ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ.
კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.
და ესე გიყონ, რამეთუ არა იცნეს მამაჲ ჩემი, არცა მე.
არამედ ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა, რაჟამს მოიწიოს ჟამი იგი, მოიჴსენოთ მათი, რამეთუ მე გარქუ თქუენ, ესე პირველითგან არა გარქუ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.
ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე, ვიდრე ხუალ?
არამედ ამასღა გეტყოდე თქუენ: მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენი.
არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა.
და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სიმართლისა და საშჯელისა:
ცოდვისათჳს ესრჱთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ.
ხოლო სიმართლისათჳს, რამეთუ მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე;
ხოლო საშჯელისათჳს, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ დაშჯილ არს.
ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა მიმართ, არამედ არღა ძალ-გიც ტჳრთვად აწ.
ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თჳსით, არამედ რაოდენი-რაჲ ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ.
მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ.
ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს, და ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ: ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ.
მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; კუალად მცირედ, და მიხილოთ მე.
თქუეს მოწაფეთა მისთა ურთიერთას: რაჲ არს ესე, რომელსა მეტყჳს ჩუენ: მცირედ, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, და მე მივალ მამისა ჩემისა?
და იტყოდეს: რაჲ არს მცირედ? არა ვიცით, რასა იტყჳს.
გულისხმა-ყო იესუ, რამეთუ უნდა კითხვის, და ჰრქუა მათ: ამისთჳს გამოეძიებთ ურთიერთას, რამეთუ ვთქუ: მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედ, და მიხილოთ მე?
ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ, ხოლო მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გარდაიქცეს.
დედაკაცი რაჟამს შობნ, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი. ხოლო რაჟამს შვის ყრმაჲ, არღარა მოიჴსენის ჭირი სიხარულითა მით, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა.
ხოლო თქუენ აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.
და მას დღესა შინა მე არარაჲ მკითხოთ. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ რაჲმე სთხოვოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.
აქამომდე არარაჲ გითხოვიეს. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი იყოს სავსებით.
ამას იგავით გეტყოდე თქუენ, ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ, არამედ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ.
მას დღესა შინა სახელითა ჩემითა ითხოვოთ, და არა გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მე ვჰკითხო მამასა ჩემსა თქუენთჳს.
რამეთუ თჳთ მამასა ჩემსა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ მე შემიყუარეთ და გრწამ, რამეთუ მე ღმრთისაგან გამოვედ.
გამოვედ მამისაგან და მოვივლინე სოფლად და კუალად დაუტევებ სოფელსა და მივალ მამისა.
ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: აჰა, ესერა, აწ განცხადებულად იტყჳ და იგავსა არცა ერთსა რას იტყჳ.
და ჩუენ აწ უწყით, რამეთუ ყოველი იცი და არა გიჴმს, რაჲთა გკითხოს ვინმე. ამისგან ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან გამოხუედ.
მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: აწ სამე გრწამს?
აჰა, მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რაჲთა განიბნინეთ კაცად-კაცადი თჳსა ადგილდ და მე მარტოჲ დამიტევოთ; და არა ვარ მე მარტოჲ, რამეთუ მამაჲ ჩემი ჩემ თანა არს.
ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა.