TITUS
Tetraevangelium (redactio athonensis)
Part No. 13
Previous part

Chapter: 13 


Verse: 1  Link to ntkpl   მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღჳსკიდესა.


Verse: 2  Link to ntkpl   
და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳსკიდესა დგა.

Verse: 2V    
მისა (1) ] მისსა K; მისა (2) ] მისსა K


Verse: 3  Link to ntkpl   
და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა, გამოვიდა მთესვარი თესვად,


Verse: 4  Link to ntkpl   
და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი.

Verse: 4V    
რომელიმე ] რომელი X; იგი ] -- J


Verse: 5  Link to ntkpl   
და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ,

Verse: 5V    
კლდოვანსა ] კლდოანსა UX; არა ] არაჲ X


Verse: 6  Link to ntkpl   
მზე რაჲ აღმოჰჴდა, და დაცხა, და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.

Verse: 6V    
აღმოჰჴდა ] აღმოჴდა NJ; და (1) ] -- HIKJUX; დაცხა ] დასცხა HIKNJU; დაებნეს ] ებნეს X; დაებნეს ] + და UX


Verse: 7  Link to ntkpl   
და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.

Verse: 7V    
აღმოსცენდეს ] აღმოჰცენდეს X; შეაშთვეს ] შიაშთვეს X


Verse: 8  Link to ntkpl   
და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე -- სამეოცსა, რომელიმე -- ოცდაათსა.

Verse: 8V    
ასსა ] + და U


Verse: 9  Link to ntkpl   
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!


Verse: 10  Link to ntkpl   
და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ?


Verse: 11  Link to ntkpl   
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს.

Verse: 11V    
საიდუმლოჲ ] საჲდუმლოჲ NJ; ცათაჲსაჲ ] ცათაჲსა UX


Verse: 12  Link to ntkpl   
რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუს, მო-ვე-ეღოს მას.

Verse: 12V    
აქუს ] აქოს K


Verse: 13  Link to ntkpl   
ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ჰხედვენ, და არა ჰხედვენ, ესმის, და არა ესმის, არცა გულისჴმა-ყვიან.

Verse: 13V    
რამეთუ ] -- X; ჰხედვენ (1) ] ხედვენ HIKJUX; ჰხედვენ (2) ] ხედვენ HIKJUX;


Verse: 14  Link to ntkpl   
და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი ესაიაჲსი: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ.

Verse: 14V    
ჰხედვიდეთ ] ხედვიდეთ HIKJUX


Verse: 15  Link to ntkpl   
რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი.

Verse: 15V    
განზრქნა ] განზრქა HINJUX; ნუუკუე ] ნუუკუჱ HIKJUX; მოიქცენ ] მოჲქცენ J; განვკურნნე ] განვკურნე X


Verse: 16  Link to ntkpl   
ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ჰხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის.

Verse: 16V    
ჰხედვენ ] ხედვენ HIKJUX;


Verse: 17  Link to ntkpl   
ამენ გეტყჳ თქუენ: რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ჰხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი გესმის, და არა ესმა.

Verse: 17V    
ჰხედავთ ] ხედავთ HIKJUX


Verse: 18  Link to ntkpl   
ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ.


Verse: 19  Link to ntkpl   
ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული იგი გულისაგან მისისა: ესე არს, რომელი-იგი გზასა ზედა დაეთესა.

Verse: 19V    
ესმეს ] ესმის U; გულისხუმა- ] გულისხუმა- U


Verse: 20  Link to ntkpl   
ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და მეყსეულად სიხარულით მიიღის იგი.

Verse: 20V    
რომელი-იგი ] რომელი X; კლდოვანსა ] კლდოანსა JUX;


Verse: 21  Link to ntkpl   
ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თჳსსა, არამედ საწუთო არნ. და რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდის იგი..

Verse: 21V    
არამედ ] რამეთუ J; საწუთო ] საწუთრო KX;


Verse: 22  Link to ntkpl   
ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.

Verse: 22V    
შეაშთვის ] შიაშთვის X


Verse: 23  Link to ntkpl   
ხოლო რომელ-იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინა, და გულისჴმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმანმე ასი, რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოცდაათი.

Verse: 23V    
გულისჴუმა ] გულისხუმა U; გამოიღო ] გამოჲღო J; ასი რომელმანმე ] -- X


Verse: 24  Link to ntkpl   
სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა.


Verse: 25  Link to ntkpl   
და ვითარცა დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა მას და წარვიდა.


Verse: 26  Link to ntkpl   
და ოდეს აღმოსცენდა ჯეჯლი იგი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა ღუარძლი იგი.

Verse: 26V    
და (1) ] ხოლო UJX; გამოიღო ] გამოჲღო J


Verse: 27  Link to ntkpl   
მოვიდეს მონანი იგი და უთხრეს სახლისა უფალსა მას და ჰრქუეს: უფალო, ანუ არა თესლი კეთილი დასთესეა აგარაკსა შენსა? ვინაჲ აღმოსცენდა ღუარძლი?

