ არა პურისათჳს გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.

Verse: 11V    
გარქუ ] გარქჳ N


Verse: 12  Link to ntkpl   
მაშინ გულისჴმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ ცომისაგან პურისა, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა.


Verse: 13  Link to ntkpl   
მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია-ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან ჩემთჳს კაცთა? ძისა კაცისა ყოფად?

Verse: 13V    
ჩემთჳს ] -- HIK


Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე: იოვანე ნათლისმცემელი, -- რომელთამე: ელია, -- და სხუათა: იერემია, გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.

Verse: 14V    
ჰრქუეს ] ჰრქუჱს I; ჰრქუეს ] ჰრქუჱს + მას U;


Verse: 15  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?


Verse: 16  Link to ntkpl   
მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ.


Verse: 17  Link to ntkpl   
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან.

Verse: 17V    
გამოგიცხადეს ] + შენ U


Verse: 18  Link to ntkpl   
და მე გეტყჳ შენ: რამეთუ შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.


Verse: 19  Link to ntkpl   
და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.

Verse: 19V    
სასუფეველისა ] სასუფეველისანი I; განჰჴსნა ] განჰჴსნათ U


Verse: 20  Link to ntkpl   
მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე.

Verse: 20V    
იესუ ] იესო I


Verse: 21  Link to ntkpl   
მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.

Verse: 21V    
მისა ] მისსა K; მისა ] მისი JX; იერუსალჱმდ ] იჱლ̃მად JU; იერუსალჱმდ ] იერუსალიმად X


Verse: 22  Link to ntkpl   
და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე.

Verse: 22V    
მისა ] მისსა KN; შენდობა ] შენდობაჲ JX; იყავნ ] იყავ X; უფალო ] + რამეთუ U


Verse: 23  Link to ntkpl   
ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.


Verse: 24  Link to ntkpl   
მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.

Verse: 24V    
უვარ-ყავნ ] უარ-ყავნ NJX


Verse: 25  Link to ntkpl   
რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.

Verse: 25V    
ვისმე უნდეს ] უნდეს ვისმე X


Verse: 26  Link to ntkpl   
რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?


Verse: 27  Link to ntkpl   
რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

Verse: 27V    
ძჱ ] ძე HINJXU


Verse: 28  Link to ntkpl   
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა.

Verse: 28V    
ამენ ] ამინ I



Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.