ესე თქუა იესუ და გამოვიდა მოწაფეთა მისთა თანა წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი.
იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალგზის იესუ შესრულ იყო მუნ მოწაფეთა მისთა თანა.
ხოლო იუდა წარიყვანა ერი მღდელთ-მოძღუართაგან და ფარისეველთა მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და საჭურველითა.
ხოლო იესუ იცოდა ყოველივე იგი მომავალი მის ზედა, გამოვიდა და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ?
მიუგეს და ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. -- დგა იუდაცა, მიმცემელი მისი, მათ თანა.
და ვითარცა ჰრქუა მათ, ვითარმედ: მე ვარ, უკუნიქცეს გარე და დაეცნეს ქუეყანასა.
და მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს: იესუს ნაზარეველსა.
ჰრქუა მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ მე ვარ. უკუეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ.
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ იესუ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი.
ხოლო სიმონ-პეტრეს აქუნდა მახჳლი, აღმოიჴადა იგი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენჱ. ხოლო იყო სახელი მონისაჲ მის მალქოს.
ჰრქუა იესუ პეტრეს: დადევ მახჳლი ქარქაშსა! სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა?
ხოლო კრებულმან მან და ათასისთავმან და მსახურთა ჰურიათამან შეიპყრეს იესუ და შეკრეს იგი.
და მიიყვანეს იგი ანაჲსა პირველად, რამეთუ იყო იგი სიმამრი კაიაფაჲსი, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ.
ხოლო იყო კაიაფა, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათჳს.
ხოლო მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო მოწაფეჱ იგი ერთი მეცნიერი იყო მღდელთ-მოძღურისაჲ და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა მას მღდელთ-მოძღურისასა.
ხოლო პეტრე დგა კართა თანა გარეშე. განვიდა მოწაფეჱ იგი სხუაჲ, რომელი იყო მეცნიერ მღდელთ-მოძღურისა, და ჰრქუა მეკარესა მას დედაკაცსა და შეიყვანა პეტრე.
ჰრქუა მჴევალმან მან მეკარემან პეტრეს: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარ ამის კაცისათაჲ? ხოლო პეტრე ჰრქუა: არა ვარ.
დგეს მონანი იგი და მსახურნი მღდელთ-მოძღუართანი, ნაკუერცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინელი იყო, და ტფებოდეს. და იყო მათ თანა პეტრეცა, დგა და ტფებოდა.
ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან ჰკითხა იესუს მოწაფეთა მისთათჳს და მოძღურებისა მისისათჳს.
მიუგო მას იესუ და ჰრქუა: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა და მე მარადის ვასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა ყოველნი ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას ვეტყოდე.
რაჲსა მკითხავ მე? ჰკითხე მათ, რომელთა ესმოდა, რასა ვასწავებდ მათ. აჰა, ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ.
და ვითარცა ესე თქუა მან, ერთმან წინაშემდგომელმან მსახურმან სცა ყურიმალსა იესუს და ჰრქუა: ესრჱთ სიტყუას უგება მღდელთ-მოძღუარსა?
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ -- კეთილსა, რაჲსათჳს მცემ მე?
და მიავლინა იგი ანა კრული კაიაფაჲსა, მღდელთ-მოძღურისა.
ხოლო სიმონ-პეტრე დგა და ტფებოდა. ჰრქუეს მას მუნ მდგომარეთა მათ: ნუუკუე შენცა მოწაფეთა მისთაგანი ხარ? უვარ-ყო მან და თქუა: არა ვარ.
ჰრქუა მას ერთმან მონათაგანმან მღდელთ-მოძღურისამან -- ნათესავი იყო მისი, რომელსა წარეკუეთა ყური -- არა მე გიხილეა მტილსა მას შინა მის თანა?
და მერმე კუალად უვარ-ყო პეტრე. და მეყსეულად ქათამი ყივა.
და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიადი. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა შეჭამონ პასექი იგი.
გამოვიდა პილატე მათა გარე და ჰრქუა მათ: რასა შესმენასა მოიღებთ კაცსა ამას ზედა?
მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა იყო ბოროტისმოქმედი, არამცა მიგეცით შენ ეგე.
ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ თქუენ ეგე და შჯულისაებრ თქუენისა განიკითხეთ. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ.
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ თქუა და აუწყა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ.
შევიდა პილატე კუალად ტაძრად და შეჰხადა მუნ იესუს და ჰრქუა მას: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ?
ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით მაგას იტყჳ, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს?
მიუგო მას პილატე და ჰრქუა: ნუუკუე მე ჰურიაჲ ვარა? ნათესავთა შენთა და მღდელთ-მოძღუართა მომცეს მე შენ. რაჲ გიქმნიეს?
მიუგო მას იესუ და ჰრქუა: მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა, ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით.
ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარი შენა? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, ვითარმედ მეუფჱ ვარი მე. მე ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი იყოს ჭეშმარიტებისაგანი, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ.
ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ? და ვითარცა ესე თქუა, კუალად გამოვიდა ჰურიათა და ჰრქუა მათ: მე არცა ერთი ბრალი ვპოვე ამის თანა.
ხოლო არს ჩუეულებაჲ თქუენი, რაჲთა ერთი მოგიტევო თქუენ პასქასა ამას. გნებავსა, მიგიტევო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ?
ღაღად-ყვეს ყოველთა და თქუეს: ნუ ეგე, არამედ ბარაბა. და იყო ბარაბა ესე ავაზაკი.