Verse: 27V    
მოვიდეს ] და მოვიდეს U; ჰრქუეს ] ჰრქუჱს I; ანუ ] -- X; დასთესეა ] დასთესე HINJ


Verse: 28  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა: მტერმან კაცმან ყო იგი. ხოლო მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავსა, რაჲთა მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი?

Verse: 28V    
იგი (1) ] ეგე U; ჰრქუეს ] ჰრქუჱს I; გუნებავს ] გუნებავს J


Verse: 29  Link to ntkpl   
ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე შეკრებასა ღუარძლისასა აღმოჰფხურათ იფქლიცა.

Verse: 29V    
ნუუკუე ] ნუუკუჱ HIJUX


Verse: 30  Link to ntkpl   
აცადეთ იგი თანააღორძინებად ურთიერთას, ვიდრე ჟამადმდე მკისა, და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა მათ: შეკრიბეთ პირველად ღუარძლი იგი და შეკართ ძნეულად, რაჲთა დაიწუას იგი, ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა.


Verse: 31  Link to ntkpl   
სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა,

Verse: 31V    
მოიღო ] მოჲღო J


Verse: 32  Link to ntkpl   
რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა.

Verse: 32V    
აღორძნდის ] აღორძდის N


Verse: 33  Link to ntkpl   
მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუვნა იგი ყოვლად.

Verse: 33V    
მოიღო ] მოჲღო J; ვიდრემდე ] ვ̃ე X


Verse: 34  Link to ntkpl   
ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ,


Verse: 35  Link to ntkpl   
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იგი წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისაჲთ.


Verse: 36  Link to ntkpl   
მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ და აგარაკისაჲ.

Verse: 36V    
ჰრქუეს ] ჰრქუჱს I; იგი (1) ] ესე X; ღუარძლისაჲ ] ღუარძლისა NJ; იგი (2) ] ესე X


Verse: 37  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს;


Verse: 38  Link to ntkpl   
ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი.

Verse: 38V    
ესე (2) ] ესენი J


Verse: 39  Link to ntkpl   
ხოლო მტერი იგი, რომელმან დასთესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ; და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი.

Verse: 39V    
იგი ] -- U; აღსასრული ] აღსსრული J


Verse: 40  Link to ntkpl   
ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ.


Verse: 41  Link to ntkpl   
რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნენ სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უშჯულოებისანი

Verse: 41V    
შეკრიბნენ ] შეკრიბნეს HIKU; უშჯულოებისანი ] უსჯულოებისანი KJUX


Verse: 42  Link to ntkpl   
და შესთხინნენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

Verse: 42V    
შესთხინნეს ] შესთხინეს U


Verse: 43  Link to ntkpl   
მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!


Verse: 44  Link to ntkpl   
კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან, და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.

Verse: 44V    
პოვა ] პოა NUX; მოიყიდა ] მოჲყიდა J


Verse: 45  Link to ntkpl   
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა.

Verse: 45V    
მერმე ] -- X


Verse: 46  Link to ntkpl   
და პოვის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალსასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი.

Verse: 46V    
პოვის ] პოის HIKNX; პოვის ] პოჲს J; მოიყიდა ] მოჲყიდა J


Verse: 47  Link to ntkpl   
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის.

Verse: 47V    
მერმე ] -- X


Verse: 48  Link to ntkpl   
და ოდეს აღივსის, გამოიღიან იგი ზღჳსკიდესა, და დაასხიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარეგანსთხიიან.

Verse: 48V    
გამოიღიან ] გამოჲღიან J; ჯერკუალი ] ჯირკუალი X


Verse: 49  Link to ntkpl   
ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა

Verse: 49V    
იყოს ] იყო X; აღსასრული ] აღსსრული J; აღსსრული + იგი U


Verse: 50  Link to ntkpl   
და შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა, მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.


Verse: 51  Link to ntkpl   
ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.

Verse: 51V    
ჰრქუეს ] ჰრქუჱს I; ჰე ] ჰჱ HIKJX


Verse: 52  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა, სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი.

Verse: 52V    
გამოიღის ] გამოჲღის J; ძუელი ] ძუჱლი HJUX


Verse: 53  Link to ntkpl   
და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ

Verse: 53V    
ესე ] + და X


Verse: 54  Link to ntkpl   
და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი?

Verse: 54V    
ამისა ] ამისსა KNU


Verse: 55  Link to ntkpl   
ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი: იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა?

Verse: 55V    
ხუროჲსა ] ხუროჲს K; არა (2) ] -- K; ჰრქჳან ] ჰქჳან UX; იოსებ ] იოსე NJUX


Verse: 56  Link to ntkpl   
და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?

Verse: 56V    
შორის ] თანა J; უკუე ] უკუჱ HIIUX; ამისა ] ამისსა KNU


Verse: 57  Link to ntkpl   
და დაბრკოლდებოდეს მისთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა.

Verse: 57V    
დაბრკოლდებოდეს ] დაჰბრკოლდებოდეს HIKJUX


Verse: 58  Link to ntkpl   
და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.

Verse: 58V    
ქმნნა ] ქმნა X




Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio athonensis).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 16.2.2022. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.