TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 14
Previous part

Chapter: 14 


Verse: 1  Link to ntkpl   მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსი,


Verse: 2  Link to ntkpl   
და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლისმცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა.


Verse: 3  Link to ntkpl   
რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა.

Verse: 3V    
შეაყენა ] შიაყენა X


Verse: 4  Link to ntkpl   
რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად.


Verse: 5  Link to ntkpl   
და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი.


Verse: 6  Link to ntkpl   
და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი.


Verse: 7  Link to ntkpl   
რომლისათჳს ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოვოს,

Verse: 7V    
ითხოვოს ] ითხოოსKNJU; ითხოვოს ] ითხოეს X


Verse: 8  Link to ntkpl   
ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლისმცემელისაჲ.

Verse: 8V    
მე ] -- K; ლანკნითა ] ლაკნითა NJUX; იოვანესი ] იოვანე K


Verse: 9  Link to ntkpl   
და შე-ღათუ-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა, ბრძანა მიცემად იგი მას.

Verse: 9V    
შე-ღათუ-წუხნა ] შე-ღა-წუხნა J; ბრძანა ] ბძანა X; მიცემად იგი ] მიცემად იგი J


Verse: 10  Link to ntkpl   
და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა.

Verse: 10V    
მოჰკუეთა ] მოჰკუჱთა HIJU;


Verse: 11  Link to ntkpl   
და მოართუეს თავი მისი ლაკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა.

Verse: 11V    
მოართუეს ] მოართუჱს HUX; მისა ] მისსა X


Verse: 12  Link to ntkpl   
და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს.

Verse: 12V    
იესუს ] იესოს I


Verse: 13  Link to ntkpl   
ხოლო ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან.

Verse: 13V    
ხოლო ] -- HIK; მისდევდეს მას ] მისდევდეს -- J


Verse: 14  Link to ntkpl   
და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნნა სნეულნი მათნი.


Verse: 15  Link to ntkpl   
და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი.

Verse: 15V    
მოუჴდეს ] + მას X; ჰრქუეს ] ჰრქუჱს I; განუტევე ] და განუტევე X


Verse: 16  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი.


Verse: 17  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.

Verse: 17V    
ჰრქუეს ] ჰრქუჱს I; არა ] არაჲ X


Verse: 18  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესუ: მომართუთ მე იგი აქა!

Verse: 18V    
მომართუთ ] მომართჳთ JUX


Verse: 19  Link to ntkpl   
და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცნა პურნი იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას.

Verse: 19V    
მოიღო ] მოჲღო J


Verse: 20  Link to ntkpl   
და ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე.


Verse: 21  Link to ntkpl   
ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.


Verse: 22  Link to ntkpl   
და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინაწარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი.


Verse: 23  Link to ntkpl   
და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ.

Verse: 23V    
ლოცვად ] ილოცვიდა HI


Verse: 24  Link to ntkpl   
ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო.

Verse: 24V    
იგუემებოდა ] იგუჱმებოდა HUX


Verse: 25  Link to ntkpl   
და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა.

Verse: 25V    
მათა ] -- N


Verse: 26  Link to ntkpl   
ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს, ვითარმედ: საუცარ რაჲმე არს, -- და შიშისაგან ღაღად-ყვეს.

Verse: 26V    
თქუეს ] თქუჱს J; საუცარ ] საუცარი K; საუცარ ] საოცარ JUX; ღაღად-ყვეს ] ღაღატ-ყვეს HI


Verse: 27  Link to ntkpl   
მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით! მე ვარ, ნუ გეშინინ!


Verse: 28  Link to ntkpl   
მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა.


Verse: 29  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა, და მოვიდოდა იესუჲსა,

Verse: 29V    
მოვედ ] მოვიდა X; იესუჲსა ] იესუსსა KJ;


Verse: 30  Link to ntkpl   
და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო, მიჴსენ მე!

Verse: 30V    
შეეშინა ] შეჱშინა N; ღაღად- ] ღაღატ- HIK


Verse: 31  Link to ntkpl   
და მეყსეულად განყო ჴელი იესუ, უპყრა მას და ჰრქუა: მცირედმორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი?

Verse: 31V    
იესუ ] + და KN; მცირედმორწმუნეო ] მცირედმორწმუნენო X; შეორგულდი ] შეორგულდით X


Verse: 32  Link to ntkpl   
და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დასცხრა ქარი იგი.

Verse: 32V    
აღვიდეს იგი ] აღვიდა იგი J; შინა ] -- NJUX; დაცხრა ] დაცხრა HIK


Verse: 33  Link to ntkpl   
ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ.

Verse: 33V    
რომელნი-იგი ] რომელნი X; თაყუანის-სცეს ] თაყუანისცეს HIKU


Verse: 34  Link to ntkpl   
და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა.


Verse: 35  Link to ntkpl   
და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული.

Verse: 35V    
იგი ] -- HI; წარავლინნეს ] წარავლინეს KNUX; მოართუეს ] მოართუჱს HIJU


Verse: 36  Link to ntkpl   
და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს.

Verse: 36V    
ფესუსა ] ფესუსსა X; რაოდენთა ] რაჲოდენთა X; რაოდენთა ] რავდენთა NX; შეახეს ] შიახეს X; ცხონდეს ] ცხოვნდეს U




Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.