Verse: 22და, აჰა, ესერა, დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.
Verse: 23ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ.
Verse: 28მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ, დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
Verse: 29და წარვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ.
Verse: 30და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვა მათ თანა მკელობლები, ბრმები, ყრუნი, ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი, თითოსახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერჴთა თანა მისთა, და განკურნნა იგინი.
Verse: 31ვიდრე უკჳრდაცა ერსა მას, ხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ხედვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა.
Verse: 32ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აჰა, ესერა, სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა.
This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).
Copyright TITUS Project,
Frankfurt a/M, 16.2.2022.
No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.